ადამიანის ცნობიერება
საწყობივითაა. წლების განმავლობაში ადამიანი ამ საწყობში ინახავს ბავშვობის
მოგონებებს, ათასგვარ წყენას, სტრესს. ბევრი რამ თვითონ შეიძლება აღარ ახსოვდეს,
მაგრამ ის, რაზეც მძაფრი უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, არსად არ იკარგება. ის, როგორც
ნელი მოქმედების ნაღმი, ძლიერდება, როცა ადამიანს განმეორებით მსგავსი სტრესი
ხვდება. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ მას შეხვდა რამე საწყენი, თუ თავისი
ისტორიის მსგავსი ტელევიზორით მოისმინა, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიგო. როცა
რომელიმე სტრესს კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და ადამიანი იტყვის, საკმარისია, აღარაფერი
მაინტერესებს და აღარაფრის მოთმენას აღარ ვაპირებო, იწყება დაავადება.
დამტკიცებულია,
განსხვავებული სქესის, სოციალური მდგომარეობის, სიმდიდრის ან ასაკის ადამიანები
ავადდებიან ერთი და იგივე ავადმყოფობით, თუ მათ აქვთ ერთნაირი სტრესი.
არავინ იცის, როდის
აფეთქდება ჩვენი დენთით დატენილი ცნობიერება. ზოგჯერ ერთი, შემთხვევით წაკითხული
ფრაზა შეიძლება აღმოჩნდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აავსებს და
მერე ყველას უკვირს, რატომ დაემართა ადამიანს ინფარქტი ან რაღაც სხვა უბედურება.
დავიწყება არ ნიშნავს
ცნობიერების გასუფთავებას.
არსებობს მხოლოდ ერთი
საშუალება ცნობიერების გასასუფთავებლად. ეს არის პატიება. პატიება ღმართის საჩუქარი და გადარჩენის ერთადერთი
საშუალებაა. ამქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, პატიების არქონა. ამის გამო
ყველა ვისჯებით ავადმყოფობით. იმიტომ კი არ უნდა ვაპატიოთ, რომ ეკლესია ამას
მოითხოვს ჩვენგან, არც იმისათვის, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ
გავათავისუფლოთ ცნობიერება და ჩვენი ცხოვრება ცუდისაგან. ჩვენი პატიება უპირველეს
ყოვლისა, ჩვენ თვითონ გვჭირდება.
პატიებას თავისი წესი
აქვს. ჩემი მე დაკავშირებულია სტრესთან და ჩემს სხეულთან, რომელის სტრესის გამო
იტანჯება. გამოდის, სამნი ვართ: სტრესი–მე–ჩემი სხეული. ამიტომაც პატიებაც სამმაგი
უნდა იყოს, იმისათვის, რომ გავწყვიტო კავშირი სტესსა და მეს, მეს და ჩემს სხეულს
შორის.
ამქვეყნად ყველაფერს
თავისი წესი აქვს. იმდენად, რამდენადაც სტრესი ჩემში სიტყვებით შემოვიდა,
სიტყვებითვე უნდა მოვახერხო მისი გათავისუფლება. გათავისუფლებული სტრესი
სიყვარულად გადაიქცევა. საერთოდ, სტრესი არის ის ემოცია, რაც ჩემთვის გაუგებარი
დარჩა. გათავისუფლება ნიშნავს, რომ ეს საკითხი ჩემთვის უკვე გასაგებია. ამიტომაც
სტრესს აღარ სჭირდება, რომ დარჩეს ჩემთან და ჭკუა მასწავლოს.
ერთი სიტყვით,
შევთანხმდით, რომ იმისათვის, რომ სტრესი გავათავისუფლოთ, მას უნდა დაველაპარაკოთ.
გეთანხმებით, რომ ეს ნაწერი ბოდვას ჰგავს, მაგრამ სცადეთ და დარწმუნდებით, რომ სტრესთან დალაპარაკების მეთოდი
წარმატებით მუშაობს.
სტრესისაგან
გათვისუფლებას ვახდენთ შემდეგი ფორმულირებით:
- მივმართავთ სტრესს: მაპატიე, რომ ამ ზომამდე
გაგზარდე. მაპატიე, რომ ჩემი არასწორი აზროვნებით მოგიზიდე. გათავისუფლებ და
წარმატებას გისურვებ
- მივმართავ მესგან: მეც გპატიობ, რომ ჩემთან
მოხვედი. გათავისუფლებ ჩემგან.
- მაპატიე, ჩემო სხეულო, რომ ამ ყველაფრით ასეთი
ტანჯვა მოგაყენე.
თუ მთელი სერიოზულობით
და გულწრფელად ატარებთ პატიების პროცესს, სხეულიდან რაღაც ენერგიის გადინებას
იგრძნობთ და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ
მაგალითი
ჩემი ცხოვრებიდან:
როდესგაც
ერთმა ნაცნობმა ორაზროვანი კომპლიმენტი მითხრა. სიტყვები საკმაოდ უწყინარი იყო,
მაგრამ ფარული აზრი იმალებოდა მათში.
გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვითომ ვერ მივხვდი. ზრდილობიანად გავუღიმე და დავემშვიდობე. ღამით
საშინელმა ყურის ტკივილმა გამაღვიძა. თან იმ ადამიანის სიტყვები მიტრიალებდა
თავში. დავიწყე პატიება. დაახლოებით 15–20 წუთი ველაპარაკებოდი ჩემს სტრესს. რა
თქმა უნდა, რომ არ მომხათრებოდა და მაშინვე გამეცა პასუხი, არაფერი ამტკივდებოდა.
ცოტა ხანში ყურის ტკივილმა გამიარა და ჩამეძინა. დამერწმუნეთ, არც მანამდე და არც
ამის შემდეგ მე ყური არ ამტკივნია. ეგ კი არა, ისე გულმოდგინედ ვაპატიე, რომ
დღემდე ვიხსენებ და ვერაფრით გამიხსენებია, ზუსტად რა სიტყვები მითხრა იმ
პიროვნებამ
ადამიანის
ცნობიერება ბოლომდე არ არის შესწავლილი. ჩემი მეგობრული რჩევაა, რაც არ უნდა
სასაცილოდ მოგეჩვენოთ, სცადეთ, გაათავისუფლეთ სტრესები და გახდით ბედნიერი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий