пятница, 20 апреля 2018 г.

ტყუილის ფსიქოლოგია

გავიხსენოთ, რონალდ რეიგანის ცნობილი გამონათქვამი: „არსებობს სამი ტიპის ტყუილი : უბრალოდ ტყუილი, დაწყევლილი ტყუილი და სტატისტიკა!“ ამჯერად სტატისტიკა გვერდით გადავდოთ და ჩვეულებრივ, „უწყინარ“ ტყუილებს მივხედოთ. 

ტყუილის ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. მის შესახებ ჩატარებულა არაერთი გამოკვლევა. შედეგები კი ძალიან საინტერესო და უცნაურია. გავიხსენოთ ცნობილი სერიალი „lie to me“, სადაც გამოძიების პროცესში იყენებენ მიმიკისა თუ ჟესტიკულაციის ცვლილებებზე დაკვირვებას, რათა გამოააშკარავონ მატყუარები. ტყუილის მართლაც აქვს „თავისი მიმიკა.“ აღიარებული ფაქტია, რომ როცა ადამიანი იტყუება, სხეულს ენა ხშირად გასცემს მას. ასეთ დროს იგი იფხანს ცხვირს, აწვალებს ყურებს, ერიდება თვალებში ყურებას, ან იხედება მარცხნივ. თუმცა, არსებობენ „ტყუილის ოსტატებიც.“ 

პათოლოგიური მატყუარები

ამის შესახებ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევა ახლახან ჩატარდა, რომელმაც აჩვენა საოცარი შედეგი. პათოლოგიური მატყუარები ფიზიოლოგიურად განსხვავებული არიან. მათ ტვინში საგრძნობლად მეტი თეთრი ქსოვილი იყო. რაც ნიშნავს, რომ მათ ტვინში მეტი მაკავშირებლები იყო. მკვლევრების აზრით, სწორედ ეს განსხვავება აძლევს პათოლოგიურ მატყუარას საშუალებას დაეუფლოს ტყუილის ხელოვნებას სხვებზე უკეთ. ამავე კვლევის მიხედვით, 10– წუთიანი დიალოგის მანძილზე გამოკითხულთა 60% ერთხელ მაინც ამბობდა ტყუილს. კვლევის მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მეტად იტყუებიან ვიდრე ინტროვერტები. თურმე კაცები არანაკლები მატყუარები არიან ქალებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ყველა იტყუება.

რატომ ვცრუობთ?

და მაინც რატომ ვიტყუებით? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ეს ადვილია. ვირტუალურად ყველა ტყუის, და ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად ართმევს ამ საქმეს თავს. ადამიანების უმეტესობა ტყუილის თქმას სწავლობს ძალიან პატარა ასაკიდან. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები იტყუებიან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხოლო 5 წლის ასაკში, როდესაც საქმე დგება სასჯელის თავიდან აცილებაზე, მათი უმეტესობა უკვე ექსპერტია ტყუილის თქმაში.
საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის პრესბირეტიანული საავადმყოფოს ფსიქიატრის, გეილ სალცის თქმით, ბავშვებს ასწავლიან სხვების გრძნობების დასაცავად ტყუილის თქმას. მაგალითად ასეთი რეპლიკებით : „უთხარი დეიდა ბეტის, რომ ახალ ჯინსებში ძალიან კარგად გამოიყურება“. ეს ჩვენთვის უფრო ბუნებრივია და დიდ ვარჯიშს არც მოითხოვს. 

რის შესახებ ვიტყუებით?

პატარებისგან განსხვავებით მოზრდილების ტყუილი განსხვავებულ საქმეს ემსახურება. ბევრი მოზრდილი ცდილობს იცრუოს სამგზავრო ბილეთის არქონის, ან სხვა რაიმე უფრო სერიოზული დარღვევის დროს. მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რობერტ ფელდმენი ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს სურთ აკონტროლონ, თუ როგორ აღიქვამენ მათ გარშემომყოფები. ადამიანები იტყუებიან, რათა თავი მოაწონონ სხვებს და რა წამს იგრძნობენ, რომ მათი თვითშეფასება საფრთხეშია, მაშინვე იწყებენ ტყუილებს თავიანთი მანქანის, სახლისა და ანაზღაურების შესახებ. 

ვინ არის ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი ?

მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ატყუებენ. მაგალითად: იმ დროის შესახებ , რაც დარჩათ პროექტისა თუ პრეზენტაციის დასრულებისთვის, რამდენი კალორია მიირთვეს დღის განმავლობაში და ასე შემდეგ... როგორც დოსტოევკსი ამბობდა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, საბოლოოდ მის პატივისცემას კარგავსო. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ მოატყუებთ მას!

вторник, 31 января 2017 г.

აუტიზმი და ინტელექტი



გამოჩენილ ადამიანებს, თითქმის ყველა ცნობილ მეცნიერსა და ხელოვნების მოღვაწეს, მათ შორის - ჩარლზ დარვინს, ბლეზ პასკალს, ალბერტ აინშტაინს, ჰანს ქრისტიან ანდერსენს, ამა თუ იმ ფორმის ფსიქოემოციური აშლილობა ჰქონდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათ საქციელს აშკარად ეტყობოდა აუტიზმის ნიშნები. თუმცა ამას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე არ უმოქმედია. აუტიზმი სულაც არ გახლავთ გონებრივი ჩამორჩენილობა ან არასრულფასოვნება. აუტისტს შესაძლოა გაცილებით მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ინდივიდს. ადამიანები, რომელთაც აუტიზმი აქვთ, არცთუ იშვიათად ამა თუ იმ სფეროში განსაკუთრებულ უნარებს ავლენენ. ყველაზე ხშირად ეს მათ ფენომენალურ მეხსიერებას უკავშირდება. ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობიარობით, რაც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ისინი გაურბიან საზოგადოებას - სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის მიუღებელია აშკარა გარეგანი გამღიზიანებლების არსებობის გამო, ისეთებისა, როგორებიც არის, მაგალითად, ბგერები, ხმაური და სუნი. გარე სამყაროსგან იზოლირების სურვილი ასეთ ადამიანს, ინტელექტუალური ცოდნის მიუხედავად, საკმაოდ უმწეოს, დაუცველსა და არაადეკვატურს ხდის. ცნობილია ადამიანი, რომელმაც მიაღწია უდიდეს პროფესიულ წარმატებას, იცოდა 9 უცხო ენა, მაგრამ ვერ ისწავლა მობილური ტელეფონით სარგებლობა, ამასთან, მუდმივად ტანჯავდა სუნი, რომელსაც მის გარდა ვერავინ გრძნობდა. გენიოსი აუტისტის ტიპური მაგალითია 57 წლის კიმ პიკი, ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმის "წვიმის კაცის" პროტოტიპი. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ელემენტარული საყოფაცხოვრებო ქმედებების შესრულება - ჩაცმა, სინათლის ანთება ან ჩაქრობა, სამაგიეროდ, 15 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მათემატიკაში, სპორტში, განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებდა.  ორმაგი სტიგმასამწუხაროდ, აუტისტი ბავშვები ჩვენში ორმაგ სტიგმას აწყდებიან. მათ იგნორირებას უწევენ როგორც, ერთი მხრივ, "უნარშეზღუდულებს", მეორე მხრივ კი გონებრივად ჩამორჩენილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კარგად არ აქვთ განვითარებული მეტყველება, რაც ასე ხშირია აუტისტებში. აუტისტები ხშირად იგნორირებას უწევენ მათ ირგვლივ არსებულ ზოგად სურათს, რამდენადაც მათ ყურადღებას სურათის დეტალები უფრო იპყრობს. საზოგადოდ, გამეფებული აზრი იმის თაობაზე, რომ აუტისტებს არ შესწევთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ინტეგრაცია და უმაღლესი დონის სხვა სახის აზროვნება, რა გასაოცარიც უნდა იყოს, არც ერთი სამეცნიერო კვლევით არ შემოწმებულა. სწორედ ამის გაკეთება განიზრახეს კანადელმა მეცნიერებმა და აუტისტ ბავშვთა ინტელექტი ორი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით გადაამოწმეს. ეს სკოლებში ხშირად გამოყენებული, ერთმანეთისგან შინაარსობრივ-თვისობრივი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ტესტებია. პირველი ე.წ. ამ ტესტის წარმატებული შესრულებისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და სხვა უნარ-ჩვევები, ტესტირების შედეგების შემოწმებისას ყოველ მესამე ბავშვს ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. აუტისტ ბავშვებს თავისებური ტიპის ინტელექტი აქვთ, განსხვავებული ბუნებისა; მათ ახასიათებთ განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევები, შეუძლიათ გამოიყენონ უნიკალური კოგნიტური გზები პრობლემების გადაჭრისას; მათი ინტელექტი მოიცავს ავტომატურ დამახსოვრებას და აღქმას, აქვთ საკმაოდ რთული, მათთვის დამახასიათებელი განსჯის უნარი. შედეგებმა ყველა გააკვირვა, გარდა ექსპერიმენტის მონაწილე ერთი მეცნიერისა. ეს ქალბატონი მიშელ დიუსონი გახლდათ, რომელიც ბავშვობაში თავად იყო აუტისტი. WISC ტესტია, რომელიც უპირატესად ენის ცოდნაზეა დაფუძნებული, ამიტომ ფსიქოლოგები მას ეჭვით შეხვდნენ, მეორეს, რავენის პროგრესულ მატრიცას კი აუტისტ ბავშვთა ინტელექტის შემოწმება ანდეს. ეს მოძრავი ინტელექტის აღმოსაჩენი ძირითადი ტესტია. მისი საშუალებით ადგენენ ბავშვის უნარს, განსაზღვროს წესები, დაადგინოს მიზანი და მოახდინოს მისი რეალიზება, გადაჭრას აბსტრაქტული ამოცანები. ტესტის დავალებები რთული ვიზუალური სქემებისგან შედგება, რომლებსაც ზოგადი კანონზომიერება აერთიანებს. მათ ერთი სქემა აკლიათ. ბავშვმაც სწორედ ის ერთი უნდა აირჩიოს, რომელიც ლოგიკურად შეესაბამება სქემათა არსებულ თანამიმდევრობას. WISC ტესტისგან განსხვავებით, იგი არ უკავშირდება მეტყველების უნარს. ამით აუტისტ ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ თავიანთი ჭეშმარიტი ინტელექტი ენობრივი დეფიციტის გვერდის ავლით.  

