1965 წელს კანადაში დაიბადა ბიჭუნა, დევიდ რეიმერი. 8 თვის ასაკში ბავშვი ექიმთან მიიყვანეს წინადაცვეთის ოპერაციისთვის. ოპერაციისას ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად დენზე მომუშავე იარაღი გამოიყენეს და ორგანოს ქსოვილების ნაწილი დაეწვათ. აღშფოთებულ მშობლებს გამოსავლად სქესის შეცვლა შესთავაზეს, რამაც ისინი ჯერ დააბნია, შემდეგ კი დათანხმდნენ. მათ არ იცოდნენ ექიმის მიზანი: ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სქესობრივი თვისების ჩამოყალიბებაში მთავარი აღზრდაა და არა ბუნება. დევიდს, შემდგომში ბრენდას, სასქესო ორგანო “შეუცვალეს” და გოგოსავით ზრდიდნენ. მაგრამ ბრენდა ბიჭივით იქცეოდა და მშობლებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. საქმეს აუარესებდა ის, რომ მან არ იცოდა საკუთარი ისტორია და ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ბიჭის აზროვნება. ამ ყველაფერმა დედამისი თვითმკვლელობისკენ გახადა მიდრეკილი, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი დეპრესიული ტიპის ადამიანი. 14 წლის ბრენდას როგორც იქნა, მშობლებმა სიმართლე უთხრეს. ბრენდამ მოინდომა, ისევ დევიდი გამხდარიყო. შეწყვიტა ესტროგენის მიღება, რომელიც ქალური ჰორმონების სიჭარბეს იწვევდა. მომავალში კი სასქესო ორგანოც გადაინერგა. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ნაკლებადაა ცნობილი. საბოლოოდ დევიდ-ბრენდამ 38 წლის ასაკში თავი მოიკლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий