вторник, 20 декабря 2016 г.

როგორ ავიცილოთ თავიდან სხვისი ნეგატივი

1. განსაზღვრე მოქმედება
თუკი ზედმეტად გულთან ახლოს მიგაქვს ყველას პრობლემა, შენ ემფატი ხარ. უკვე ფიზიკურად გრძნობ შიშს და სხვის განცდებს მტკივნეულად აღიქვამ, სწრაფად იღლები ბევრი ადამიანისგან. გამუდმებით აანალიზებ საკუთარ განცდებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ შეეცადე, მინიმუმამდე დაიყვანო იმ ადამიანების ემოციების მოქმედება საკუთარ თავზე, ვინც არც ისე ახლობელია შენთვის. 

2. მოძებნე ნეგატივის წყარო
შეეცადე, განსაზღვრო, სად ან ვისშია ნეგატივის წყარო.

3. შეეცადე, მოერიდო ადამიანებს, რომლებსაც ნეგატიური ენერგია აქვთ
საკუთარ თავზეც იფიქრე. ეგოიზმი ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა, თუკი მას ფსიქოლოგიის კუთხით შევხედავთ. თუ ტრანსპორტში შენ გვერდით დაღონებული ადამიანი ზის, გადაჯექი. ნუ შეგეშინდება ამით ვინმეს განაწყენების. არასასიამოვნო ადამიანებთან მხოლოდ საქმიანად იურთიერთე.

4. კონცენტრირება მოახდინე სუნთქვაზე
თუ უარყოფითი ემოციებით შემოგიტიეს, შეეცადე, კონცენტრირება გადაიტანო სუნთქვაზე. შეისუნთქე სიმშვიდე და ამოისუნთქე ნეგატივი. გაათავისუფლე თავი შიშისგან და სხვა უარყოფითი ემოციისგან.

5. დამცავი ფარი
ყოველთვის, როცა იმ ადამიანების საზოგადოებაში იქნები, ვინც გულზე არ გეხატება, გონებაში შენ წინ წარმოიდგინე ფურცელი. იფიქრე მასზე, როგორც დამცავ ფარზე, რომელიც ირეკლავს მთელ ნეგატივს.

6. ნუ იქნები ნურავისზე დამოკიდებული
არცერთ სიტუაციაში არ უნდა იყო დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და არც ვალში უნდა იყო ვინმესთან. 
დაიტოვე ფული ტაქსისთვის და თუ გსურს კაფედან ადრე წასვლა, წადი, ნურავის დაუცდი.

7. ეძებე პოზიტივის წყარო
დაუნიშნე იმ ადამიანს შეხვედრა, ვისთანაც დადებითი ემოციით ივსები. შეისრუტე მისი პოზიტივი. ასევე, უყურე პოზიტიურ და გასართობ ფილმებს. არავითარ შემთხვევაში არ უსმინო დეპრესიულ მუსიკას.

8. ხშირად იყავი ბუნებაში
თუკი გსურს განმარტოება, იმაზე უკეთეს ადგილს, ვიდრე ბუნებაა, ვერ იპოვი. ეს შეიძლება იყოს ტყე, ქალაქის პარკი ან პლაჟი. ასეთი განმარტოება ძალიან დაგეხმარება მოდუნებაში.

თანაგრძნობა და სხვისი პრობლემების ზედმეტად განცდა – კარგია, მაგრამ ზომიერად. თუ ზემოთ მოცემულ წესებს დაიცავ, შენი ცხოვრება ბევრად გამარტივდება. 

вторник, 15 ноября 2016 г.

ფსიქოლოგიური ტესტი რომელიც თქვენი ხასიათის დაფარულ შტრიხებზე მეტყველებს


ცნობილი ფაქტრია, რომ ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკის რაგვარობას და მის ნიუანსებს ხშრიად სიმბოლოების მეშვეობით არკვევენ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს , რომელიც თქვენი ხასიათის უმთავრესი შტრიხების გარკვევაში დაგეხმარებათ. 

1. წარმოიდგინეთ რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოსჩანს, რომელიც აუცილებლად უნდა განვლოთ. როგორია იგი? ფოთლოვანი, შერეული, წიწვოვანი თუ დაბურული და პირქუში?