ფსიქოლოგიური ტესტი–თუ გინდა შენი ფსიქოლოგიური ასაკი გაიგო!

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, 20-ის თუ 50-ის.ეს მხოლოდ ზრდის ქრონოლოგიური ეტაპებია.ერთადერთი რასაც ეს წლები მეტყველებენ ის არის, რამდენჯერ დატრიალდით დედამიწასთან ერთად მზის გარშემო. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი, რომელმაც ხანგრძლივი და დატვირთული ცხოვრებით იცხოვრა, მოგვითხრობს:"ბავშვობაში ძალიან სუსტი და ავადმყოფი ბავშვი ვიყავი და ერთხელ მამას წამოცდა კიდეც, რომ მე ახალგაზრდადავიღუპებოდი.პირდაპირი გაგებით ის ცდებოდა, მე ხომ უკვე 75 წლისა ვარ.მაგრამ სხვაკუთხით თუ განვიხილავთ ამ ნათქვამს, მე თავს ძალიან ახალგაზრდულად ვგრძნობ და მწამს რომ არასდროს არ მოვხუცდები".მართლაც ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიბერე მაშინ მოდის, როცა ეს თავად თქვენ გინდათ.არც ციფრებს არა აქვს მნიშვნელობა, 20-ის ხარ თუ 50-ის.წლოვანების გამომხატველი ციფრები მხოლოდ პირობითია.უფრო მნიშვნელოვანი ისაა თუ როგორ არისერთმანეთთან დაკავშირებული თქვენი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი.ბიოლოგიური ასაკი გვიჩვენებს, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი, ფსიქოლოგიური კიგანსაზღვრავს, როგორ გრძნობთ თავს ამ მომენტში.და მხოლოდ თქვენი ასაკი პირადობის მოწმობაში იძულებულს გხდით, მკაცრად შეხედოთ სამყაროს, შეაფასოთ განვლილი წლები და დასახოთ მომავლის გეგმები.ადამიანების მეოთხედის ბიოლოგიური ასაკი ემთხვევა ფსიქოლოგიურ ასაკს.ეს თანხვედრა ადვილად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენვე თუკი ამას ვეცდებით.მიუხედავად იმისა რამდენი წლის ხართ, უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ ტესტს დამიხვდებით თქვენს შემთხვევაში რა მდგომარეობაა.დაუწერეთ თქვენს თავს 4 ქულა, თუ სრულიად ეთანხმებით ამ პუნქტს.3 ქულა დაიწერეთ–თუ ნაწილობრივ ეთანხმებით.2 ქულა–თუ არ ხართ თანახმა.1 ქულა–თუ სასტიკად უარყოფთ ამას.დავიწყოთ ტესტი:1.ჩემი აზრით კარგი იუმორის გრძნობა მაქვს.2.ძალიან კარგი ინტუიციის გრძნობა მაქვს და შემიძლია მიხვდე რა აქვთ სხვებს მხედველობაში.3.იმედი მაქვს მომავალში ბევრი სასიამოვნო ფაქტი მოხდება ჩემს ცხოვრებაში.4.ჩემი აზრით ადამიანებს სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა.5.ადამიანი შემიძლია მივიჩნიო სიმპატირად, მიუხედავად იმისა თუ ის მე არ მგავს და არც ჩემს შეხედულებებს არ იზიარებს.6.