среда, 14 апреля 2021 г.

ნაწყვეტი ესტონელი ექიმის ლულე ვიილმას წიგნიდან

 


სითხის შემადგენლობა და მოძრაობის სიჩქარე სხეულში გულის მოძრაობაზეა დამოკიდებული. დანაშაულის გრძნობის გაზრდით ლიმფა და სისხლი სქელდება. იგივე ეხება სპერმასაც. შედეგად სპერმის რაოდენობა მცირდება, სპერმატოზოიდების მოძრაობა ნელდება, შეიძლება მათი მოძრაობა საერთოდ გაჩერდეს.  ამის შემდეგ ჯერ მათი ფორმა იცვლება, შემდეგ კუდები უხმებათ შემდეგ საერთოდ იშლებიან. ამ პროცესს აჩქარებს კაცის გულგატეხილობა და ბრაზი თავის სხეულზე. ასეთი სპერმა გამოუსადეგარია განაყოფიერებისათვის.

ასეთი ფარული იმპოტენცია ადრე თუ გვიან გადაიზრდება სქესობრივი კავშირის დამყარების უუნარობაში.

სასქესო ორგანოს ერექცია დამოკიდებულია სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევაზე.

სისხლი - ქალის სიმბოლოა. ერექცია ხდება, როცა არტერიები სისხლით ივსება. არტერიები - ქალია. ერექცია მთავრდება, როცა მოწოლილი სისხლი ვენებში გადადის. ვენა - ეს მამაკაცია, რომელიც სიამოვნებას იღებს ქალის სურვილის ასრულებისას. აქედან გამოდის, რომ კაცის სასქესო ორგანოების მუშაობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის გამოხატული კაცში ქალური საწყისი. ვაჟის სექსუალური აქტიურობა დამოკიდებულია დედის დამოკიდებულებაზე მისი მამის მიმართ.

თუ ქალი ირონიით უყურებს ქმრის სასქესო ორგანოებს, მაშინ ბიჭს სათესლე პარკები ცარიელი აქვს.

ბიჭუნას, რომელსაც შეენდა ან დედამ შეარცხვინა, როცა დედამ დაინახა მისი სასქესო ორგანოები, მისი სათესლეები ჩამოუსვლელი რჩება.

ქალი, რომელსაც არ უყვარს და დასცინის ქმარს, თავისი უსაზღვრო ქალური ენერგია, რომელიც მან უნდა დახარჯოს მამაკაცის სიყვარულში, გადააქვს ვაჟზე და ამით შეიძლება ისე შეაშინოს მისი კაცური არსება, რომ მას არანორმალურად პატარა გენიტალიები განუვითარდეს. დედა, რომელიც არცხვენს ბიჭუნას გაშიშვლებული სასქესო ორგანოების გამო, შეიძლება მას მთელი ცხოვრების მანძილზე პრობლემა შეუქმნას ქალებთან ურთიერთობაში.

კაცი, რომელიც თავისი სექსუალური გულგატეხილობის მიზეზს ეძებს ქალებში და თვლის, რომ ყველა ქალი ერთნაირად ცუდია, სასქესო ორგანოების ანთებით ავადდება. ბრაზის მომატება დაავადების გართულებას იწვევს.

ბიჭებს ვირუსული დაავადებები ხშირად გართულებას გენიტალიებში აძლევს. თუ დედას არ შეუძლია მამასთან ადამიანური თანაცხოვრება, ებრძვის მას, დარტყმას აყენებს მას სიტყვებით ან აზრებით კაცისთვის ყველაზე სუსტ ადგილას, შვილს ურთულდება დაავადება. დედის ბრაზის სახეობა გართულების ხარისხს განსაზღვრავს.

გართულებული ყბაყურა დედის ბრაზია მამის უნიათობის გამო.

რაც უფრო ძლიერია ბრაზი, მით რთულია ავადმყოფობა.

თუ მშობლებლები უკმაყოფილოები არიან და ყვირილით  აფრქვევენ თავის ბრაზს, ბავშვს ყელი სტკივა.

რაც უფრო მეტია ჩხუბის მიზეზის გაზვიადება, მით ცოტა ბრაზი იწვება და ნეიტრალდება. ჩხუბში და მით სერიოზულია ავადმყოფობის გართულება.

თხოვეთ პატიება თქვენს სხეულს იმისათვის, რომ განიცდიდით დედ-მამის ჩხუბს, ვერ შეძელით მათ დახმარებოდით და თქვენს სხეულს დაატეხეთ ვირუსული დაავადებების გართულება და ყელის დაავადებები. აპატიეთ დედას და მამას მათი შეცდომები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

понедельник, 24 сентября 2018 г.

