воскресенье, 16 сентября 2018 г.

სიმდიდრის ფსიქოლოგია

ფული - ეს ის სუბსტანციაა, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ პრობლემებს უჩენს ან უხსნის. ჩემს ახალგაზრდობაში ფულზე ლაპარაკი უკულტურობად ითვლებოდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ფული სიმდაბლეა, ადამიანი უნდა იყოს სულიერებით გასხივოსნებული. ფული ხელის ჭუჭყია, ხოლო მაღალგანვითარებული ადამიანი არ უნდა დაწვრილმანდეს ფულის შოვნის სურვილით, მან მაღალ იდეალებს უნდა ემსახუროს უფულოდ და ნახევრად მშიერი. ეს ტენდენცია დღესაც შეინიშნება საქართველოში. მთავარია, უმაღლესი განათლების მიღება. მშობლები წელებზე ფეხებს იდგამენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, რადგანაც ეს პრესტიჟულია და არ ფიქრობენ, რაში გამოიყენებენ ამ განათლებას, როგორ იშოვიან მისი საშუალებით ფულს. არავინ უხსნის მათ, რომ ფულის უარყოფა არ შეიძლება. ფული გაძლევს იმის საშუალებას, იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისათვის, აკეთო ის საქმე. რომელიც მართლა მოგწონს, დაისვენო მაშინ, როცა შენ ეს გჭირდება. 
ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში. მოგვწონს თუ არა, ჩვენ იძულებული ვართ მას გავუწიოთ ანგარიში.
ისევე როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ფულსაც გააჩნია თავისი ცნობიერება, ფულის ენერგია ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. ფული მართავს სამყაროს.
ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან მოვხვდეთ მისი ნაკადის ქვეშ, ან ვიცხოვროთ მისი მფარველობის გარეშე.

Комментариев нет:

Отправить комментарий