მე მიყვარს ბავშვები.7.მე მიყვარს სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტა და ამოხსნა.8.როცა ცუდ საქმეს შევებმები, ვცდილობ ის სასიკეთოდ შემოვაბრუნო.9.მე მაინტერესებს სხვადასხვა მნოლენის მიზეზები.10.სამუშაოსთან ერთად დაკავებული ვარ სხვადასხვა გასართობითაც.11.მიყვარს გარდატეხა ცხოვრებაში და ვცდილობ ეს უკეთესობისკენგანვახორციელო.12.ჩემი სამუშაო სარგებლობას მოუტანს ადამიანებს.13.მე მიყვარს ხანდახან ოცნებაც.14.საყვარელი მუსიკა მიმაღლებს განწყობას.15.მე ინტერესით ვხვდები ახალ იდეებს.16.როგორც წესი, მე ფარხმალს არ ვყრი როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდები ცხოვრებაში.17.მე მზად ვარ გულღიათ გავიცინო კარგ ხუმრობაზე.18.მე მყავს თუნდაც ერთი ახლობელი ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავუმხილო ყველა ჩემი საიდუმლო.19.მე ვღებულობ სიამოვნებას ფიზიკური აქტიურობისგან.20.მე მომწონს ახალ ადამიანებთან შეხვედრა.21.მე მინდა კიდევ შევისწავლო ისეთი რამ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი.22.მე მინდა მომხიბვლელად გამოვიყურებოდე და მე მგონი ეს კარგად გამომდის.23.მე არ მივცემ უფლებას, წვრილმან უთანხმოებებს წყენა მომანიჭოს.24.მე მომწონს დრო, რომელშიც მე ვცხოვრობ 25.ვფიქრობ კიდევ ერთხელ მომეცემა შემთხვევა ჩემი უნარის წარმოჩენის.ახლა კი დაითვალეთ ქულები და ნახეთ ტესტის შედეგები:თუ თქვენ მოაგროვეთ 75 ქულაზე მეტი...თქვენ მიუხედავათ თქვენი ასაკისა, აღსავსე ხართ სიცოცხლის უნარით და თქვენ თავში სრულიად დარწმუნებულინ ხართ.თქვენ კომუნიკაბელური, ოპტიმისტი და კეთილის მოსურნე ადამიანი ხართ.დარწმუნებული იყავით, თქვენთან სიბერე ძალიან შორსაა.50–75 ქულა...სიმწიფის გზაზე თქვენ იძულებული იყავით შეგეწირათ თქვენი ახალგაზრდული ზოგიერთი ღირსება.მუდმივმა შფოთვამ და სტრესებმა შეასუსტეს სიხარულის უნარი, მაგრამ ისწავლეთ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა.თქვენ"საშუალო"ზრდასრული ხართ, პრობლემებით ნაკლებად დატვირთული, მაგრამ ცოტა ოპტიმიზმი და გამბედაობა არგაწყენდათ.50 ქულაზე ნაკლები...თქვენ მსგავს ადამიანებზე ამბობენ, რომ ქვეყანაზე ბევრი რამ უნახავთ და იციან ყველაფრის ფასი.მაგრამ ცოტა ადრე ხომ არაა ამ ასაკის დადგომა?ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება განიცადოთ, ნახოთ და ისწავლოთ ცხოვრებაში!

вторник, 20 декабря 2016 г.

როგორ უნდა მიიზიდოთ იღბალი?

