пятница, 7 ноября 2014 г.

ტესტი -აირჩიეთ ვაშლი და საკუთარ თავზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ


ტესტი -აირჩიეთ ვაშლი და საკუთარ თავზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ
პირველი ვაშლი - სამართლიანი ხარ. არ მიეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს.

გარედანაც ის ხართ, რაც შინაგანად. არასდროს გრცხვენიათ საკუთარე თავის, ქმედების. პრობლემებს ფილოსოფიურად უყურებთ და ცხოვრებაში დაცემასაც და აღზევებასაც მშვიდად ხვდებით.

ბედნიერი ხართ, რადგან ნერვიულობა არ გახასიათებთ. იცით, რომ ყველაფერი მოგვარდება და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას. თქვენთვის საუკეთესოა ის ვაშლი, რომელსაც ხიდან თავად მოწყვეტთ და გემრიელად ჩაახრამუნებთ.

მეორე ვაშლი
ენერგიული და გულღია ადამიანი ხართ. მრავალ სფეროში ცდილობთ საკუთარი თავის მოსინჯვას. ყველაფერს ხალისით იწყებთ, მაგრამ იშვიათად ასრულებთ. გიყვართ თავგადასავლები. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. თქვენთვის უსაქმურობა სიკვდილის ტოლფასია.

ულტრათანამედროვე ადამიანი ხართ, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობებს. ყველაფერი უჩვეულო თქვენში დიდ ინტერესს იწვევს. თქვენთვის შესაფერისია ვაშლი კარამელში, რომელსაც სხვადასხვა სანელებელი ექნება მოყრილი.

მესამე ვაშლი

საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამთ, მაგრამ გარშემო მყოფებისთვის მუდამ საინტერესო ხართ. თქვენი ოპტიმიზმი და ყველაფერში დადებითის, ლამაზის დანახვა მათში სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მეგობრებისთვის მუდამ გამოცანად რჩებით. მათთვის მუდამ საინტერესოა, რას აკეთებთ, რას ყიდულობთ...

მარტივად შეგიძლიათ ადამიანების დარწმუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებდით მათთვის რაიმეს მიზანმიმართულად დაჯერებას. კარგი რეპუტაცია გაქვთ და თქვენს რჩევებს განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას. თქვენთვის შესაფერისი იქნება შინაურული ვაშლის ღვეზელი, - არომატული, ლამაზი და გემრიელი.

მეოთხე ვაშლი

მშვიდი და ერთგული ადამიანი ხართ. წარმატებებსაც და წარუმატებლობებსაც ფილოსოფიურად ხვდებით. საოცრად გაწონასწორებული ადამიანი ხართ, - გრძნობებში, ემოციებსა და ქცევებშიც. ხშირად მორიდებული ხართ და ცოტათი მორცხვი.

გირჩევნიათ, გარშემო მყოფებს უსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. იმდენად სანდო ადამიანი ხართ, რომ თქვენთან ერთად თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობს. თქვენთვის შესაფერისია ცხელი, არომატული ვაშლის სიდრი. სასურველია, იგი თავად მოამზადოთ.

მეხუთე ვაშლი

მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერი მოვლენიდან პოზიტივს იღებს. თქვენ არ ეძებთ თავგადასავლებს, რადგან თქვენი ყოველი დღე თავგადასავლითაა აღსავსე. კარგი გემოვნება გაქვთ, ყველაფერ საუკეთესოს - შეხედულებას, ხმას, არომატს - ირჩევთ. თქვენ აფასებთ იმას, რაც გაქვთ და ცდილობთ, ჩვეულებრივი მოვლენები (ნივთები) არაჩვეულებრივ, უნიკალურ მოვლენებად (ნივთებად) აქციოთ.

გათენებისთანავე პოზიტიურ განწყობაზე ხართ და რა უნდა მოხდეს, გუნება რომ შეგეცვალოთ?.. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის ცხელი, არომატული, არაჟანმოსხმული ოლადები.

მეექვსე ვაშლი

თქვენზე ამბობენ, გამჭრიახი, ცოცხალი გონება აქვსო. სწრაფად მოქმედებთ და ყველაფერზე მომენტალურად რეაგირებთ. გარშემო მყოფებში ხშირად ლაქლაქას შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ მუდამ აზრიანად ლაპარაკობთ.