სიმდიდრის ფსიქოლოგია

შეცდომები აღზრდისას

   როცა მართვის მოწმობას ან დიპლომს ვიღებთ, გავდივართ ტესტირებას, ვაბარებთ გამოცდას. ბავშვის აღზრდას კი არავითარი მომზადება არ სჭირდება. მშობლები ბავშვზე ზემოქმედებისას იყენებენ ფიზიკურ და მორალურ ზემოქმედებას. თუ მშობელი ბავშვობაში განიცდიდა ძალადობას თავისი მშობლების მიერ, ხშირად თვითონაც მოძალადე ხდება. ის შვილს უნერგავს არასრულფასოვნების გრძნობას. ჩაგრავს მას და აიძულებს, მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი გახადოს. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონების ბოლომდე დამორჩილება შეუძლებელია. გოგონას ვერც გენიოსად აქცევ და ვერც მიწასთან გაასწორებ. ისინი საშუალო ხაზს ირჩევენ რაღაცნაირად არ აძლევენ საშუალებას ცხოვრებას, რომ განადგურდნენ. ბიჭები კი ბოლომდე აღზრდაზე არიან დამოკიდებული. თუ ახალგაზრდა კაცი მოგეწონათ, ეს ნიშნავს, რომ იგი ჭკვიანი დედის გაზრდილია. 
    თუ გიყვართ თქვენი შვილი, თუ გსურთ, რომ მან მიაღწიოს წარმატებას, ნუ ლანძღავთ მას, ნუ ამცირებთ და ნუ აყენებთ შეურაცხყოფას.
    ადამიანი, რომელიც სასკოლო ასაკში დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი და კარგია, ის გაცილებით მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ის, რომელსაც ყველა: უპირველეს ყოვლისა მშობლები, ხოლო შემდეგ პედაგოგები და ამხანაგები სულელს ეძახიან. 
  როცა დედა დარწმუნებულია თავისი შვილის განსაკუთრებულობაში და  გულწრფელად უხარია მისი წარმატებები, როცა აქებს მას დამსახურებულად, ბავშვი იზრდება ფსიქიკურად ჯანმრთელი და აღწევს წარმატებას.
     ეს არ ნიშნავს, რომ რომ ბავშვი უნდა გავაღმერთოთ და დაუმსახურებლად უნდა ვაქოთ და ვადიდოთ. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. ადამიანი, რომელიც სამყაროს ცენტრია მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს.
      ბავშვი იბადება იმისათვის,     რომ მან თავის საკუთარ წარმატებას მიაღწიოს. ნებისმიერი დამოუკიდებელი ნაბიჯი აუცილებელია, რომ შევამჩნიოთ, შევაქოთ, მივცეთ მას განვითარების სტიმული .ეს არის ჩვენი, როგორც მშობლის უპირველესი მოვალეობა. ბავშვმა უნდა იგრძნოს ჩვენი უსაზღვრო სიყვარული, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა იგი. ამ სიყვარულის მიცემის შემდეგ განვავითაროთ მისი დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომის უნარი.
         ასწავლეთ ბავშვს აზროვნება. გისურვებთ წარმატებას !
   


воскресенье, 16 сентября 2018 г.

სიმდიდრის ფსიქოლოგია

ფული - ეს ის სუბსტანციაა, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ პრობლემებს უჩენს ან უხსნის. ჩემს ახალგაზრდობაში ფულზე ლაპარაკი უკულტურობად ითვლებოდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ფული სიმდაბლეა, ადამიანი უნდა იყოს სულიერებით გასხივოსნებული. ფული ხელის ჭუჭყია, ხოლო მაღალგანვითარებული ადამიანი არ უნდა დაწვრილმანდეს ფულის შოვნის სურვილით, მან მაღალ იდეალებს უნდა ემსახუროს უფულოდ და ნახევრად მშიერი. ეს ტენდენცია დღესაც შეინიშნება საქართველოში. მთავარია, უმაღლესი განათლების მიღება. მშობლები წელებზე ფეხებს იდგამენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, რადგანაც ეს პრესტიჟულია და არ ფიქრობენ, რაში გამოიყენებენ ამ განათლებას, როგორ იშოვიან მისი საშუალებით ფულს. არავინ უხსნის მათ, რომ ფულის უარყოფა არ შეიძლება. ფული გაძლევს იმის საშუალებას, იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისათვის, აკეთო ის საქმე. რომელიც მართლა მოგწონს, დაისვენო მაშინ, როცა შენ ეს გჭირდება. 
ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში. მოგვწონს თუ არა, ჩვენ იძულებული ვართ მას გავუწიოთ ანგარიში.
ისევე როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ფულსაც გააჩნია თავისი ცნობიერება, ფულის ენერგია ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. ფული მართავს სამყაროს.
ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან მოვხვდეთ მისი ნაკადის ქვეშ, ან ვიცხოვროთ მისი მფარველობის გარეშე.

