четверг, 22 апреля 2021 г.
среда, 14 апреля 2021 г.
ნაწყვეტი ესტონელი ექიმის ლულე ვიილმას წიგნიდან
სითხის შემადგენლობა და მოძრაობის სიჩქარე სხეულში გულის
მოძრაობაზეა დამოკიდებული. დანაშაულის გრძნობის გაზრდით ლიმფა და სისხლი სქელდება.
იგივე ეხება სპერმასაც. შედეგად სპერმის რაოდენობა მცირდება, სპერმატოზოიდების მოძრაობა
ნელდება, შეიძლება მათი მოძრაობა საერთოდ გაჩერდეს. ამის შემდეგ ჯერ მათი ფორმა იცვლება, შემდეგ კუდები
უხმებათ შემდეგ საერთოდ იშლებიან. ამ პროცესს აჩქარებს კაცის გულგატეხილობა და ბრაზი
თავის სხეულზე. ასეთი სპერმა გამოუსადეგარია განაყოფიერებისათვის.
ასეთი ფარული იმპოტენცია ადრე თუ გვიან გადაიზრდება
სქესობრივი კავშირის დამყარების უუნარობაში.
სასქესო ორგანოს ერექცია დამოკიდებულია სასქესო ორგანოებში
სისხლის მიმოქცევაზე.
სისხლი - ქალის სიმბოლოა. ერექცია ხდება, როცა არტერიები
სისხლით ივსება. არტერიები - ქალია. ერექცია მთავრდება, როცა მოწოლილი სისხლი ვენებში
გადადის. ვენა - ეს მამაკაცია, რომელიც სიამოვნებას იღებს ქალის სურვილის ასრულებისას.
აქედან გამოდის, რომ კაცის სასქესო ორგანოების მუშაობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ
არის გამოხატული კაცში ქალური საწყისი. ვაჟის სექსუალური აქტიურობა დამოკიდებულია დედის
დამოკიდებულებაზე მისი მამის მიმართ.
თუ ქალი ირონიით უყურებს ქმრის სასქესო ორგანოებს, მაშინ
ბიჭს სათესლე პარკები ცარიელი აქვს.
ბიჭუნას, რომელსაც შეენდა ან დედამ შეარცხვინა, როცა
დედამ დაინახა მისი სასქესო ორგანოები, მისი სათესლეები ჩამოუსვლელი რჩება.
ქალი, რომელსაც არ უყვარს და დასცინის ქმარს, თავისი
უსაზღვრო ქალური ენერგია, რომელიც მან უნდა დახარჯოს მამაკაცის სიყვარულში, გადააქვს
ვაჟზე და ამით შეიძლება ისე შეაშინოს მისი კაცური არსება, რომ მას არანორმალურად პატარა
გენიტალიები განუვითარდეს. დედა, რომელიც არცხვენს ბიჭუნას გაშიშვლებული სასქესო ორგანოების
გამო, შეიძლება მას მთელი ცხოვრების მანძილზე პრობლემა შეუქმნას ქალებთან ურთიერთობაში.
კაცი, რომელიც თავისი სექსუალური გულგატეხილობის მიზეზს
ეძებს ქალებში და თვლის, რომ ყველა ქალი ერთნაირად ცუდია, სასქესო ორგანოების ანთებით
ავადდება. ბრაზის მომატება დაავადების გართულებას იწვევს.
ბიჭებს ვირუსული დაავადებები ხშირად გართულებას გენიტალიებში
აძლევს. თუ დედას არ შეუძლია მამასთან ადამიანური თანაცხოვრება, ებრძვის მას, დარტყმას
აყენებს მას სიტყვებით ან აზრებით კაცისთვის ყველაზე სუსტ ადგილას, შვილს ურთულდება
დაავადება. დედის ბრაზის სახეობა გართულების ხარისხს განსაზღვრავს.
გართულებული ყბაყურა დედის ბრაზია მამის უნიათობის გამო.
რაც უფრო ძლიერია ბრაზი, მით რთულია ავადმყოფობა.
თუ მშობლებლები უკმაყოფილოები არიან და ყვირილით აფრქვევენ თავის ბრაზს, ბავშვს ყელი სტკივა.