1. ხშირად იკონტაქტეთ
რაც უფრო მეტი ნაცნობი გეყოლებათ , მით უფრო დიდია წარმატების ალბათობა. ვიღაც საჭირო ადამიანს გაგაცნობთ, ვიღაც სასარგებლო რჩევას მოგცემთ და ა.შ.
2. იმეგობრეთ წარმატებულ ადამიანებთან
ეცადეთ, რომ გარს პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ. იმეგობრებთ ოპტიმისტებთან და წარმატებულებთან. ამ შემთხვევაში დადებითი ენერგიით დაიტვირთებით და წარუმატებლობას ადვილად გაუმკლავდებით.
3. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის
თქვენი შესაძლებლობების წარმატებული რეალიზაციისთვის, საკუთარი პიარის ხელოვნებას უნდა დაეუფლოთ. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის, სიმორცხვე არაფერში გამოგადგებათ. გააკეთეთ ისე, რომ შეგამჩნიონ და თქვენთან თანამშრომლობა მოუნდეთ.
4. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ
მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და არა ის, რასაც სხვები ელოდებიან თქვენგან.
5. იფიქრეთ პოზიტიურად
გაექეცით ასეთ ფრაზებს: „როგორც წესი ამაში არ მიმართლებს“, „უბედური ვარ“ და ა.შ. ამ ფრაზებით თქვენ ნეგატივს იზიდავთ, რაც წარმატების მიღწევაში სულაც არ დაგეხმარებათ/ თუ არ დაიჯერეთ თქვენი იღბლიანობის, არაფერი გამოვა.
6. არ დაკარგოთ აზარტი
ცხოვრება თამაშია – წაგების შემდეგ მოგება მოდის და პირიქით. არ უყუროთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. ამან შეიძლება დაგღალოთ.
7. გაიღიმეთ
როდესაც იღიმით, თქვენი სხეული ენდორფინს გამოიმუშავებს. ასე, რომ გაიღიმეთ და იყავით ოპტიმისტები.
8. იცინეთ მთელი გულით
სიცილი არა მხოლოდ განწყობას აკეთებს, არამედ ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.
9. გულამდე მხოლოდ კარგი მიიტანეთ
იმისათვის, რომ იღბალმა კარზე მოგიკაკუნოთ, საჭიროა მისი მიღება. გაანებივრეთ თქვენი თავი ლამაზი ნივთებით, საყავრელი მუსიკით, ცხოველებით და კარგი ადამიანებით და იღბალიც სულ მალე გეწვევათ.
10. დაუახლოვდით ბუნებას
იმისათვის, რომ ენერგია და ძალები მოგემატოთ, აუცილებელია   რეგულარულად დაძლიოთ დაღლილობა. ამაში ბუნება დაგეხმარებათ. სწორედ ის აგავსებთ ყველაზე მეტად ძალით და ენერგიით. ისეირნეთ სკვერებში, გადით ხმაურიანი ქალაქიდან. იარეთ ფეხშიშელმა ბალახზედა შეიგრძენით ბუნების გჰარმონიულობა.
11. დაკავდით ხელოვნებით
იცეკვეთ, იმღერეთ, ხატეთ. ნებისმიერი სახის ხელოვნება სტრესს ხსნის.
12. შეაქეთ თქვენი თავი
გიხაროდეთ თქვენი წარმატება, გაუკეთეთ თქვენ თავს საჩუქრები. ეს სტუმულს მოგცემთ შემდეგი გამარჯვების მოსაპოვებლად.
13. იგრძენით თავი თავისუფლად
მხოლოდ თავისუფალ ადამიანს აქვს გამარჯვების შანსი. გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, აპატიეთ მათ ვინც გაწყენინათ, დააბრუნეთ ვალები და დაიწყეთ ცხოვრება თავისუფალ სივრცეში.
14. ამოირჩიეთ თილისმა
ეს ისეთი ნივთი უნდა იყოს, რომელთანაც კარგი მოგონებები გაკავშირებთ და რომლის თან ტარება ადვილია. აუცილებელია იმის დაჯერება, რომ თილისმა იღბალს მოგიტანთ. ასე თქვენ ნივთს დადებითი ენერგეტიკით დატვირთავთ და ისიც დაგეხმარებათ სურვილების ასრულებასა და წარმატების მიღწევაში.
15. შეიგრძენით საკუთარი იღბლიანობა
იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში იღბალის გამოვლინება და გახსოვდეთ, ის ყველას ცხოვრებაში შესამჩნევია, მთავარია კარგად დააკვირდეთ. და არ დაგავიწყდეთ, ადამიანს, რომელიც თავის ბედ-იღბალის მადლირია, კიდევ ბევრჯერ გაუმართლებს.