მეგობრებისა და ახლობლებისთვის კარგი კომპანიონი ხართ. შეგიძლიათ რთული მომენტის იუმორით განმუხტვა, ადამიანებისთვის განწყობის ამაღლება. ერთდროულად მხიარულიც ხართ და ინტელექტუალურიც. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის სალათა, რომელსაც ხასხასა ფერის ხილს შეურევთ. 

ექსპრეს-ტესტი: როგორი ქმარი გყავთ?


ექსპრეს-ტესტი: როგორი ქმარი გყავთ?
ტესტის კითხვებზე უპასუხეთ "დიახ"ან "არა".
1. დაბადების დღეს, ქორწილის იუბილეზე ან უბრალოდ, ისე... გჩუქნით ყვავილებს?

2.
თბილად გექცევათ ქმარი სხვების თანდასწრებით?

3.
თქვენი სიამოვნებისთვის თუ გაძლევთ ხოლმე ფულს?

4.
წუწუნის გარეშე უმკლავდება თქვენს ნებისმიერ ახირებას?

5.
ინარჩუნებს რომელიმე იმ თვისებათაგანს, რაც ქორწინების პირველ დღეებში ჰქონდა?

6.
ხშირად გაქებთ, როგორც დედას, როგორც კარგ დიასახლისს და საერთოდ, როგორც კარგ ცოლს?

7.
ითვალისწინებს თქვენს შეხედულებებს?

8.
სადღესასწაულო საღამოზე სხვა მამაკაცთან ცეკვის უფლებას თუ გაძლევთ?

9.
ყოველთვის სარგებლობს შემთხვევით და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ აღფრთოვანება გამოხატოს თქვენ მიმართ?

10.
ყოველგვარ მომსახურებაზე - ყავის მირთმევისას, პერანგის გაუთოებისას ან შარვლის გაწმენდისას მადლობას თუ გიხდით?

ყოველ დადებით პასუხზე 10 ქულა დაიწერეთ.

თუ საბოლოოდ 90-100 ქულა მოგროვდა, ე.ი. იდეალური ქმარი გყავთ.
თუ ცოტა ნაკლები ქულა დაგროვდა - გული არ გაიტეხოთ, ცუდად სულაც არ არის საქმე, ის
აუცილებლად გამოსწორდება.

თუ 50 ქულაზე ნაკლები დაგროვდა, მაშინ ოოო, ის ქმრობისა და ოჯახისთვის არ არის გაჩენილი. თავს უშველეთ!                

ქალის ხასიათი საყვარელი ხილის მიხედვით

ადამიანის ხასიათი ორგანიზმის ბიოქიმიურ პროცესებზეა დამოკიდებული. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ადამიანი მიირთმევს, ისეთი ხასიათიც აქვს. აირჩიეთ თქვენი საყვარელი ხილი და ნახეთ, რამდენად შეგეფერებათ დახასიათება.

ფორთოხალი - ქალი-კატას საყვარელი ხილია. კომუნიკაბელურია, ადამიანებს სოციალური სტატუსების მიხედვით არ არჩევს და ნებისმიერთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა.

საზამთროს - მოყვარულ ქალს ყოველი წუთი გათვლილ-გაანგარიშებული აქვს. თუ საქმე მოითხოვს, არც დროს დაზოგავს, არც ძალებს და დაწყებულ საქმეს აუცილებლად დაასრულებს. "საზამთრო" ყველაზე აწეწილ საქმეებსაც კი მშვიდად და ყველასათვის სასარგებლოდ დაალაგებს.

ბანანი - მამაცი, ძალაუფლების მოყვარული ქალების საყვარელი ხილია. მას შეგვიძლია "გენერალი კაბაში" ვუწოდოთ. არ უშინდება სირთულეებს, პასუხისმგებლობას, შრომას და ყველგან და ყველაფერში პირველია. ბანანის მოყვარული ქალი იშვიათად ვარდება მელანქოლიაში.

ყურძენი - საიდუმლოებებით მოცული ქალების საყვარელი ხილია. არ უყვართ საკუთარ შინაგან ტკივილზე, პრობლემებზე საუბარი. კარგად შეუძლიათ როგორც საკუთარი, ისე გარშემო მყოფების საიდუმლოებების შენახვა. მათ შეგიძლიათ ენდოთ.

მსხალი - მეგობრული და მშვიდი ხასიათის ქალებს უყვართ. ისინი საუკეთესო დიასახლისები არიან. გარდა ამისა, "მსხლებს" შემოქმედებითი ნიჭი აქვთ, - ან ხატავენ, ან ქარგავენ.