რაც უფრო მეტია ჩხუბის მიზეზის გაზვიადება, მით ცოტა
ბრაზი იწვება და ნეიტრალდება. ჩხუბში და მით სერიოზულია ავადმყოფობის გართულება.
თხოვეთ პატიება თქვენს სხეულს იმისათვის, რომ განიცდიდით
დედ-მამის ჩხუბს, ვერ შეძელით მათ დახმარებოდით და თქვენს სხეულს დაატეხეთ ვირუსული
დაავადებების გართულება და ყელის დაავადებები. აპატიეთ დედას და მამას მათი შეცდომები.
понедельник, 24 сентября 2018 г.
სიმდიდრის ფსიქოლოგია
შეცდომები აღზრდისას
воскресенье, 16 сентября 2018 г.
სიმდიდრის ფსიქოლოგია
пятница, 20 апреля 2018 г.
ტყუილის ფსიქოლოგია
პათოლოგიური მატყუარები
ამის შესახებ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევა ახლახან ჩატარდა, რომელმაც აჩვენა საოცარი შედეგი. პათოლოგიური მატყუარები ფიზიოლოგიურად განსხვავებული არიან. მათ ტვინში საგრძნობლად მეტი თეთრი ქსოვილი იყო. რაც ნიშნავს, რომ მათ ტვინში მეტი მაკავშირებლები იყო. მკვლევრების აზრით, სწორედ ეს განსხვავება აძლევს პათოლოგიურ მატყუარას საშუალებას დაეუფლოს ტყუილის ხელოვნებას სხვებზე უკეთ. ამავე კვლევის მიხედვით, 10– წუთიანი დიალოგის მანძილზე გამოკითხულთა 60% ერთხელ მაინც ამბობდა ტყუილს. კვლევის მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მეტად იტყუებიან ვიდრე ინტროვერტები. თურმე კაცები არანაკლები მატყუარები არიან ქალებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ყველა იტყუება.
რატომ ვცრუობთ?
და მაინც რატომ ვიტყუებით? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ეს ადვილია. ვირტუალურად ყველა ტყუის, და ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად ართმევს ამ საქმეს თავს. ადამიანების უმეტესობა ტყუილის თქმას სწავლობს ძალიან პატარა ასაკიდან. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები იტყუებიან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხოლო 5 წლის ასაკში, როდესაც საქმე დგება სასჯელის თავიდან აცილებაზე, მათი უმეტესობა უკვე ექსპერტია ტყუილის თქმაში.
საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის პრესბირეტიანული საავადმყოფოს ფსიქიატრის, გეილ სალცის თქმით, ბავშვებს ასწავლიან სხვების გრძნობების დასაცავად ტყუილის თქმას. მაგალითად ასეთი რეპლიკებით : „უთხარი დეიდა ბეტის, რომ ახალ ჯინსებში ძალიან კარგად გამოიყურება“. ეს ჩვენთვის უფრო ბუნებრივია და დიდ ვარჯიშს არც მოითხოვს.
რის შესახებ ვიტყუებით?
პატარებისგან განსხვავებით მოზრდილების ტყუილი განსხვავებულ საქმეს ემსახურება. ბევრი მოზრდილი ცდილობს იცრუოს სამგზავრო ბილეთის არქონის, ან სხვა რაიმე უფრო სერიოზული დარღვევის დროს. მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რობერტ ფელდმენი ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს სურთ აკონტროლონ, თუ როგორ აღიქვამენ მათ გარშემომყოფები. ადამიანები იტყუებიან, რათა თავი მოაწონონ სხვებს და რა წამს იგრძნობენ, რომ მათი თვითშეფასება საფრთხეშია, მაშინვე იწყებენ ტყუილებს თავიანთი მანქანის, სახლისა და ანაზღაურების შესახებ.
ვინ არის ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი ?
მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ ტყუილის ყველაზე ხშირი ობიექტი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ატყუებენ. მაგალითად: იმ დროის შესახებ , რაც დარჩათ პროექტისა თუ პრეზენტაციის დასრულებისთვის, რამდენი კალორია მიირთვეს დღის განმავლობაში და ასე შემდეგ... როგორც დოსტოევკსი ამბობდა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, საბოლოოდ მის პატივისცემას კარგავსო. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ მოატყუებთ მას!
