понедельник, 20 апреля 2015 г.

პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება

  სურვილი, სხვას მოვაწონოთ თავი– ძალიან ძლიერია ადამიანებში. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანისათვის გინდოდათ თავი მოგეწონებინათ. დედა, მამა, ბებია, მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი, შვილი, ქმარი... ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გავაგრძელოთ. გინდათ მოსწონდეთ ძაღლს, კატას, ძროხას... ვისიც გეშინია, განსაკუთრებით მას აწონებთ თავს. 
  რატომ აწონებთ თავს იმას, ვისიც გეშინიათ? იმიტომ, რომ გგონიათ, რომ ამ შემთხვევაში ის ხელს არ გახლებთ. თუმცა ეს დამამცირებელია და იწვევს ფარულ ბრაზს. 
  სურვილი–თავი მოაწონო ადამიანს  გამოსავლის მოძებნისაკენ უბიძგებს. ერთ–ერთი ასეთი გამოსავალი პოზიტიური აზროვნებაა. მისი ანტიპოდია ნეგატიური აზროვნება. ალბათ, კარგად იცით, რომ პოზიტიურად მოაზროვნე ყველგან კარგს ხედავს, ნეგატიურად მოაზროვნე–ცუდს. როგორც ამბობენ, ერთიდაიგივე წყლიანი ჭიქა პოზიტიურად მოაზროვნესათვის ნახევრად სავსეა, ნეგატიურად მოაზროვნესათვის–ნახევრად ცარიელი.
  "ყველაფერი კარგი მინდა"– ეს პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანის დევიზია. ის თვლის, რომ კარგი ადამიანია, იმიტომ რომ ყველასთვის კარგი უნდა. სულიერი სისავსე მატერიალიზდება სხეულის სისავსეში. მსუქანი ადამიანი ყოველთვის კარგ ადამიანად ითვლებოდა. თვალში გხვდება მისი ზოგჯერ არალოგიკური ბედნიერი ღიმილი და სითბო. ხშირად ეს ყველაფერი ხდება ცუდის არშემჩნევის, დაფარვის ხარჯზე. ნებისმიერი მოვლენა შედგება ცუდისგან და კარგისგან. ხილული კარგის მიღმა ყოველთვის იმალება ფარული ცუდი. ეს სასიამოვნო ადამიანი სავსებით სხვანაირია საკუთარ თავთან ან ოჯახის წევრებთან. აქ მას შეუძლია გადმოანთხიოს დაგროვებული ნეგატივი, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს იგი  არჩენს, ისინი ვალდებულები არიან უყვარდეთ იგი და სულაც არ არის საჭირო, თავი მოაწონო მათ. ის თვლის, რომ ახლობლების გადაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ ის უფრო კარგი ადამიანი გამოჩნდეს გარშემომყოფების თვალში
    ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა ცუდი. მინდა კარგი და არ მინდა ცუდი
თავისი არსით ერთი და იგივეა. განსხვავებაა მხოლოდ გამოხატვის ფორმაში. ამიტომ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის კარგ ფორმაშია, არ იმატებს წონაში. თუ სახეზეა ცუდი, ეს ნიშნავს, რომ მის მიღმა იფარება ფარული კარგი. პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი სასიამოვნოა ურთიერთობაში. ის ყოველთვის ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ არაფერს აკეთებს. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, ცუდი გადააკეთოს კარგად, ამიტომ დაუღლელად მუშაობს.
  რომ შეგვეძლოს, ცოტა შევამციროთ ჩვენი პოზიტივი და აგრეთვე ცოტათი ნეგატივი, მივიღებდით ნორმალური ცხოვრების შანსს. რადგან არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის შეცვლა, ამას ჩვენს მაგივრად ცხოვრება აკეთებს. 
  ნორმაზე მეტად დაგროვილი პოზიტივი ნეგატივად გადაიქცევა. თუ ადამიანისათვის იყოს კარგი – სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, ის მალავს თავის ცუდს და ავად ხდება. ავად ხდება ცუდი ადამიანიც, თუ ხვდება, რომ მის კარგს ვერავინ ხედავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий