გაიარეთ ეს ტესტი.
გაიგეთ ვინ ხართ თქვენ.
აქ არის 4 დავალება, რომელიც უნდა შეასრულოთ. დავიწყოთ…
1)გადახლართეთ თითები.
თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
2)დაუმიზნეთ უჩინარ სამიზნეს.
თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
3)გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე.
თუ მარცხენა ხელის მტევანია ზევით დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ მარჯვენა სიმბოლო “R”.
4)ტაში დაუკარით.
თუ თქვენ მარცხენა ხელს ურტყამთ მარჯვენას დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
მაშ ასე ვნახოთ შედეგები:
RRRR-100% მემარჯვენე. კონსერვატიზმი, სტერეოტიპებისადმი ორიენტაცია. უკონფლიქტობა.
RRRL-ხასიათის საკმაოდ მკვეთრი მახასიათებელია თავდაჯერებულობის ნაკლებობა.
RRLR-ძალიან კონტაქტური ხასიათის ტიპი. თავდაჯერებოლობა, არტისტიზმი, იუმორის გრძნობა.
RRLL-იშვიათი შეხამება. წინა ხასიათს ჰგავს, თუმცა უფრო შერბილებულია.
RLRR-ანალიტიკური აზროვნება. ნელი შეგუება, სიფრთხილე ურთიერთობებში, მოთმინების უნარის მაღალი დონე და რაღაც დოზით სიცივე.
RLRL-ყველაზე იშვიათი შეხამებაა. უსუსურობა, სხვადასხვა გავლენების ქვეშ მოქცევის მაღალი რისკი.
LRRR-ხშირი შეხამებაა. ემოციურობა, მიზანსწრაფულობის ნაკლებობა. მეგობრულობა და კონტაქტში ადვილად შესვლის უნარი.
LRRL-წინა შემთხვევასთან შედარებით უფრო რბილი ხასიათი. მეამიტობა.
LLRR-მეგობრულობა და თავისუფლება. ინტერესების გაფანტულობა და თვითანალიზისადმი მიდრეკილება.
LLRL-მიმნდობობა და ხასიათის სიმარტივე.
LLLR-ემოციურობა, ენერგიულობა და თავდაჯერებულობა.
LLLL-100%-ით მემარცხენე. ანტიკონსერვატიული ხასიათი. ძველისთვის ახლებურად შეხედვის უნარი. ძლიერი ემოციები, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი.
LRLR-ხასიათის ყველაზე ძლიერი ტიპი. ენერგიულობა მიზნისკენ სწრაფვაში. საკუთარი თვალთახედვის შეცვლის უნარის არარსებობა.
LRLL-სირთულეები მეგობრების შეძენისას. ჰგავს წინა ტიპს.
RLLR-ადვილი ხასითი. გაურბის კონფლიქტებს. გატაცებების ხშირი ცვლილება.
RLLL-დამოუკიდებლობა და ცვალებადობა. ყველაფრის თავისი ძალებით კეთების სურვილი
ბადრი ციქუბაძე ფსიქოლოგიური ტესტები გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი,კონსერვატიზმი, კონფლიქტი, უსუსურობა, ფსიქოლოგიური ტესტი, ხასიათი35 Comments
Комментариев нет:
Отправить комментарий