вторник, 31 января 2017 г.
აუტიზმი და ინტელექტი
ფსიქოლოგიური ტესტი–თუ გინდა შენი ფსიქოლოგიური ასაკი გაიგო!
вторник, 20 декабря 2016 г.
როგორ უნდა მიიზიდოთ იღბალი?
სხეულის ენა

* გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა _ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.
როგორ ავიცილოთ თავიდან სხვისი ნეგატივი
თუკი ზედმეტად გულთან ახლოს მიგაქვს ყველას პრობლემა, შენ ემფატი ხარ. უკვე ფიზიკურად გრძნობ შიშს და სხვის განცდებს მტკივნეულად აღიქვამ, სწრაფად იღლები ბევრი ადამიანისგან. გამუდმებით აანალიზებ საკუთარ განცდებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ შეეცადე, მინიმუმამდე დაიყვანო იმ ადამიანების ემოციების მოქმედება საკუთარ თავზე, ვინც არც ისე ახლობელია შენთვის.
2. მოძებნე ნეგატივის წყარო
შეეცადე, განსაზღვრო, სად ან ვისშია ნეგატივის წყარო.
3. შეეცადე, მოერიდო ადამიანებს, რომლებსაც ნეგატიური ენერგია აქვთ
საკუთარ თავზეც იფიქრე. ეგოიზმი ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა, თუკი მას ფსიქოლოგიის კუთხით შევხედავთ. თუ ტრანსპორტში შენ გვერდით დაღონებული ადამიანი ზის, გადაჯექი. ნუ შეგეშინდება ამით ვინმეს განაწყენების. არასასიამოვნო ადამიანებთან მხოლოდ საქმიანად იურთიერთე.
4. კონცენტრირება მოახდინე სუნთქვაზე
თუ უარყოფითი ემოციებით შემოგიტიეს, შეეცადე, კონცენტრირება გადაიტანო სუნთქვაზე. შეისუნთქე სიმშვიდე და ამოისუნთქე ნეგატივი. გაათავისუფლე თავი შიშისგან და სხვა უარყოფითი ემოციისგან.
5. დამცავი ფარი
ყოველთვის, როცა იმ ადამიანების საზოგადოებაში იქნები, ვინც გულზე არ გეხატება, გონებაში შენ წინ წარმოიდგინე ფურცელი. იფიქრე მასზე, როგორც დამცავ ფარზე, რომელიც ირეკლავს მთელ ნეგატივს.
6. ნუ იქნები ნურავისზე დამოკიდებული
არცერთ სიტუაციაში არ უნდა იყო დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და არც ვალში უნდა იყო ვინმესთან.
7. ეძებე პოზიტივის წყარო
დაუნიშნე იმ ადამიანს შეხვედრა, ვისთანაც დადებითი ემოციით ივსები. შეისრუტე მისი პოზიტივი. ასევე, უყურე პოზიტიურ და გასართობ ფილმებს. არავითარ შემთხვევაში არ უსმინო დეპრესიულ მუსიკას.
8. ხშირად იყავი ბუნებაში
თუკი გსურს განმარტოება, იმაზე უკეთეს ადგილს, ვიდრე ბუნებაა, ვერ იპოვი. ეს შეიძლება იყოს ტყე, ქალაქის პარკი ან პლაჟი. ასეთი განმარტოება ძალიან დაგეხმარება მოდუნებაში.
თანაგრძნობა და სხვისი პრობლემების ზედმეტად განცდა – კარგია, მაგრამ ზომიერად. თუ ზემოთ მოცემულ წესებს დაიცავ, შენი ცხოვრება ბევრად გამარტივდება.
вторник, 15 ноября 2016 г.
ფსიქოლოგიური ტესტი რომელიც თქვენი ხასიათის დაფარულ შტრიხებზე მეტყველებს
1. წარმოიდგინეთ რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოსჩანს, რომელიც აუცილებლად უნდა განვლოთ. როგორია იგი? ფოთლოვანი, შერეული, წიწვოვანი თუ დაბურული და პირქუში?