სხეულის ენა

* ყალბი ღიმილი – ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებსდა მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას . . . თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.
* ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება – ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის მოძრაობის გამოყენება. სიარულისას ხელების უკან დაწყობას ძირითადად კაცები მიმართავენ და თავის ძალაუფლებას მიანიშნებენ.
057d753883628693c763d5fe5bea4592
* გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა _ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.
* კეფის და კისრის მოფხანა – ეს ეჭვის და დაუწმუნებლობის ტიპიური ნიშანია. ასევე ეს შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.
* ძალიან ახლოს დოგმა – ეს ადამიანებს დისცომფორტს აგრძნობინებს. ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვავენ დაახლოვებით 1.20მ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრების და ინტიმური პარტნიორების შემთხვევაში შეიძლება.
* მოლაპარაკებისას _ მოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის მომლაპარაკებლის მიერ წარმატების მიღწევის ალბათობას. Pპირისპირ ჯდომა უფრო შეჯიბრის და კონფრონტაციის ანუ წინააღმდეგობის მაჩვენებელია.

როგორ ავიცილოთ თავიდან სხვისი ნეგატივი

1. განსაზღვრე მოქმედება
თუკი ზედმეტად გულთან ახლოს მიგაქვს ყველას პრობლემა, შენ ემფატი ხარ. უკვე ფიზიკურად გრძნობ შიშს და სხვის განცდებს მტკივნეულად აღიქვამ, სწრაფად იღლები ბევრი ადამიანისგან. გამუდმებით აანალიზებ საკუთარ განცდებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ შეეცადე, მინიმუმამდე დაიყვანო იმ ადამიანების ემოციების მოქმედება საკუთარ თავზე, ვინც არც ისე ახლობელია შენთვის. 

2. მოძებნე ნეგატივის წყარო
შეეცადე, განსაზღვრო, სად ან ვისშია ნეგატივის წყარო.

3. შეეცადე, მოერიდო ადამიანებს, რომლებსაც ნეგატიური ენერგია აქვთ
საკუთარ თავზეც იფიქრე. ეგოიზმი ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა, თუკი მას ფსიქოლოგიის კუთხით შევხედავთ. თუ ტრანსპორტში შენ გვერდით დაღონებული ადამიანი ზის, გადაჯექი. ნუ შეგეშინდება ამით ვინმეს განაწყენების. არასასიამოვნო ადამიანებთან მხოლოდ საქმიანად იურთიერთე.

4. კონცენტრირება მოახდინე სუნთქვაზე
თუ უარყოფითი ემოციებით შემოგიტიეს, შეეცადე, კონცენტრირება გადაიტანო სუნთქვაზე. შეისუნთქე სიმშვიდე და ამოისუნთქე ნეგატივი. გაათავისუფლე თავი შიშისგან და სხვა უარყოფითი ემოციისგან.

5. დამცავი ფარი
ყოველთვის, როცა იმ ადამიანების საზოგადოებაში იქნები, ვინც გულზე არ გეხატება, გონებაში შენ წინ წარმოიდგინე ფურცელი. იფიქრე მასზე, როგორც დამცავ ფარზე, რომელიც ირეკლავს მთელ ნეგატივს.

6. ნუ იქნები ნურავისზე დამოკიდებული
არცერთ სიტუაციაში არ უნდა იყო დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და არც ვალში უნდა იყო ვინმესთან. 
დაიტოვე ფული ტაქსისთვის და თუ გსურს კაფედან ადრე წასვლა, წადი, ნურავის დაუცდი.

7. ეძებე პოზიტივის წყარო
დაუნიშნე იმ ადამიანს შეხვედრა, ვისთანაც დადებითი ემოციით ივსები. შეისრუტე მისი პოზიტივი. ასევე, უყურე პოზიტიურ და გასართობ ფილმებს. არავითარ შემთხვევაში არ უსმინო დეპრესიულ მუსიკას.

8. ხშირად იყავი ბუნებაში
თუკი გსურს განმარტოება, იმაზე უკეთეს ადგილს, ვიდრე ბუნებაა, ვერ იპოვი. ეს შეიძლება იყოს ტყე, ქალაქის პარკი ან პლაჟი. ასეთი განმარტოება ძალიან დაგეხმარება მოდუნებაში.

თანაგრძნობა და სხვისი პრობლემების ზედმეტად განცდა – კარგია, მაგრამ ზომიერად. თუ ზემოთ მოცემულ წესებს დაიცავ, შენი ცხოვრება ბევრად გამარტივდება. 

вторник, 15 ноября 2016 г.