2. შედიხართ ტყეში. როგორია თქვენი ემოციები? დაბურულია და გეშინიათ, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამთ, აქა-იქ მზის შუქიც აჭერს და თამამდებით, არც ისე საშიშია, აბსოლუტურად გაუვალი და პირქუშია. 

3. ტყის შუაგულში რაღაც არსება გხვდებათ, თქვენი რეაქცია მის დანახვაზე, აღწერეთ იგი. საშიში მონსტრია, სასაცილო გნომი, კუდიანი დედაბერი, თუ უბრალოდ უცნობი ადამიანი რომელიც თქვენსავით საკუთარ გზაზე მიეშურება. 

4. როგორც იქნა უკან მოიტოვეთ ტყე და მოულოდნელად აღმოჩნდით ქვიშიან, მცხუნვარე უდაბნოში. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მოულოდნელად ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი გხვდებათ. აღწერეთ როგორია იგი? ცარიელია, წყლით სავსე, ძვირფასი ქვები ყრია მასში. 

5. გზას აგრძელებთ. უკვე ძალიან დაიღალეთ, დაგცხათ და პირიც გიშრებათ წყურვილისგან. გარშემო კი არანაირი საშუალება არ ჩანს წყურვილის მოსაკლავად. მოულოდნელად თქვენ წინაშე ტბა ჩნდება. აღწერეთ როგორია იგი და თავად როგორ იქცევით მის დანახვაზე. მღვრიეა მაგრამ მაინც გამოიყენებთ დასალევად მის წყალს, კამკამაა და წყურვილის მოკვლა სიამოვნებას გგვრით. გრილდებით, სვამთ და ცოტა ხნით ტბის ნაპირზეც წამოწვებით დასასვენებლად.

6. ისევ გზის გაგრძელება გიწევთ, ამჯერად ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ გასაღებს ხედავთ. როგორია იგი და რას უპირებთ მას? გასაღები ოქროსია, მდიდრული – ჯიბეში შეინახავთ რა იცით რაში გამოგადგებათ. გასაღები უბრალოა – ლითონის, არ ინახავთ მისი გამოყენების გზას ვერ ხედავთ. ჩვეულებრივი გასაღებია, მოზრდილი ზომის, ყოველი შემთხვევისთვის ქამარზე იკეთებთ და გზას აგრძელებთ. 

7. მოულოდნელად წინ კედელი გხვდებათ, რომლის იქეთაც არავინ იცის რა არის. რას მოიმოქმედებთ? კედელზე აბობღებას ცდით, რომ დაინახოთ კედლის იქეთ რა ხდება. დაიწყებთ ძებნას იქნებ კარი აქვს სადმე. დაუყვებით კედელს, როგორმე რომ შემოვლით გზით დააღწიოთ თავი მას. 

8. როგორც იქნა თავი დააღწიეთ ბოლო წინააღმდეგობას და თქვენს წინაშე ნანატრი ოაზისი გადაიშალა, სადაც ყველაფერია რაც ბედნიერებისთვის გესაჭიროებათ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად გზად მიმავალ ქარავანს ამჩნევთ. რას მოიმოქმედებთ?
ქარავანს გაჰყვებით ახალი ადგილების სანახავად. უბრალოდ გააჩერებთ მათ, გამოელაპარაკებით და გზას დაულოცავთ. საერთოდ არ დაინტერესდებით მათი არსებობით. 



პასუხები

1. ტყე სიმბოლურად თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის დონის მაჩვენებელია. თუ ის შერეულია, მრავალმხრივი ცოდნა გაგაჩნიათ. თუ დაბურული – მისტიკა და ოკულტიზმი გიტაცებთ. თუ ნათელია ზედაპირული აზროვნების ადამიანი ბრძანდებით. 

2. ემოციები, რომელიც ტყეს უკავშირდება ასახავს იმას თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენი აზროვნების და ინტელექტის შესახებ. თუკი ტყეში ყოფნა გაშინებთ ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება. თუ ის დაბურული და პირქუშია საკუთარი თავის თავადაც ვერ გაგიგიათ რა. შესაბამისად, ვერც სხვები გაგიგებენ. თუ ტყე ნათელია ბევრისთვის სასიამოვნო მოსაუბრე და კომპანიონი იქნებით.