2. შედიხართ ტყეში. როგორია თქვენი ემოციები? დაბურულია და გეშინიათ, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამთ, აქა-იქ მზის შუქიც აჭერს და თამამდებით, არც ისე საშიშია, აბსოლუტურად გაუვალი და პირქუშია.
3. ტყის შუაგულში რაღაც არსება გხვდებათ, თქვენი რეაქცია მის დანახვაზე, აღწერეთ იგი. საშიში მონსტრია, სასაცილო გნომი, კუდიანი დედაბერი, თუ უბრალოდ უცნობი ადამიანი რომელიც თქვენსავით საკუთარ გზაზე მიეშურება.
4. როგორც იქნა უკან მოიტოვეთ ტყე და მოულოდნელად აღმოჩნდით ქვიშიან, მცხუნვარე უდაბნოში. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მოულოდნელად ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი გხვდებათ. აღწერეთ როგორია იგი? ცარიელია, წყლით სავსე, ძვირფასი ქვები ყრია მასში.
5. გზას აგრძელებთ. უკვე ძალიან დაიღალეთ, დაგცხათ და პირიც გიშრებათ წყურვილისგან. გარშემო კი არანაირი საშუალება არ ჩანს წყურვილის მოსაკლავად. მოულოდნელად თქვენ წინაშე ტბა ჩნდება. აღწერეთ როგორია იგი და თავად როგორ იქცევით მის დანახვაზე. მღვრიეა მაგრამ მაინც გამოიყენებთ დასალევად მის წყალს, კამკამაა და წყურვილის მოკვლა სიამოვნებას გგვრით. გრილდებით, სვამთ და ცოტა ხნით ტბის ნაპირზეც წამოწვებით დასასვენებლად.
6. ისევ გზის გაგრძელება გიწევთ, ამჯერად ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ გასაღებს ხედავთ. როგორია იგი და რას უპირებთ მას? გასაღები ოქროსია, მდიდრული – ჯიბეში შეინახავთ რა იცით რაში გამოგადგებათ. გასაღები უბრალოა – ლითონის, არ ინახავთ მისი გამოყენების გზას ვერ ხედავთ. ჩვეულებრივი გასაღებია, მოზრდილი ზომის, ყოველი შემთხვევისთვის ქამარზე იკეთებთ და გზას აგრძელებთ.
7. მოულოდნელად წინ კედელი გხვდებათ, რომლის იქეთაც არავინ იცის რა არის. რას მოიმოქმედებთ? კედელზე აბობღებას ცდით, რომ დაინახოთ კედლის იქეთ რა ხდება. დაიწყებთ ძებნას იქნებ კარი აქვს სადმე. დაუყვებით კედელს, როგორმე რომ შემოვლით გზით დააღწიოთ თავი მას.
8. როგორც იქნა თავი დააღწიეთ ბოლო წინააღმდეგობას და თქვენს წინაშე ნანატრი ოაზისი გადაიშალა, სადაც ყველაფერია რაც ბედნიერებისთვის გესაჭიროებათ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად გზად მიმავალ ქარავანს ამჩნევთ. რას მოიმოქმედებთ?
ქარავანს გაჰყვებით ახალი ადგილების სანახავად. უბრალოდ გააჩერებთ მათ, გამოელაპარაკებით და გზას დაულოცავთ. საერთოდ არ დაინტერესდებით მათი არსებობით.
პასუხები
1. ტყე სიმბოლურად თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის დონის მაჩვენებელია. თუ ის შერეულია, მრავალმხრივი ცოდნა გაგაჩნიათ. თუ დაბურული – მისტიკა და ოკულტიზმი გიტაცებთ. თუ ნათელია ზედაპირული აზროვნების ადამიანი ბრძანდებით.
2. ემოციები, რომელიც ტყეს უკავშირდება ასახავს იმას თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენი აზროვნების და ინტელექტის შესახებ. თუკი ტყეში ყოფნა გაშინებთ ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება. თუ ის დაბურული და პირქუშია საკუთარი თავის თავადაც ვერ გაგიგიათ რა. შესაბამისად, ვერც სხვები გაგიგებენ. თუ ტყე ნათელია ბევრისთვის სასიამოვნო მოსაუბრე და კომპანიონი იქნებით.
3. არსება, რომელიც ტყეში გხვდებათ თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი მტრების მიმართ. თუ იგი საშინელი მონსტრია ე.ი. მტრების პანიკურად გეშინიათ. თუ მასში საყვარელი გნომი დაინახეთ მოწინააღმდეგეები სასაცილოდაც არ გყოფნით. ხოლო თუ ის კუდიანი დედაბერი იყო საკმაოდ გაქნილი და საშიში მტრები გახვევიათ გარს, რომლებიც ხშირად "მეგობრებად" ინიღბებიან.
4. ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი სიმბოლურად ნიშნავს იმას, რამდენად გეშინიათ საკუთარ თავში ჩაღრმავების ან თუ კავდებით საერთოდ ფსიქოანალიზით. თუკი ჭურჭელი ცარიელი იყო, მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ საკუთარ თავთან დასამალი, თუ მასში ძვირფასი ქვები ეყარა საკუთარ თავს ძალიან ნიჭიერად მიიჩნევთ, თუმცა ამ ნიჭს არასათანადოდ იყენებთ. ხოლო თუ წყლით იყო სავსე, ზედმეტად ემოციური ხართ და ამის გაცნობიერება გაშინებდეთ უნდა წესით.
5. ტბა და მასთან დაკავშირებული ემოციები, თქვენივე დამოკიდებულებაა სექსთან. თუ იგი ბინძურია და მაინც იკლავთ წყურვილს, ხშირად აკრძალული კავშირების უფლებასაც აძლევთ თავს. თუ კამკამა და სუფთაა, წყალს კი სიამოვნებით დაეწაფეთ თქვენთვის სექსი უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტბის გასწვრივ წამოწოლაც მოინდომეთ ცოტა ხნით დასასვენებლად, სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას.
6. გასაღებთან თქვენი დამოკიდებულება მეგობრებთან ურთიერთობის ფორმას ასახავს. თუ ის ოქროსია და ჯიბეში შეინახეთ მეგობრები ხშირად გეხმარებიან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურად. თუმცა თავადაც მზად ხართ იგივე ნაბიჯისთვის. თუკი გასაღები ლითონისაა და თქვენ მისი ქვიშიდან აღება არც გიფიქრიათ, არ გესმით მეგობრობის არსი, ხალხს მხოლოდ მეშჩანური მიზნებისთვის იყენებთ, მერე კი უბოდიშოდ აგდებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან. თუკი გასაღები რკინისაა და ქამარზე ჩამოიკიდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ხართ, რომელსაც საკუთარი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაენანება.
7. კედელთან თქვენი დამოკიდებულება პრობლემების გადალახვის გზებზე და ნებისყოფის სიმტკიცეზე მეტყველებს. თუკი კედელზე აბობღება სცადეთ, ფრთხილი ხართ, მაგრამ შემტევი. თუ კარის მონახვა მოინდომეთ დიპლომატიური გზით ცდილობთ პრობლემების მოგავრებას, ხოლო შემოვლითი მარშუტის წამოწყება კედლის გარშემო უკიდურესად წინდახედულ ადამიანებს ახასიათებთ.
8. დაბოლოს, თქვენი საქციელი ქარავანთან მიმართებაში იმის გარკვევის საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რამდენად სტაბილური ტიპაჟი ბრძანდებით ზოგადად. თუკი ქარავანს უკანმოუხედავად გაყვებით ე.ი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ნატურა ხართ ბუნებით "მოხეტიალე" და მაძიებელი. თუ მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლეთ მექარავნეებთან, პერიოდულად გესაჭიროებათ ცვლილებები, ახალი სტიმულის საპოვნელად. ხოლო თუ ქარავანმა საერთოდ არ მიიქცია თქვენი ყურადღება ე.ი. ძალიან კონსერვატორული აზროვნება გაქვთ და შეჩვეული ჭირი გირჩევნიათ ყოველთვის შეუჩვეველ ლხინს.