ფსიქოლოგიური ტესტი რომელიც თქვენი ხასიათის დაფარულ შტრიხებზე მეტყველებს


ცნობილი ფაქტრია, რომ ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკის რაგვარობას და მის ნიუანსებს ხშრიად სიმბოლოების მეშვეობით არკვევენ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს , რომელიც თქვენი ხასიათის უმთავრესი შტრიხების გარკვევაში დაგეხმარებათ. 

1. წარმოიდგინეთ რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოსჩანს, რომელიც აუცილებლად უნდა განვლოთ. როგორია იგი? ფოთლოვანი, შერეული, წიწვოვანი თუ დაბურული და პირქუში?

2. შედიხართ ტყეში. როგორია თქვენი ემოციები? დაბურულია და გეშინიათ, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამთ, აქა-იქ მზის შუქიც აჭერს და თამამდებით, არც ისე საშიშია, აბსოლუტურად გაუვალი და პირქუშია. 

3. ტყის შუაგულში რაღაც არსება გხვდებათ, თქვენი რეაქცია მის დანახვაზე, აღწერეთ იგი. საშიში მონსტრია, სასაცილო გნომი, კუდიანი დედაბერი, თუ უბრალოდ უცნობი ადამიანი რომელიც თქვენსავით საკუთარ გზაზე მიეშურება. 

4. როგორც იქნა უკან მოიტოვეთ ტყე და მოულოდნელად აღმოჩნდით ქვიშიან, მცხუნვარე უდაბნოში. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მოულოდნელად ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი გხვდებათ. აღწერეთ როგორია იგი? ცარიელია, წყლით სავსე, ძვირფასი ქვები ყრია მასში. 

5. გზას აგრძელებთ. უკვე ძალიან დაიღალეთ, დაგცხათ და პირიც გიშრებათ წყურვილისგან. გარშემო კი არანაირი საშუალება არ ჩანს წყურვილის მოსაკლავად. მოულოდნელად თქვენ წინაშე ტბა ჩნდება. აღწერეთ როგორია იგი და თავად როგორ იქცევით მის დანახვაზე. მღვრიეა მაგრამ მაინც გამოიყენებთ დასალევად მის წყალს, კამკამაა და წყურვილის მოკვლა სიამოვნებას გგვრით. გრილდებით, სვამთ და ცოტა ხნით ტბის ნაპირზეც წამოწვებით დასასვენებლად.

6. ისევ გზის გაგრძელება გიწევთ, ამჯერად ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ გასაღებს ხედავთ. როგორია იგი და რას უპირებთ მას? გასაღები ოქროსია, მდიდრული – ჯიბეში შეინახავთ რა იცით რაში გამოგადგებათ. გასაღები უბრალოა – ლითონის, არ ინახავთ მისი გამოყენების გზას ვერ ხედავთ. ჩვეულებრივი გასაღებია, მოზრდილი ზომის, ყოველი შემთხვევისთვის ქამარზე იკეთებთ და გზას აგრძელებთ. 

7. მოულოდნელად წინ კედელი გხვდებათ, რომლის იქეთაც არავინ იცის რა არის. რას მოიმოქმედებთ? კედელზე აბობღებას ცდით, რომ დაინახოთ კედლის იქეთ რა ხდება. დაიწყებთ ძებნას იქნებ კარი აქვს სადმე. დაუყვებით კედელს, როგორმე რომ შემოვლით გზით დააღწიოთ თავი მას. 

8. როგორც იქნა თავი დააღწიეთ ბოლო წინააღმდეგობას და თქვენს წინაშე ნანატრი ოაზისი გადაიშალა, სადაც ყველაფერია რაც ბედნიერებისთვის გესაჭიროებათ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად გზად მიმავალ ქარავანს ამჩნევთ. რას მოიმოქმედებთ?
ქარავანს გაჰყვებით ახალი ადგილების სანახავად. უბრალოდ გააჩერებთ მათ, გამოელაპარაკებით და გზას დაულოცავთ. საერთოდ არ დაინტერესდებით მათი არსებობით. 



პასუხები

1. ტყე სიმბოლურად თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის დონის მაჩვენებელია. თუ ის შერეულია, მრავალმხრივი ცოდნა გაგაჩნიათ. თუ დაბურული – მისტიკა და ოკულტიზმი გიტაცებთ. თუ ნათელია ზედაპირული აზროვნების ადამიანი ბრძანდებით. 