пятница, 20 апреля 2018 г.

ტყუილის ფსიქოლოგია

გავიხსენოთ, რონალდ რეიგანის ცნობილი გამონათქვამი: „არსებობს სამი ტიპის ტყუილი : უბრალოდ ტყუილი, დაწყევლილი ტყუილი და სტატისტიკა!“ ამჯერად სტატისტიკა გვერდით გადავდოთ და ჩვეულებრივ, „უწყინარ“ ტყუილებს მივხედოთ. 

ტყუილის ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. მის შესახებ ჩატარებულა არაერთი გამოკვლევა. შედეგები კი ძალიან საინტერესო და უცნაურია. გავიხსენოთ ცნობილი სერიალი „lie to me“, სადაც გამოძიების პროცესში იყენებენ მიმიკისა თუ ჟესტიკულაციის ცვლილებებზე დაკვირვებას, რათა გამოააშკარავონ მატყუარები. ტყუილის მართლაც აქვს „თავისი მიმიკა.“ აღიარებული ფაქტია, რომ როცა ადამიანი იტყუება, სხეულს ენა ხშირად გასცემს მას. ასეთ დროს იგი იფხანს ცხვირს, აწვალებს ყურებს, ერიდება თვალებში ყურებას, ან იხედება მარცხნივ. თუმცა, არსებობენ „ტყუილის ოსტატებიც.“ 

პათოლოგიური მატყუარები

ამის შესახებ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევა ახლახან ჩატარდა, რომელმაც აჩვენა საოცარი შედეგი. პათოლოგიური მატყუარები ფიზიოლოგიურად განსხვავებული არიან. მათ ტვინში საგრძნობლად მეტი თეთრი ქსოვილი იყო. რაც ნიშნავს, რომ მათ ტვინში მეტი მაკავშირებლები იყო. მკვლევრების აზრით, სწორედ ეს განსხვავება აძლევს პათოლოგიურ მატყუარას საშუალებას დაეუფლოს ტყუილის ხელოვნებას სხვებზე უკეთ. ამავე კვლევის მიხედვით, 10– წუთიანი დიალოგის მანძილზე გამოკითხულთა 60% ერთხელ მაინც ამბობდა ტყუილს. კვლევის მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მეტად იტყუებიან ვიდრე ინტროვერტები. თურმე კაცები არანაკლები მატყუარები არიან ქალებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ყველა იტყუება.

რატომ ვცრუობთ?

და მაინც რატომ ვიტყუებით? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ეს ადვილია. ვირტუალურად ყველა ტყუის, და ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად ართმევს ამ საქმეს თავს. ადამიანების უმეტესობა ტყუილის თქმას სწავლობს ძალიან პატარა ასაკიდან. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები იტყუებიან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხოლო 5 წლის ასაკში, როდესაც საქმე დგება სასჯელის თავიდან აცილებაზე, მათი უმეტესობა უკვე ექსპერტია ტყუილის თქმაში.
საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის პრესბირეტიანული საავადმყოფოს ფსიქიატრის, გეილ სალცის თქმით, ბავშვებს ასწავლიან სხვების გრძნობების დასაცავად ტყუილის თქმას. მაგალითად ასეთი რეპლიკებით : „უთხარი დეიდა ბეტის, რომ ახალ ჯინსებში ძალიან კარგად გამოიყურება“. ეს ჩვენთვის უფრო ბუნებრივია და დიდ ვარჯიშს არც მოითხოვს. 

რის შესახებ ვიტყუებით?