მარწყვს - საყვარელ ხილად მდიდრული, ლამაზი ნივთებით მოტრფიალე ქალები ასახელებენ. ისინი გვერდით მხოლოდ შეძლებულ მამაკაცებს დაიყენებენ, რომლებიც ნებისმიერ სურვილს აუსრულებთ.

ატამს - მორიდებული და გულჩათხრობილი ქალები ანიჭებენ უპირატესობას. ერიდებათ, არავინ შეაწუხონ, თავიანთთვის კუთხეში დგანან. ზოგიერთებს ისინი უკარება არსებები ჰგონიათ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ "უკარებას" მიღმა ნაზი და მორიდებული ქალი იმალება.

ქლიავი - ზოგჯერ ღრუბლებში ფრენა ახასიათებთ, მაგრამ თუ მიწაზე დაეშვნენ, გრანდიოზულ გეგმებს ახორციელებენ. კარგად განვითარებული ფანტაზია აქვთ და ხშირად წარმატებას აღწევენ შემოქმედებით სფეროში.

ვაშლი - ცოტათი ძველმოდური და არარომანტიკული, მაგრამ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქალების საყვარელი ხილია. მათ ხელმძღვანელობა აფასებს, რადგან ნებისმიერ საქმეს დროულად და უბადლოდ ასრულებენ. "ვაშლები" ერთგული მეუღლეები არიან.

ალუბალი - ისეთ ქალს უყვარს, ვინც საკუთარი სიამოვნების გულისთვის ყველაფერს გაიღებს. უყვართ ანეკდოტების მოყოლა და მოსმენა. არ უყვართ ტყუილი და ჭორები. სასიყვარულო ურთიერთობაში ბავშვებივით - მოუთმენლები და ცნობისმოყვარეები - არიან.

ანანასი - დახვეწილი, ერუდირებული და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალის საყვარელი ხილია. მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. ერკვევა მოდაში, ხელოვნებაში. თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ დისტანციას ირჩევს ურთიერთობისას, ყველა მისი მეგობარი ვერ გახდება.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური ტესტი


ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური ტესტი
მთავარია, დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რაც პირველი მოგივათ თავში. საშიში არაფერია, თუ სხვადასხვა კითხვაზე პასუხები ერთმანეთს დაემთხვა.

წაიკითხეთ კითხვები რიგის მიხედვით და არ იჩქაროთ. მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი.


1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება. შეგიძლია დახუჭო თვალები)

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ? პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი)

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს? სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე, რაც თავში მოგივა)

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლის უკანაც არის ოაზისი
(ამ კითხვაში საჭიროა შენი ქმედება და არა ფიქრი)

6. უდაბნოში დაღლილი ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს. რას აკეთებ?
(რას განიცდი, დაწერე ფურცელზე)

7. ტყეში დაიკარგე. მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)

8. ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)

არ ნახოთ პასუხები წინსწარ!!!

შედეგები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. შენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

5. შენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანი, როგორ წყვეტ პრობლემებს.

6. შენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამორჩევის მხრივ.

7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ.

8. შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

суббота, 25 октября 2014 г.

ტესტი: გიყვართ გართობა?

მეგობრებთან ერთად გართობა ბევრისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი, მიუხედავად მძიმე სამუშაო დღისა, ამ სიამოვნებაზე უარს არ ამბობს. მეტიც – გართობას ხშირად საქმეს, ოჯახს, საკუთარ სიმშვიდესა და ჯანმრთელობასაც კი ანაცვალებს. თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც განმარტოება ან მშვიდ, მყუდრო გარემოში, ოჯახურ იდილიაში დასვენება ურჩევნიათ. მოდი, შევამოწმოთ, გიყვართ თუ არა გართობა. გულწრფელად უპასუხეთ მოცემულ კითხვებს. კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ ერთი ქულა. ქულები შეკრიბეთ.
1) გიყვართ სეირნობა?
2) გიყვართ სტუმრების გამასპინძლება?
3) არ გიჭირთ მეგობრების ხათრით წვრილმანებზე უარის თქმა?
4) შინ ყოველთვის მოგეპოვებათ რამე მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად?
5) სასურველ ადამიანთა კომპანიაში შეგიძლიათ დალიოთ უფრო მეტი, ვიდრე ისურვებდით?
6) გიყვართ კარგი სამზარეულო?
7) ხშირად მართავთ წვეულებებს?
8) გყავთ მეგობრები, რომლებსაც რეგულარულად ხვდებით?
9) გიყვართ მეგობრების წრეში სიმღერა?
10) გიყვართ კარგ კომპანიაში ყოფნა?
11) ადვილად მოდიხართ გუნებაზე?
12) ადვილად ურიგდებით ადამიანს, რომელთანაც უთანხმოება მოგივიდათ?
13) როდესაც წარსულზე საუბრობთ, უმეტესად სასიამოვნო ამბებს იხსენებთ?
14) როგორ ფიქრობთ, კარგი სახის ფერი გაქვთ?
15) როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ, ეს არ შეიმჩნიოთ და თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა?
16) სათანადო ყურადღებას უთმობთ საკუთარ ჯანმრთელობას?
17) ხშირად იღვიძებთ თავატკივებული, გამოუძინებელი?
18) ხდება ისე, რომ დილით სამსახურში წასვლის ძალა არ შეგწევთ, რადგან წინა ღამით მოილხინეთ და მეტისმეტად გვიან დაწექით დასაძინებლად?
19) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი მოწევასა და დალევას აგიკრძალავთ, შეძლებთ, უარი თქვათ ამ მავნე ჩვევებზე?
20) ერთხელ მაინც გიფიქრიათ: “არასოდეს დავიცავ დიეტას, რაც არ უნდა მოხდეს”?
21) ჭარბი წონა ხომ არ გაქვთ?
22) ხშირად მიბრძანდებით გასართობად მეუღლის, პარტნიორის გარეშე?
23) გიყვართ კომედიები?
24) ღამით გვიან დაწოლა გჩვევიათ?
25) დილაობით ადგომა გიჭირთ?
26) გიყვართ კლოუნადა?
27) ხშირად იგვიანებთ შეხვედრებზე?
28) სამსახურში ხშირად ხუმრობთ?
29) ყოველთვის ხართ მზად, საქმე მეორე დღისთვის გადადოთ და გასართობად გაეშუროთ?
დააჯამეთ ქულები
18-დან 22-მდე – გართობის დიდი მოყვარული ბრძანდებით. იმდენად დიდი, რომ მზად ხართ, მას სამსახური და ჯანმრთელობაც კი შესწიროთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მეტისმეტად ლაღ ცხოვრებას ეწევით?
13-დან 17-მდე – გონიერი ბრძანდებით, ზომიერება არც მხიარულებისა და გართობის დროს გღალატობთ, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავი დაკარგოთ. ეს კატასტროფა არ არის – გააჩნია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამსახურებრივ წარმატებებს.
8-დან 12-მდე – თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სიცოცხლით, მაგრამ ზომიერად. სამსახური და ოჯახი თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გართობა. შეგიძლიათ, კარგად დაისვენოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ზიანს არ მიაყენებს თქვენს მოვალეობას.
3-დან 7-მდე – თქვენ იშვიათად ერთობით. ალბათ ამიტომაც გიჭირთ იმ სიამოვნებათა დაფასება, ცხოვრება რომ გვთავაზობს. მეტისმეტად გონიერი ხართ და მშვიდ, გაწონასწორებულ, კარგად ორგანიზებულ ცხოვრებას ამჯობინებთ. თითქოს გეშინიათ კიდეც გადაჭარბების, ჩარჩოების დამსხვრევის.
1 ან 2 ქულა – თქვენ შექმნილი ხართ ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანისთვის აუტანელი იქნებოდა. თქვენ ამ უკანასკნელის საპირისპირო კატეგორიას ეკუთვნით. თქვენმა ასეთმა ხასიათმა შესაძლოა ბევრი დააფრთხოს.