3. არსება, რომელიც ტყეში გხვდებათ თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი მტრების მიმართ. თუ იგი საშინელი მონსტრია ე.ი. მტრების პანიკურად გეშინიათ. თუ მასში საყვარელი გნომი დაინახეთ მოწინააღმდეგეები სასაცილოდაც არ გყოფნით. ხოლო თუ ის კუდიანი დედაბერი იყო საკმაოდ გაქნილი და საშიში მტრები გახვევიათ გარს, რომლებიც ხშირად "მეგობრებად" ინიღბებიან.

4. ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი სიმბოლურად ნიშნავს იმას, რამდენად გეშინიათ საკუთარ თავში ჩაღრმავების ან თუ კავდებით საერთოდ ფსიქოანალიზით. თუკი ჭურჭელი ცარიელი იყო, მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ საკუთარ თავთან დასამალი, თუ მასში ძვირფასი ქვები ეყარა საკუთარ თავს ძალიან ნიჭიერად მიიჩნევთ, თუმცა ამ ნიჭს არასათანადოდ იყენებთ. ხოლო თუ წყლით იყო სავსე, ზედმეტად ემოციური ხართ და ამის გაცნობიერება გაშინებდეთ უნდა წესით.


5. ტბა და მასთან დაკავშირებული ემოციები,  თქვენივე დამოკიდებულებაა სექსთან. თუ იგი ბინძურია და მაინც იკლავთ წყურვილს, ხშირად აკრძალული კავშირების უფლებასაც აძლევთ თავს. თუ კამკამა და სუფთაა, წყალს კი სიამოვნებით დაეწაფეთ თქვენთვის სექსი უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტბის გასწვრივ წამოწოლაც მოინდომეთ ცოტა ხნით დასასვენებლად, სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას. 

6. გასაღებთან თქვენი დამოკიდებულება მეგობრებთან ურთიერთობის ფორმას ასახავს. თუ ის ოქროსია და ჯიბეში შეინახეთ მეგობრები ხშირად გეხმარებიან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურად. თუმცა თავადაც მზად ხართ იგივე ნაბიჯისთვის. თუკი გასაღები ლითონისაა და თქვენ მისი ქვიშიდან აღება არც გიფიქრიათ, არ გესმით მეგობრობის არსი, ხალხს მხოლოდ მეშჩანური მიზნებისთვის იყენებთ, მერე კი უბოდიშოდ აგდებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან. თუკი გასაღები რკინისაა და ქამარზე ჩამოიკიდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ხართ, რომელსაც საკუთარი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაენანება. 

7. კედელთან თქვენი დამოკიდებულება პრობლემების გადალახვის გზებზე და ნებისყოფის სიმტკიცეზე მეტყველებს. თუკი კედელზე აბობღება სცადეთ, ფრთხილი ხართ, მაგრამ შემტევი. თუ კარის მონახვა მოინდომეთ დიპლომატიური გზით ცდილობთ პრობლემების მოგავრებას, ხოლო შემოვლითი მარშუტის წამოწყება  კედლის გარშემო უკიდურესად წინდახედულ ადამიანებს ახასიათებთ. 

8. დაბოლოს, თქვენი საქციელი ქარავანთან მიმართებაში იმის გარკვევის საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რამდენად სტაბილური ტიპაჟი ბრძანდებით ზოგადად. თუკი ქარავანს უკანმოუხედავად გაყვებით ე.ი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ნატურა ხართ ბუნებით "მოხეტიალე" და მაძიებელი. თუ მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლეთ მექარავნეებთან, პერიოდულად გესაჭიროებათ  ცვლილებები, ახალი სტიმულის საპოვნელად. ხოლო თუ ქარავანმა საერთოდ არ მიიქცია თქვენი ყურადღება ე.ი.  ძალიან კონსერვატორული აზროვნება გაქვთ და შეჩვეული ჭირი გირჩევნიათ ყოველთვის შეუჩვეველ ლხინს. 

воскресенье, 31 июля 2016 г.