პატარებისგან განსხვავებით მოზრდილების ტყუილი განსხვავებულ საქმეს ემსახურება. ბევრი მოზრდილი ცდილობს იცრუოს სამგზავრო ბილეთის არქონის, ან სხვა რაიმე უფრო სერიოზული დარღვევის დროს. მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რობერტ ფელდმენი ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს სურთ აკონტროლონ, თუ როგორ აღიქვამენ მათ გარშემომყოფები. ადამიანები იტყუებიან, რათა თავი მოაწონონ სხვებს და რა წამს იგრძნობენ, რომ მათი თვითშეფასება საფრთხეშია, მაშინვე იწყებენ ტყუილებს თავიანთი მანქანის, სახლისა და ანაზღაურების შესახებ. 

ვინ არის ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი ?

მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ატყუებენ. მაგალითად: იმ დროის შესახებ , რაც დარჩათ პროექტისა თუ პრეზენტაციის დასრულებისთვის, რამდენი კალორია მიირთვეს დღის განმავლობაში და ასე შემდეგ... როგორც დოსტოევკსი ამბობდა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, საბოლოოდ მის პატივისცემას კარგავსო. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ მოატყუებთ მას!

вторник, 31 января 2017 г.

აუტიზმი და ინტელექტი



გამოჩენილ ადამიანებს, თითქმის ყველა ცნობილ მეცნიერსა და ხელოვნების მოღვაწეს, მათ შორის - ჩარლზ დარვინს, ბლეზ პასკალს, ალბერტ აინშტაინს, ჰანს ქრისტიან ანდერსენს, ამა თუ იმ ფორმის ფსიქოემოციური აშლილობა ჰქონდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათ საქციელს აშკარად ეტყობოდა აუტიზმის ნიშნები. თუმცა ამას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე არ უმოქმედია. აუტიზმი სულაც არ გახლავთ გონებრივი ჩამორჩენილობა ან არასრულფასოვნება. აუტისტს შესაძლოა გაცილებით მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ ინდივიდს. ადამიანები, რომელთაც აუტიზმი აქვთ, არცთუ იშვიათად ამა თუ იმ სფეროში განსაკუთრებულ უნარებს ავლენენ. ყველაზე ხშირად ეს მათ ფენომენალურ მეხსიერებას უკავშირდება. ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობიარობით, რაც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ისინი გაურბიან საზოგადოებას - სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის მიუღებელია აშკარა გარეგანი გამღიზიანებლების არსებობის გამო, ისეთებისა, როგორებიც არის, მაგალითად, ბგერები, ხმაური და სუნი. გარე სამყაროსგან იზოლირების სურვილი ასეთ ადამიანს, ინტელექტუალური ცოდნის მიუხედავად, საკმაოდ უმწეოს, დაუცველსა და არაადეკვატურს ხდის. ცნობილია ადამიანი, რომელმაც მიაღწია უდიდეს პროფესიულ წარმატებას, იცოდა 9 უცხო ენა, მაგრამ ვერ ისწავლა მობილური ტელეფონით სარგებლობა, ამასთან, მუდმივად ტანჯავდა სუნი, რომელსაც მის გარდა ვერავინ გრძნობდა. გენიოსი აუტისტის ტიპური მაგალითია 57 წლის კიმ პიკი, ბარი ლევინსონის ცნობილი ფილმის "წვიმის კაცის" პროტოტიპი. მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ელემენტარული საყოფაცხოვრებო ქმედებების შესრულება - ჩაცმა, სინათლის ანთება ან ჩაქრობა, სამაგიეროდ, 15 სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, მათემატიკაში, სპორტში, განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებდა.  ორმაგი სტიგმასამწუხაროდ, აუტისტი ბავშვები ჩვენში ორმაგ სტიგმას აწყდებიან. მათ იგნორირებას უწევენ როგორც, ერთი მხრივ, "უნარშეზღუდულებს", მეორე მხრივ კი გონებრივად ჩამორჩენილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კარგად არ აქვთ განვითარებული მეტყველება, რაც ასე ხშირია აუტისტებში. აუტისტები ხშირად იგნორირებას უწევენ მათ ირგვლივ არსებულ ზოგად სურათს, რამდენადაც მათ ყურადღებას სურათის დეტალები უფრო იპყრობს. საზოგადოდ, გამეფებული აზრი იმის თაობაზე, რომ აუტისტებს არ შესწევთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ინტეგრაცია და უმაღლესი დონის სხვა სახის აზროვნება, რა გასაოცარიც უნდა იყოს, არც ერთი სამეცნიერო კვლევით არ შემოწმებულა. სწორედ ამის გაკეთება განიზრახეს კანადელმა მეცნიერებმა და აუტისტ ბავშვთა ინტელექტი ორი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით გადაამოწმეს. ეს სკოლებში ხშირად გამოყენებული, ერთმანეთისგან შინაარსობრივ-თვისობრივი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ტესტებია. პირველი ე.წ. ამ ტესტის წარმატებული შესრულებისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და სხვა უნარ-ჩვევები, ტესტირების შედეგების შემოწმებისას ყოველ მესამე ბავშვს ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. აუტისტ ბავშვებს თავისებური ტიპის ინტელექტი აქვთ, განსხვავებული ბუნებისა; მათ ახასიათებთ განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევები, შეუძლიათ გამოიყენონ უნიკალური კოგნიტური გზები პრობლემების გადაჭრისას; მათი ინტელექტი მოიცავს ავტომატურ დამახსოვრებას და აღქმას, აქვთ საკმაოდ რთული, მათთვის დამახასიათებელი განსჯის უნარი. შედეგებმა ყველა გააკვირვა, გარდა ექსპერიმენტის მონაწილე ერთი მეცნიერისა. ეს ქალბატონი მიშელ დიუსონი გახლდათ, რომელიც ბავშვობაში თავად იყო აუტისტი. WISC ტესტია, რომელიც უპირატესად ენის ცოდნაზეა დაფუძნებული, ამიტომ ფსიქოლოგები მას ეჭვით შეხვდნენ, მეორეს, რავენის პროგრესულ მატრიცას კი აუტისტ ბავშვთა ინტელექტის შემოწმება ანდეს. ეს მოძრავი ინტელექტის აღმოსაჩენი ძირითადი ტესტია. მისი საშუალებით ადგენენ ბავშვის უნარს, განსაზღვროს წესები, დაადგინოს მიზანი და მოახდინოს მისი რეალიზება, გადაჭრას აბსტრაქტული ამოცანები. ტესტის დავალებები რთული ვიზუალური სქემებისგან შედგება, რომლებსაც ზოგადი კანონზომიერება აერთიანებს. მათ ერთი სქემა აკლიათ. ბავშვმაც სწორედ ის ერთი უნდა აირჩიოს, რომელიც ლოგიკურად შეესაბამება სქემათა არსებულ თანამიმდევრობას. WISC ტესტისგან განსხვავებით, იგი არ უკავშირდება მეტყველების უნარს. ამით აუტისტ ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ თავიანთი ჭეშმარიტი ინტელექტი ენობრივი დეფიციტის გვერდის ავლით.  

