ადამიანს მრავალი სტრესი აქვს. მათ შორის ყველაზე დამანგრეველი სირცხვილია. ბავშვს არცხვენენ მოსიყვარულე მშობლები იმისათვის, რომ დაიმორჩილონ და ვერ ამჩნევენ, როგორ კვდება რაღაც ბავშვში სირცხვილის განცდის შემდეგ. სირცხვილმა შეიძლება ორგანოების სიცოცხლისუნარიანობა და ფუნქციები დააზიანოს ან საერთოდ გაანადგუროს.
სმენა ზიანდება, როცა ბავშვს არცხვენენ, რომ ის ისმენს უფროსების საუბარს. ბავშვს რაც უფრო მეტად ეშინია შერცხვენის, მით უფრო მეტი სასირცხვილო რაღაც ესმის. მას საშინლად რცხვენია, რომ ეს მოისმინა. ის, რაც მოისმინა ყურებით, უნდა გამოვიდეს პირის საშუალებით იმისათვის, რომ მიღებულმა ინფორმაციამ არ დაბლოკოს სასმენი ნერვები. მაგრამ ბავშვმა იცის, რომ ამ ყველაფრის თქმა სირცხვილია. რაც უფრო მეტად არწმუნებენ ბავშვს, რომ სისულელეებს ლაპარაკობს, მით ნაკლებს ლაპარაკობს ის.
თუ თქვენ გრცხვენიათ იმის მოსმენა, რასაც გეუბნებიან, ეს კიდევ არა არის მიზეზი, რომ სმენა დაგიქვეითდეთ. როცა გაათავისუფლებთ თქვენს სირცხვილს, მიხვდებით, რომ თქვენმა სირცხვილის გრძნობამ პროვოცირება გაუწია მოსაუბრეს, საგნებისათვის თავისი სახელი დაერქმია. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენში ემოციას იწვევს, რაღაცის სწავლება უნდა თქვენთვის.
ადამიანმა უპორველეს ყოვლისა საკუთარ გულისხმას უნდა მოუსმინოს და მერე სხვებს. ის, რაც სხვებისაგან გვესმის, საკუთარ გულისხმასთან უნდა შევაჯეროთ, რათა გავითავისოთ მოსმენილის აზრი.
რაც უფრო ხშირად არცხვენენ ბავშვს, მით უფრო არ ესმის საკუთარი შინაგანი ხმა. გამგონე ბავშვის აღზრდა ნიშნავს მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას. რაც უფრო მეტია ადამიანში პასუხისმგებლობა, მით ნაკლებად ესმის მას საკუთარი თავის და გადაიქცევა მონად, ნივთად, ავტომატად.
აღზრდა სირცხვილის გამოყენებით ბავშვში პიროვნების განადგურებას იწვევს.