вторник, 15 ноября 2016 г.

ფსიქოლოგიური ტესტი რომელიც თქვენი ხასიათის დაფარულ შტრიხებზე მეტყველებს


ცნობილი ფაქტრია, რომ ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკის რაგვარობას და მის ნიუანსებს ხშრიად სიმბოლოების მეშვეობით არკვევენ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს , რომელიც თქვენი ხასიათის უმთავრესი შტრიხების გარკვევაში დაგეხმარებათ. 

1. წარმოიდგინეთ რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოსჩანს, რომელიც აუცილებლად უნდა განვლოთ. როგორია იგი? ფოთლოვანი, შერეული, წიწვოვანი თუ დაბურული და პირქუში?

2. შედიხართ ტყეში. როგორია თქვენი ემოციები? დაბურულია და გეშინიათ, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამთ, აქა-იქ მზის შუქიც აჭერს და თამამდებით, არც ისე საშიშია, აბსოლუტურად გაუვალი და პირქუშია. 

3. ტყის შუაგულში რაღაც არსება გხვდებათ, თქვენი რეაქცია მის დანახვაზე, აღწერეთ იგი. საშიში მონსტრია, სასაცილო გნომი, კუდიანი დედაბერი, თუ უბრალოდ უცნობი ადამიანი რომელიც თქვენსავით საკუთარ გზაზე მიეშურება. 

4. როგორც იქნა უკან მოიტოვეთ ტყე და მოულოდნელად აღმოჩნდით ქვიშიან, მცხუნვარე უდაბნოში. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მოულოდნელად ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი გხვდებათ. აღწერეთ როგორია იგი? ცარიელია, წყლით სავსე, ძვირფასი ქვები ყრია მასში. 

5. გზას აგრძელებთ. უკვე ძალიან დაიღალეთ, დაგცხათ და პირიც გიშრებათ წყურვილისგან. გარშემო კი არანაირი საშუალება არ ჩანს წყურვილის მოსაკლავად. მოულოდნელად თქვენ წინაშე ტბა ჩნდება. აღწერეთ როგორია იგი და თავად როგორ იქცევით მის დანახვაზე. მღვრიეა მაგრამ მაინც გამოიყენებთ დასალევად მის წყალს, კამკამაა და წყურვილის მოკვლა სიამოვნებას გგვრით. გრილდებით, სვამთ და ცოტა ხნით ტბის ნაპირზეც წამოწვებით დასასვენებლად.

6. ისევ გზის გაგრძელება გიწევთ, ამჯერად ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ გასაღებს ხედავთ. როგორია იგი და რას უპირებთ მას? გასაღები ოქროსია, მდიდრული – ჯიბეში შეინახავთ რა იცით რაში გამოგადგებათ. გასაღები უბრალოა – ლითონის, არ ინახავთ მისი გამოყენების გზას ვერ ხედავთ. ჩვეულებრივი გასაღებია, მოზრდილი ზომის, ყოველი შემთხვევისთვის ქამარზე იკეთებთ და გზას აგრძელებთ. 

7. მოულოდნელად წინ კედელი გხვდებათ, რომლის იქეთაც არავინ იცის რა არის. რას მოიმოქმედებთ? კედელზე აბობღებას ცდით, რომ დაინახოთ კედლის იქეთ რა ხდება. დაიწყებთ ძებნას იქნებ კარი აქვს სადმე. დაუყვებით კედელს, როგორმე რომ შემოვლით გზით დააღწიოთ თავი მას. 

8. როგორც იქნა თავი დააღწიეთ ბოლო წინააღმდეგობას და თქვენს წინაშე ნანატრი ოაზისი გადაიშალა, სადაც ყველაფერია რაც ბედნიერებისთვის გესაჭიროებათ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად გზად მიმავალ ქარავანს ამჩნევთ. რას მოიმოქმედებთ?
ქარავანს გაჰყვებით ახალი ადგილების სანახავად. უბრალოდ გააჩერებთ მათ, გამოელაპარაკებით და გზას დაულოცავთ. საერთოდ არ დაინტერესდებით მათი არსებობით. 



პასუხები

1. ტყე სიმბოლურად თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის დონის მაჩვენებელია. თუ ის შერეულია, მრავალმხრივი ცოდნა გაგაჩნიათ. თუ დაბურული – მისტიკა და ოკულტიზმი გიტაცებთ. თუ ნათელია ზედაპირული აზროვნების ადამიანი ბრძანდებით. 

2. ემოციები, რომელიც ტყეს უკავშირდება ასახავს იმას თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენი აზროვნების და ინტელექტის შესახებ. თუკი ტყეში ყოფნა გაშინებთ ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება. თუ ის დაბურული და პირქუშია საკუთარი თავის თავადაც ვერ გაგიგიათ რა. შესაბამისად, ვერც სხვები გაგიგებენ. თუ ტყე ნათელია ბევრისთვის სასიამოვნო მოსაუბრე და კომპანიონი იქნებით.

3. არსება, რომელიც ტყეში გხვდებათ თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი მტრების მიმართ. თუ იგი საშინელი მონსტრია ე.ი. მტრების პანიკურად გეშინიათ. თუ მასში საყვარელი გნომი დაინახეთ მოწინააღმდეგეები სასაცილოდაც არ გყოფნით. ხოლო თუ ის კუდიანი დედაბერი იყო საკმაოდ გაქნილი და საშიში მტრები გახვევიათ გარს, რომლებიც ხშირად "მეგობრებად" ინიღბებიან.

4. ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი სიმბოლურად ნიშნავს იმას, რამდენად გეშინიათ საკუთარ თავში ჩაღრმავების ან თუ კავდებით საერთოდ ფსიქოანალიზით. თუკი ჭურჭელი ცარიელი იყო, მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ საკუთარ თავთან დასამალი, თუ მასში ძვირფასი ქვები ეყარა საკუთარ თავს ძალიან ნიჭიერად მიიჩნევთ, თუმცა ამ ნიჭს არასათანადოდ იყენებთ. ხოლო თუ წყლით იყო სავსე, ზედმეტად ემოციური ხართ და ამის გაცნობიერება გაშინებდეთ უნდა წესით.


5. ტბა და მასთან დაკავშირებული ემოციები,  თქვენივე დამოკიდებულებაა სექსთან. თუ იგი ბინძურია და მაინც იკლავთ წყურვილს, ხშირად აკრძალული კავშირების უფლებასაც აძლევთ თავს. თუ კამკამა და სუფთაა, წყალს კი სიამოვნებით დაეწაფეთ თქვენთვის სექსი უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტბის გასწვრივ წამოწოლაც მოინდომეთ ცოტა ხნით დასასვენებლად, სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას. 

6. გასაღებთან თქვენი დამოკიდებულება მეგობრებთან ურთიერთობის ფორმას ასახავს. თუ ის ოქროსია და ჯიბეში შეინახეთ მეგობრები ხშირად გეხმარებიან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურად. თუმცა თავადაც მზად ხართ იგივე ნაბიჯისთვის. თუკი გასაღები ლითონისაა და თქვენ მისი ქვიშიდან აღება არც გიფიქრიათ, არ გესმით მეგობრობის არსი, ხალხს მხოლოდ მეშჩანური მიზნებისთვის იყენებთ, მერე კი უბოდიშოდ აგდებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან. თუკი გასაღები რკინისაა და ქამარზე ჩამოიკიდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ხართ, რომელსაც საკუთარი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაენანება. 

7. კედელთან თქვენი დამოკიდებულება პრობლემების გადალახვის გზებზე და ნებისყოფის სიმტკიცეზე მეტყველებს. თუკი კედელზე აბობღება სცადეთ, ფრთხილი ხართ, მაგრამ შემტევი. თუ კარის მონახვა მოინდომეთ დიპლომატიური გზით ცდილობთ პრობლემების მოგავრებას, ხოლო შემოვლითი მარშუტის წამოწყება  კედლის გარშემო უკიდურესად წინდახედულ ადამიანებს ახასიათებთ. 

8. დაბოლოს, თქვენი საქციელი ქარავანთან მიმართებაში იმის გარკვევის საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რამდენად სტაბილური ტიპაჟი ბრძანდებით ზოგადად. თუკი ქარავანს უკანმოუხედავად გაყვებით ე.ი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ნატურა ხართ ბუნებით "მოხეტიალე" და მაძიებელი. თუ მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლეთ მექარავნეებთან, პერიოდულად გესაჭიროებათ  ცვლილებები, ახალი სტიმულის საპოვნელად. ხოლო თუ ქარავანმა საერთოდ არ მიიქცია თქვენი ყურადღება ე.ი.  ძალიან კონსერვატორული აზროვნება გაქვთ და შეჩვეული ჭირი გირჩევნიათ ყოველთვის შეუჩვეველ ლხინს.