понедельник, 24 сентября 2018 г.

სიმდიდრის ფსიქოლოგია

შეცდომები აღზრდისას

   როცა მართვის მოწმობას ან დიპლომს ვიღებთ, გავდივართ ტესტირებას, ვაბარებთ გამოცდას. ბავშვის აღზრდას კი არავითარი მომზადება არ სჭირდება. მშობლები ბავშვზე ზემოქმედებისას იყენებენ ფიზიკურ და მორალურ ზემოქმედებას. თუ მშობელი ბავშვობაში განიცდიდა ძალადობას თავისი მშობლების მიერ, ხშირად თვითონაც მოძალადე ხდება. ის შვილს უნერგავს არასრულფასოვნების გრძნობას. ჩაგრავს მას და აიძულებს, მისი ნების უსიტყვო შემსრულებელი გახადოს. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონების ბოლომდე დამორჩილება შეუძლებელია. გოგონას ვერც გენიოსად აქცევ და ვერც მიწასთან გაასწორებ. ისინი საშუალო ხაზს ირჩევენ რაღაცნაირად არ აძლევენ საშუალებას ცხოვრებას, რომ განადგურდნენ. ბიჭები კი ბოლომდე აღზრდაზე არიან დამოკიდებული. თუ ახალგაზრდა კაცი მოგეწონათ, ეს ნიშნავს, რომ იგი ჭკვიანი დედის გაზრდილია. 
    თუ გიყვართ თქვენი შვილი, თუ გსურთ, რომ მან მიაღწიოს წარმატებას, ნუ ლანძღავთ მას, ნუ ამცირებთ და ნუ აყენებთ შეურაცხყოფას.
    ადამიანი, რომელიც სასკოლო ასაკში დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი და კარგია, ის გაცილებით მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ის, რომელსაც ყველა: უპირველეს ყოვლისა მშობლები, ხოლო შემდეგ პედაგოგები და ამხანაგები სულელს ეძახიან. 
  როცა დედა დარწმუნებულია თავისი შვილის განსაკუთრებულობაში და  გულწრფელად უხარია მისი წარმატებები, როცა აქებს მას დამსახურებულად, ბავშვი იზრდება ფსიქიკურად ჯანმრთელი და აღწევს წარმატებას.
     ეს არ ნიშნავს, რომ რომ ბავშვი უნდა გავაღმერთოთ და დაუმსახურებლად უნდა ვაქოთ და ვადიდოთ. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. ადამიანი, რომელიც სამყაროს ცენტრია მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს.
      ბავშვი იბადება იმისათვის,     რომ მან თავის საკუთარ წარმატებას მიაღწიოს. ნებისმიერი დამოუკიდებელი ნაბიჯი აუცილებელია, რომ შევამჩნიოთ, შევაქოთ, მივცეთ მას განვითარების სტიმული .ეს არის ჩვენი, როგორც მშობლის უპირველესი მოვალეობა. ბავშვმა უნდა იგრძნოს ჩვენი უსაზღვრო სიყვარული, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა იგი. ამ სიყვარულის მიცემის შემდეგ განვავითაროთ მისი დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, მისი პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომის უნარი.
         ასწავლეთ ბავშვს აზროვნება. გისურვებთ წარმატებას !
   


воскресенье, 16 сентября 2018 г.

სიმდიდრის ფსიქოლოგია

ფული - ეს ის სუბსტანციაა, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ პრობლემებს უჩენს ან უხსნის. ჩემს ახალგაზრდობაში ფულზე ლაპარაკი უკულტურობად ითვლებოდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ფული სიმდაბლეა, ადამიანი უნდა იყოს სულიერებით გასხივოსნებული. ფული ხელის ჭუჭყია, ხოლო მაღალგანვითარებული ადამიანი არ უნდა დაწვრილმანდეს ფულის შოვნის სურვილით, მან მაღალ იდეალებს უნდა ემსახუროს უფულოდ და ნახევრად მშიერი. ეს ტენდენცია დღესაც შეინიშნება საქართველოში. მთავარია, უმაღლესი განათლების მიღება. მშობლები წელებზე ფეხებს იდგამენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, რადგანაც ეს პრესტიჟულია და არ ფიქრობენ, რაში გამოიყენებენ ამ განათლებას, როგორ იშოვიან მისი საშუალებით ფულს. არავინ უხსნის მათ, რომ ფულის უარყოფა არ შეიძლება. ფული გაძლევს იმის საშუალებას, იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისათვის, აკეთო ის საქმე. რომელიც მართლა მოგწონს, დაისვენო მაშინ, როცა შენ ეს გჭირდება. 
ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში. მოგვწონს თუ არა, ჩვენ იძულებული ვართ მას გავუწიოთ ანგარიში.
ისევე როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ფულსაც გააჩნია თავისი ცნობიერება, ფულის ენერგია ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. ფული მართავს სამყაროს.
ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან მოვხვდეთ მისი ნაკადის ქვეშ, ან ვიცხოვროთ მისი მფარველობის გარეშე.