четверг, 25 сентября 2014 г.

რომელი სქესის ტვინი გაქვთ – ქალის თუ მამაკაცის?



აქვთ თუ არა მამაკაცებს რეალური ბერკეტები ჩვენი ლოგიკის საწინააღმდეგოდ? "ქალები ამას ვერ გაიგებთ", "ქალის საქმე არ არის!" - მსგავს ფრაზებს ალბათ ყოველდღიურად ვისმენთ შინ - ქმრისგან და სამსახურში - კოლეგებისგან... რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი?

ქალსა და მამაკაცზე ბიოლოგიური განსხვავების თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი ტვინი განსხვავებულია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ექვსჯერ მეტი აქვს რუხი ნივთიერება, ვიდრე ქალს. გარდა ამისა, სტატისტიკა ირწმუნება, რომ ქალის ტვინი კაცისაზე 10%-ით პატარაა. სწორედ ეს ფაქტები გახდა ცრუ სტერეოტიპის ჩამოყალიბების მიზეზი: ქალი ვერ იქნება ისეთი ჭკვიანი, როგორიც კაცია.

მე-20 საუკუნის შუა წლებში ეს მითი დაიმსხვრა - ფსიქოლოგებმა დაადგინეს: ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ტვინის ზომასა და რუხი ნივთიერებების შემადგენლობაზე არ არის დამოკიდებული. ქალური ინტელექტი არაფრითაა გამორჩეული მამაკაცისგან. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ მწერალ ქალს, მერილინ ვონ სავანტს ეკუთვნის.

ამის მიუხედავად, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მაინც დიდია. კაცის ტვინი სწრაფად იღებს ახალ ინფორმაციას, მაგრამ ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო შესვენებებით მუშაობს. ამიტომ კაცებს რამდენიმე საკითხზე ერთდროულად კონცენტრაცია უჭირთ.

მაგალითად, თუ კაცი ფეხბურთს უყურებს, მთელი ყურადღება ეკრანისკენ აქვს მიმართული. ქალს კი პარალელურად, შეუძლია უყუროს სერიალს, განსაჯოს გმირების საქციელი, ისაუბროს ტელეფონზე და აუთოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მუშაობს და შესაბამისად, ერთდროულად უფრო მეტ ინფორმაციას გადაამუშავებს, ვიდრე მამაკაცის.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, როგორც გვგონია. ბუნებამ გადაწყვიტა, გაგვხუმრებოდა და ისე მოაწყო, რომ ხშირად მამაკაცური ტვინის "მფლობელები" ქალები ვართ და არცთუ ისე იშვიათად ქალური აზროვნებით კაცებს აჯილდოებს.

ტესტის მეშვეობით შეიტყვეთ, რომელი სქესის ტვინი გაქვთ?

ტესტი

1.
წარმოიდგინეთ საათის ციფერბლატი, რომელზეც ისრები უჩვენებს 3 საათსა და 40 წუთს. რას უდრის კუთხე საათისა და წუთების მანიშნებელ ისრებს შორის?

. მიჭირს პასუხის გაცემა;
. დაახლოებით 100 გრადუსს;
. ტრანსპორტირს მოვიტან და შევეცდები, გავზომო.

2.
როდესაც სატრანსპორტო რუკას ეცნობი:

. მიჭირს რაიმეს გაგება და სხვებს ვთხოვ დახმარებას
. არანაირ სირთულეს არ ვაწყდები;
. სასურველი ადგილი იქ მგონია, სადაც ჩემი ვარაუდით უნდა მდებარეობდეს.

3.
ხელის თითები რამდენჯერმე ერთმანეთში გადახლართეთ. რომელი ხელის შუა თითი აღმოჩნდა ყველაზე ხშირად ზევით?

. მარცხენა;
. მარჯვენა;
. ხან მარჯვენა, ხან მარცხენა.

4.
დაუკარით ტაში რამდენჯერმე. რომელი ხელით უკრავთ ტაშს (რომელი ხელია ზევიდან)

. მარცხენა;
. მარჯვენა;
. ორივე ხელით ერთდროულად ვუკრავ.

5.
შინ მეგობრები დაპატიჟეთ. როგორ აუხსნით მათ თქვენი ბინის მისამართს?

. იმედი მაქვს, ჩემი უბანი მათ კარგად ეცოდინებათ და დიდ ძალისხმევას არ დავხარჯავ;
. დავხატავ ჩემი სახლის მარშრუტს და გავუგზავნი მეგობრებს;
. შევხვდები მათ და თავად მივიყვან სახლში.

6.
როდესაც მობილურს ყიდულობთ, პირველად რით იწყებთ ახალი ტექნიკის გაცნობას?

. სარკეში ვიხედები და ვარკვევ, მიხდება თუ არა ახალი შენაძენი;
. ტელეფონის ჩართვამდე ინსტრუქციას ვეცნობი;
. ტელეფონს ვრთავ და ყველაფერს თანმიმდევრულად ვათვალიერებ. თუ რამეს ვერ გავიგებ, ინსტრუქციას დავიხმარ.