ფსიქოლოგიური ტესტი–თუ გინდა შენი ფსიქოლოგიური ასაკი გაიგო!

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, 20-ის თუ 50-ის.ეს მხოლოდ ზრდის ქრონოლოგიური ეტაპებია.ერთადერთი რასაც ეს წლები მეტყველებენ ის არის, რამდენჯერ დატრიალდით დედამიწასთან ერთად მზის გარშემო. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი, რომელმაც ხანგრძლივი და დატვირთული ცხოვრებით იცხოვრა, მოგვითხრობს:"ბავშვობაში ძალიან სუსტი და ავადმყოფი ბავშვი ვიყავი და ერთხელ მამას წამოცდა კიდეც, რომ მე ახალგაზრდადავიღუპებოდი.პირდაპირი გაგებით ის ცდებოდა, მე ხომ უკვე 75 წლისა ვარ.მაგრამ სხვაკუთხით თუ განვიხილავთ ამ ნათქვამს, მე თავს ძალიან ახალგაზრდულად ვგრძნობ და მწამს რომ არასდროს არ მოვხუცდები".მართლაც ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიბერე მაშინ მოდის, როცა ეს თავად თქვენ გინდათ.არც ციფრებს არა აქვს მნიშვნელობა, 20-ის ხარ თუ 50-ის.წლოვანების გამომხატველი ციფრები მხოლოდ პირობითია.უფრო მნიშვნელოვანი ისაა თუ როგორ არისერთმანეთთან დაკავშირებული თქვენი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი.ბიოლოგიური ასაკი გვიჩვენებს, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი, ფსიქოლოგიური კიგანსაზღვრავს, როგორ გრძნობთ თავს ამ მომენტში.და მხოლოდ თქვენი ასაკი პირადობის მოწმობაში იძულებულს გხდით, მკაცრად შეხედოთ სამყაროს, შეაფასოთ განვლილი წლები და დასახოთ მომავლის გეგმები.ადამიანების მეოთხედის ბიოლოგიური ასაკი ემთხვევა ფსიქოლოგიურ ასაკს.ეს თანხვედრა ადვილად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენვე თუკი ამას ვეცდებით.მიუხედავად იმისა რამდენი წლის ხართ, უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ ტესტს დამიხვდებით თქვენს შემთხვევაში რა მდგომარეობაა.დაუწერეთ თქვენს თავს 4 ქულა, თუ სრულიად ეთანხმებით ამ პუნქტს.3 ქულა დაიწერეთ–თუ ნაწილობრივ ეთანხმებით.2 ქულა–თუ არ ხართ თანახმა.1 ქულა–თუ სასტიკად უარყოფთ ამას.დავიწყოთ ტესტი:1.ჩემი აზრით კარგი იუმორის გრძნობა მაქვს.2.ძალიან კარგი ინტუიციის გრძნობა მაქვს და შემიძლია მიხვდე რა აქვთ სხვებს მხედველობაში.3.იმედი მაქვს მომავალში ბევრი სასიამოვნო ფაქტი მოხდება ჩემს ცხოვრებაში.4.ჩემი აზრით ადამიანებს სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა.5.ადამიანი შემიძლია მივიჩნიო სიმპატირად, მიუხედავად იმისა თუ ის მე არ მგავს და არც ჩემს შეხედულებებს არ იზიარებს.6.მე მიყვარს ბავშვები.7.მე მიყვარს სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტა და ამოხსნა.8.როცა ცუდ საქმეს შევებმები, ვცდილობ ის სასიკეთოდ შემოვაბრუნო.9.მე მაინტერესებს სხვადასხვა მნოლენის მიზეზები.10.სამუშაოსთან ერთად დაკავებული ვარ სხვადასხვა გასართობითაც.11.მიყვარს გარდატეხა ცხოვრებაში და ვცდილობ ეს უკეთესობისკენგანვახორციელო.12.ჩემი სამუშაო სარგებლობას მოუტანს ადამიანებს.13.მე მიყვარს ხანდახან ოცნებაც.14.საყვარელი მუსიკა მიმაღლებს განწყობას.15.მე ინტერესით ვხვდები ახალ იდეებს.16.როგორც წესი, მე ფარხმალს არ ვყრი როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდები ცხოვრებაში.17.მე მზად ვარ გულღიათ გავიცინო კარგ ხუმრობაზე.18.მე მყავს თუნდაც ერთი ახლობელი ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავუმხილო ყველა ჩემი საიდუმლო.19.მე ვღებულობ სიამოვნებას ფიზიკური აქტიურობისგან.20.მე მომწონს ახალ ადამიანებთან შეხვედრა.21.მე მინდა კიდევ შევისწავლო ისეთი რამ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი.22.მე მინდა მომხიბვლელად გამოვიყურებოდე და მე მგონი ეს კარგად გამომდის.23.მე არ მივცემ უფლებას, წვრილმან უთანხმოებებს წყენა მომანიჭოს.24.მე მომწონს დრო, რომელშიც მე ვცხოვრობ 25.ვფიქრობ კიდევ ერთხელ მომეცემა შემთხვევა ჩემი უნარის წარმოჩენის.ახლა კი დაითვალეთ ქულები და ნახეთ ტესტის შედეგები:თუ თქვენ მოაგროვეთ 75 ქულაზე მეტი...თქვენ მიუხედავათ თქვენი ასაკისა, აღსავსე ხართ სიცოცხლის უნარით და თქვენ თავში სრულიად დარწმუნებულინ ხართ.თქვენ კომუნიკაბელური, ოპტიმისტი და კეთილის მოსურნე ადამიანი ხართ.დარწმუნებული იყავით, თქვენთან სიბერე ძალიან შორსაა.50–75 ქულა...სიმწიფის გზაზე თქვენ იძულებული იყავით შეგეწირათ თქვენი ახალგაზრდული ზოგიერთი ღირსება.მუდმივმა შფოთვამ და სტრესებმა შეასუსტეს სიხარულის უნარი, მაგრამ ისწავლეთ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა.თქვენ"საშუალო"ზრდასრული ხართ, პრობლემებით ნაკლებად დატვირთული, მაგრამ ცოტა ოპტიმიზმი და გამბედაობა არგაწყენდათ.50 ქულაზე ნაკლები...თქვენ მსგავს ადამიანებზე ამბობენ, რომ ქვეყანაზე ბევრი რამ უნახავთ და იციან ყველაფრის ფასი.მაგრამ ცოტა ადრე ხომ არაა ამ ასაკის დადგომა?ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება განიცადოთ, ნახოთ და ისწავლოთ ცხოვრებაში!