2. ემოციები, რომელიც ტყეს უკავშირდება ასახავს იმას თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენი აზროვნების და ინტელექტის შესახებ. თუკი ტყეში ყოფნა გაშინებთ ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება. თუ ის დაბურული და პირქუშია საკუთარი თავის თავადაც ვერ გაგიგიათ რა. შესაბამისად, ვერც სხვები გაგიგებენ. თუ ტყე ნათელია ბევრისთვის სასიამოვნო მოსაუბრე და კომპანიონი იქნებით.

3. არსება, რომელიც ტყეში გხვდებათ თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი მტრების მიმართ. თუ იგი საშინელი მონსტრია ე.ი. მტრების პანიკურად გეშინიათ. თუ მასში საყვარელი გნომი დაინახეთ მოწინააღმდეგეები სასაცილოდაც არ გყოფნით. ხოლო თუ ის კუდიანი დედაბერი იყო საკმაოდ გაქნილი და საშიში მტრები გახვევიათ გარს, რომლებიც ხშირად "მეგობრებად" ინიღბებიან.

4. ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი სიმბოლურად ნიშნავს იმას, რამდენად გეშინიათ საკუთარ თავში ჩაღრმავების ან თუ კავდებით საერთოდ ფსიქოანალიზით. თუკი ჭურჭელი ცარიელი იყო, მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ საკუთარ თავთან დასამალი, თუ მასში ძვირფასი ქვები ეყარა საკუთარ თავს ძალიან ნიჭიერად მიიჩნევთ, თუმცა ამ ნიჭს არასათანადოდ იყენებთ. ხოლო თუ წყლით იყო სავსე, ზედმეტად ემოციური ხართ და ამის გაცნობიერება გაშინებდეთ უნდა წესით.


5. ტბა და მასთან დაკავშირებული ემოციები,  თქვენივე დამოკიდებულებაა სექსთან. თუ იგი ბინძურია და მაინც იკლავთ წყურვილს, ხშირად აკრძალული კავშირების უფლებასაც აძლევთ თავს. თუ კამკამა და სუფთაა, წყალს კი სიამოვნებით დაეწაფეთ თქვენთვის სექსი უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტბის გასწვრივ წამოწოლაც მოინდომეთ ცოტა ხნით დასასვენებლად, სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას. 

6. გასაღებთან თქვენი დამოკიდებულება მეგობრებთან ურთიერთობის ფორმას ასახავს. თუ ის ოქროსია და ჯიბეში შეინახეთ მეგობრები ხშირად გეხმარებიან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურად. თუმცა თავადაც მზად ხართ იგივე ნაბიჯისთვის. თუკი გასაღები ლითონისაა და თქვენ მისი ქვიშიდან აღება არც გიფიქრიათ, არ გესმით მეგობრობის არსი, ხალხს მხოლოდ მეშჩანური მიზნებისთვის იყენებთ, მერე კი უბოდიშოდ აგდებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან. თუკი გასაღები რკინისაა და ქამარზე ჩამოიკიდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ხართ, რომელსაც საკუთარი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაენანება. 

7. კედელთან თქვენი დამოკიდებულება პრობლემების გადალახვის გზებზე და ნებისყოფის სიმტკიცეზე მეტყველებს. თუკი კედელზე აბობღება სცადეთ, ფრთხილი ხართ, მაგრამ შემტევი. თუ კარის მონახვა მოინდომეთ დიპლომატიური გზით ცდილობთ პრობლემების მოგავრებას, ხოლო შემოვლითი მარშუტის წამოწყება  კედლის გარშემო უკიდურესად წინდახედულ ადამიანებს ახასიათებთ. 

8. დაბოლოს, თქვენი საქციელი ქარავანთან მიმართებაში იმის გარკვევის საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რამდენად სტაბილური ტიპაჟი ბრძანდებით ზოგადად. თუკი ქარავანს უკანმოუხედავად გაყვებით ე.ი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ნატურა ხართ ბუნებით "მოხეტიალე" და მაძიებელი. თუ მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლეთ მექარავნეებთან, პერიოდულად გესაჭიროებათ  ცვლილებები, ახალი სტიმულის საპოვნელად. ხოლო თუ ქარავანმა საერთოდ არ მიიქცია თქვენი ყურადღება ე.ი.  ძალიან კონსერვატორული აზროვნება გაქვთ და შეჩვეული ჭირი გირჩევნიათ ყოველთვის შეუჩვეველ ლხინს.