7.
რა ასაკში ისწავლეთ ლაპარაკი?

. როგორც მშობლები ამბობენ, ჯერ წლისაც არ ვიყავი;
. დაახლოებით სამი წლიდან;
. წლიდან ორ წლამდე ასაკში.

8.
წარმოიდგინეთ სცენა: მეუღლე გეუბნებათ, რომ თქვენი ურთიერთობა გაცივდა და დროა, განქორწინდეთ. თქვენი რეაქცია:

. სკანდალი, ცრემლი, მუქარა;
. შევეცდები, მასთან გულახდილად ვისაუბრო;
. არავითარი ისტერიკა და ახსნა-განმარტებები. ტაიმ-აუტს ავიღებ, ყველაფერი კარგად რომ ავწონ-დავწონო და მოვიფიქრო, როგორ ვიცხოვრო მომავალში.

დაითვალეთ შედეგები:

თქვენ ქალურად აზროვნებთ, თუკი პასუხებში "" ვარიანტი ჭარბობს

თქვენი პლუსები: კეთილი და მომთმენი ხართ. თქვენი მთავარი ღირსება ადამიანების თანადგომა და მათი დახმარებაა. კარგად იცით, ვის უნდა გადაუშალოთ გული და ვისთან უნდა დაიჭიროთ დისტანცია. თუმცა ხშირად არაორდინარული საქციელის ჩადენაც გიზიდავთ. ზოგჯერ მხოლოდ გულის კარნახით იღებთ გადაწყვეტილებებს. ძალიან კომუნიკაბელური ხართ და უცხო კომპანიაში ადვილად ახერხებთ ადგილის დამკვიდრებას.

თქვენი მინუსები: არ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. გაურბიხართ პასუხისმგებლობას. თუკი გაგიმართლათ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოხვდით, კარგი ხელმძღვანელის სტატუსით ვერ ისარგებლებთ. ყველაფერში დამხმარეებზე ხართ დამოკიდებული, რომლებიც საბოლოო ჯამში თქვენზე მეტს აღწევენ.

როგორ უნდა მოიქცეთ? - უნდა მიეჩვიოთ პრობლემების თავად მოგვარებას. ეცადეთ, უფრო პუნქტუალურები იყოთ.

თქვენ მამაკაცური აზროვნება გაქვთ, თუკი პასუხებში ჭარბობს "" ვარიანტი

თქვენი პლუსები: გამოირჩევით ლოგიკით, უხვსიტყვაობით და ანალიტიკური აზროვნებით. თქვენსავით არავის ძალუძს სიტუაციიდან სწორი დასკვნების გაკეთება. არასოდეს ენდობით სხვის სიტყვას, სანამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავთ. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჯერ დეტალურად განიხილავთ მას და მხოლოდ შემდეგ იწყებთ მოგვარებას.

თქვენი მინუსები: ისეთ სამყაროში რომ ცხოვრობდეთ, სადაც მხოლოდ რობოტები არსებობენ, გაცილებით უკეთ იგრძნობდით თავს, თუმცა ეს ასე არ არის. ხშირად გავიწყდებათ, რომ თქვენს გვერდით ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი სისუსტეებითა და პრობლემებით. თქვენი ხასიათის წყალობით, გიჭირთ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა.

როგორ უნდა მოიქცეთ? - ნუთუ არ მოგბეზრდათ თქვენზე "მოკერებული" ისეთი იარლიყები, როგორებიცაა - უგულო და უყურადღებო? იქნებ დროა, აღარ დამალოთ ემოციები და თამაშს თავი დაანებოთ? ერთი დღე მაინც იცხოვრეთ გულის და არა გონების კარნახით.

თქვენ შერეული აზროვნების უნარი გაქვთ, თუ პასუხებში ჭარბობს "" ვარიანტი

თქვენი პლუსები: თქვენში გამოკვეთილად არც ქალური და არც მამაკაცური ქცევის სტერეოტიპები არ ჭარბობს, თუმცა დიდი გამჭრიახობითა და ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევით - ადვილად ახერხებთ საერთო ენის გამონახვას როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან. ყოველთვის არაორდინარული და კრეატიული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობთ.

თქვენი მინუსები: ისინი, პრაქტიკულად, არ გაგაჩნიათ. თქვენი ტვინი კრიტიკულ სიტუაციაში არაბუნებრივი სისწრაფით მუშაობს და რაც მთავარია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ.

როგორ უნდა მოიქცეთ? - ხშირად თქვენი ტვინის ქალური და მამაკაცური ნაწილები ერთმანეთში ვერ რიგდება და "ბრძოლას" იწყებს. მაგალითად, სუპერმარკეტში გინდათ, რაც შეიძლება საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტი შეიძინოთ, მაგრამ ამ დროს ქალური ტვინი იწყებს მუშაობას და "საყვარელი" ნივთების შეძენას გაიძულებთ. ასეთ დროს გირჩევთ, ყურადღება სულ 5 წუთით სხვა რამეზე გადაიტანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.