თქვვენი ხასიათი ხელწერის მიხედვით

სუფთა, უხაზო ფურცელზე რამდენიმე წინადადება დაწერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამეთ თქვენი ხელწერა ტექსტში მოცემულ პუნქტებსა და ქულებს:
1. ასოების ზომა
ა) ძალიან პატარა – 3 ქულა;
ბ) პატარა – 7 ქულა;
გ) საშუალო – 17 ქულა;
დ) მსხვილი – 20 ქულა.
2. ასოების დახრილობა
ა) მარცხნივ დახრილი – 2 ქულა;
ბ) მარცხნივ მცირედ დახრილი – 5 ქულა;
გ) მარჯვნივ დახრილი – 14 ქულა;
დ) მარჯვნივ მკვეთრად დახრილი – 6 ქულა;
ე) თანაბარი – 10 ქულა.
3. ასოების ფორმა
ა) მრგვალი – 9 ქულა;
ბ) კვადრატული – 10 ქულა;
გ) წაწვეტებული – 19 ქულა.
4. ტექსტის მიმართულება
ა) ზემოთ მიმართული სტრიქონები – 16 ქულა;
ბ) ქვემოთ მიმართული სტრიქონები – 1 ქულა;
გ) სწორხაზოვანი სტრიქონები – 12 ქულა.
5. ფურცელზე კალმის დაჭერის სიძლიერე
ა) მცირე – 8 ქულა;
ბ) საშუალო – 15 ქულა;
გ) ძალიან ძლიერი – 21 ქულა.
6. ასოების წერის სტილი
ა) სიტყვაში ასოების გადაბმა – 11 ქულა;
ბ) სიტყვაში ასოების განცალკევება – 18 ქულა;
გ) შერეული სტილი – 15 ქულა.
7. საერთო მახასიათებელი
ა) მონდომებით, აკურატულად დაწერილი ტექსტი – 13 ქულა;
ბ) ალაგ – გარკვევით, ალაგ – ბუნდოვნად დაწერილი ტექსტი – 9 ქულა;
გ) დაუდევრად, გაურკვევლად დაწერილი ტექსტი – 4 ქულა.
შეაჯამეთ ქულები და იხილეთ პასუხები, მაგრამ გაფრთხილებთ: თუკი პასუხი არ მოგეწონათ, გუნება არ გაიფუჭოთ, რადგან გახსოვდეთ: ტესტი ხომ მაინც თამაშია და გასართობად შემოგთავაზეთ!
38-51 ქულა – ასეთი კალიგრაფია სუსტი ჯანმრთელობის, ადამიანებს ახასიათებს;
52-63 ქულა – ასე მხდალი, პესიმისტი და ფლეგმატური ადამიანები წერენ.
64-75 ქულა – ისინი მერყევი, ლმობიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, ოდნავ გულუბრყვილო ადამიანები ჩანან, თუმცა ღირსება აქვთ;
76-87 ქულა – გულწრფელები არიან. მგრძნობიარე ბუნების წყალობით იოლად ექცევიან შთაბეჭდილებების ტყვეობაში. არიან კარგი მეოჯახეები.
88-98 ქულა – გამოირჩევიან პატიოსნებითა და წესრიგით, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფით. მამაცები, ინიციატივიანები და საზრიანები არიან.
99-109 ქულა – ინდივიდუალისტები, ფიცხები, გონიერები, ნიჭიერები და სხარტად მოაზროვნენი არიან, გამოირჩევიან დამოუკიდებელი აზროვნებითა და გადაწყვეტილებებით. ადვილად სწყინთ.
110-ზე მეტი ქულა – ასე წერენ უპასუხისმგებლო, უდისციპლინო, უხეში და ამპარტავანი ადამიანები.
x

вторник, 21 октября 2014 г.

არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

    1965 წელს კანადაში დაიბადა ბიჭუნა, დევიდ რეიმერი. 8 თვის ასაკში ბავშვი ექიმთან მიიყვანეს წინადაცვეთის ოპერაციისთვის. ოპერაციისას ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად დენზე მომუშავე იარაღი გამოიყენეს და ორგანოს ქსოვილების ნაწილი დაეწვათ. აღშფოთებულ მშობლებს გამოსავლად სქესის შეცვლა შესთავაზეს, რამაც ისინი ჯერ დააბნია, შემდეგ კი დათანხმდნენ. მათ არ იცოდნენ ექიმის მიზანი: ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სქესობრივი თვისების ჩამოყალიბებაში მთავარი აღზრდაა და არა ბუნება. დევიდს, შემდგომში ბრენდას, სასქესო ორგანო “შეუცვალეს” და გოგოსავით ზრდიდნენ. მაგრამ ბრენდა ბიჭივით იქცეოდა და მშობლებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. საქმეს აუარესებდა ის, რომ მან არ იცოდა საკუთარი ისტორია და ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ბიჭის აზროვნება. ამ ყველაფერმა დედამისი თვითმკვლელობისკენ გახადა მიდრეკილი, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი დეპრესიული ტიპის ადამიანი. 14 წლის ბრენდას როგორც იქნა, მშობლებმა სიმართლე უთხრეს. ბრენდამ მოინდომა, ისევ დევიდი გამხდარიყო. შეწყვიტა ესტროგენის მიღება, რომელიც ქალური ჰორმონების სიჭარბეს იწვევდა. მომავალში კი სასქესო ორგანოც გადაინერგა. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ნაკლებადაა ცნობილი. საბოლოოდ დევიდ-ბრენდამ 38 წლის ასაკში თავი მოიკლა.