вторник, 31 января 2017 г.

აუტიზმი და ინტელექტი



გამოჩენილ ადამიანებს, თითქმის ყველა ცნობილ მეცნიერსა და ხელოვნების მოღვაწეს, მათ შორის - ჩარლზ დარვინს, ბლეზ პასკალს, ალბერტ აინშტაინს, ჰანს ქრისტიან ანდერსენს, ამა თუ იმ ფორმის ფსიქოემოციური აშლილობა ჰქონდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათ საქციელს აშკარად ეტყობოდა აუტიზმის ნიშნები. თუმცა ამას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე არ უმოქმედია. აუტიზმი სულაც არ გახლავთ გონებრივი ჩამორჩენილობა ან არასრულფასოვნება. აუტისტს შესაძლოა გაცილებით მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ინდივიდს. ადამიანები, რომელთაც აუტიზმი აქვთ, არცთუ იშვიათად ამა თუ იმ სფეროში განსაკუთრებულ უნარებს ავლენენ. ყველაზე ხშირად ეს მათ ფენომენალურ მეხსიერებას უკავშირდება. ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობიარობით, რაც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ისინი გაურბიან საზოგადოებას - სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის მიუღებელია აშკარა გარეგანი გამღიზიანებლების არსებობის გამო, ისეთებისა, როგორებიც არის, მაგალითად, ბგერები, ხმაური და სუნი. გარე სამყაროსგან იზოლირების სურვილი ასეთ ადამიანს, ინტელექტუალური ცოდნის მიუხედავად, საკმაოდ უმწეოს, დაუცველსა და არაადეკვატურს ხდის. ცნობილია ადამიანი, რომელმაც მიაღწია უდიდეს პროფესიულ წარმატებას, იცოდა 9 უცხო ენა, მაგრამ ვერ ისწავლა მობილური ტელეფონით სარგებლობა, ამასთან, მუდმივად ტანჯავდა სუნი, რომელსაც მის გარდა ვერავინ გრძნობდა. გენიოსი აუტისტის ტიპური მაგალითია 57 წლის კიმ პიკი, ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმის "წვიმის კაცის" პროტოტიპი. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ელემენტარული საყოფაცხოვრებო ქმედებების შესრულება - ჩაცმა, სინათლის ანთება ან ჩაქრობა, სამაგიეროდ, 15 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მათემატიკაში, სპორტში, განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებდა.  ორმაგი სტიგმასამწუხაროდ, აუტისტი ბავშვები ჩვენში ორმაგ სტიგმას აწყდებიან. მათ იგნორირებას უწევენ როგორც, ერთი მხრივ, "უნარშეზღუდულებს", მეორე მხრივ კი გონებრივად ჩამორჩენილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კარგად არ აქვთ განვითარებული მეტყველება, რაც ასე ხშირია აუტისტებში. აუტისტები ხშირად იგნორირებას უწევენ მათ ირგვლივ არსებულ ზოგად სურათს, რამდენადაც მათ ყურადღებას სურათის დეტალები უფრო იპყრობს. საზოგადოდ, გამეფებული აზრი იმის თაობაზე, რომ აუტისტებს არ შესწევთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ინტეგრაცია და უმაღლესი დონის სხვა სახის აზროვნება, რა გასაოცარიც უნდა იყოს, არც ერთი სამეცნიერო კვლევით არ შემოწმებულა. სწორედ ამის გაკეთება განიზრახეს კანადელმა მეცნიერებმა და აუტისტ ბავშვთა ინტელექტი ორი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით გადაამოწმეს. ეს სკოლებში ხშირად გამოყენებული, ერთმანეთისგან შინაარსობრივ-თვისობრივი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ტესტებია. პირველი ე.წ. ამ ტესტის წარმატებული შესრულებისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და სხვა უნარ-ჩვევები, ტესტირების შედეგების შემოწმებისას ყოველ მესამე ბავშვს ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. აუტისტ ბავშვებს თავისებური ტიპის ინტელექტი აქვთ, განსხვავებული ბუნებისა; მათ ახასიათებთ განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევები, შეუძლიათ გამოიყენონ უნიკალური კოგნიტური გზები პრობლემების გადაჭრისას; მათი ინტელექტი მოიცავს ავტომატურ დამახსოვრებას და აღქმას, აქვთ საკმაოდ რთული, მათთვის დამახასიათებელი განსჯის უნარი. შედეგებმა ყველა გააკვირვა, გარდა ექსპერიმენტის მონაწილე ერთი მეცნიერისა. ეს ქალბატონი მიშელ დიუსონი გახლდათ, რომელიც ბავშვობაში თავად იყო აუტისტი. WISC ტესტია, რომელიც უპირატესად ენის ცოდნაზეა დაფუძნებული, ამიტომ ფსიქოლოგები მას ეჭვით შეხვდნენ, მეორეს, რავენის პროგრესულ მატრიცას კი აუტისტ ბავშვთა ინტელექტის შემოწმება ანდეს. ეს მოძრავი ინტელექტის აღმოსაჩენი ძირითადი ტესტია. მისი საშუალებით ადგენენ ბავშვის უნარს, განსაზღვროს წესები, დაადგინოს მიზანი და მოახდინოს მისი რეალიზება, გადაჭრას აბსტრაქტული ამოცანები. ტესტის დავალებები რთული ვიზუალური სქემებისგან შედგება, რომლებსაც ზოგადი კანონზომიერება აერთიანებს. მათ ერთი სქემა აკლიათ. ბავშვმაც სწორედ ის ერთი უნდა აირჩიოს, რომელიც ლოგიკურად შეესაბამება სქემათა არსებულ თანამიმდევრობას. WISC ტესტისგან განსხვავებით, იგი არ უკავშირდება მეტყველების უნარს. ამით აუტისტ ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ თავიანთი ჭეშმარიტი ინტელექტი ენობრივი დეფიციტის გვერდის ავლით.  

Комментариев нет:

Отправить комментарий