პროვინციელი მოდელი

***
დარბაზი  ბრწყინავდა მდიდარი ქალბატონების სამკაულებით. ქალაქის ელიტა მოდების წარმატებული ჩვენების შემდეგ ბანკეტზე შეკრებილიყო. ნატალი მიშელის სახლში  მოდების ჩვენებამ საზღვარგარეთის პრესაშიც მოიპოვა გამოხმაურება. დიასახლისი არისტოკრატიული თავდაჭერით და თვალისმომჭრელი ღიმილით ხვდებოდა სტუმრებს. შავ ლივრეებში გამოწყობილი ოფიციანტები საუკეთესო სასმელებს სთავაზობდნენ სტუმრებს. აგერ,  ბიზნესმენი ელდარ კაკაშვილი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზ მსახიობთან მანანა სარალიშვილთან ერთად. მისი სინორჩე განსაკუთრებით ჩანდა 50 გადაცილებულ მამაკაცის გვერდით. თუმცა ეს კაკაშვილს მაინცადამაინც არ აღელვებდა. ეს გოგონა მისი შენაძენი იყო, ძვირფასი თოჯინა. ის კმაყოფილი იყო, მამაკაცები მის თანამგზავრს შურით სავსე მზერას რომ შეავლებდნენ. მანანამ იცოდა, ჩვენების შემდეგ კაკაშვილი საუკეთესო კაბას უყიდიდა და მოლოდინის სიხარულით  ბრწყინავდა.
დარბაზის სიღრმეში სალომე მაჩაბელი სპექტაკლის პრემიერაზე საუბრობდა. ეს გავლენიანი ქალბატონი დიდი ერუდიციით და საქმის ცოდნით გამოირჩეოდა. მის საუბარს გულისყურით უსმენდნენ ახალგაზრდა მამაკაცები. ქალბატონ სალომეს გარეშე არცერთი საქმე არ კეთდებოდა. მისი ჩრდილი, ლაზარე ჩხეიძე შეყვარებული და აღფრთოვანებული თვალებით შესცქეროდა მას, როგორც ქალღმერთს. ზოგს სჯეროდა, რომ ლაზარე მხოლოდ მოხუცებული ქალბატონის პროტეჟე იყო. თუმცა ბოროტი ენები მათ საყვარლობაზეც ლაპარაკობდა.
დარბაზში შემოვიდა ტელეკომპანიის მეპატრონე და დირექტორი  ბატონი კოტია ბერიძე მეუღლესთან, ქეთევანთან ერთად. ქეთევან ბერიძეს საუკეთესო ტანსაცმელი ეცვა და ძვირფასი სამკაულები ეკეთა. მისი ბრილიანტის კოლიე თვალს ჭრიდა თავისი ბრწყინვალებით. შესახედათაც საკმაოდ სიმპატიური ქალბატონი იყო. როდესღაც ულამაზესი ქალი იქნებოდა, მაგრამ იმდენად ჩამქრალი და უსიცოცხლო თვალები ჰქონდა, მთელი ეს სიმდიდრე თითქოს მას არც ეხებოდა. მისვლისთანავე სადღაც კუთხეში მიჯდა. ქმარი ვერც ამჩნევდა მის არსებობას. ქეთევან ბერიძემ ჭიქას მოჰკიდა ხელი. ალბათ,ამ ბოლო დროს მხოლოდ ეს იყო მისი ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში.
¾    სად ხარ აქამდე, მარინა! - ნატალი ხელგაშლილი შეეგება მარინა მალანიას, ჟურნალ ,,სამართალის“ კრიმინალური ქრონიკის წამყვან ჟურნალისტს.
¾    მანქანა გამიფუჭდა გზაში. პროფილაქტიკამდე სანამ მივიყვანე... ძლივს მოვაღწიე თქვენამდე.
¾    მთავარია, მოხვედი. უშენოდ მოწყენილობაა.
 მარინა მალანია საკმაოდ ჭკვიანი და წარმატებული ჟურნალისტი იყო. იგი საკმაოდ მდიდარი იყო. მას ჯერ მამისგან დარჩა მაღაზიების ქსელი ქალაქში. ჟურნალისტობა მისთვის არსებობის საშუალება კი არა, საყვარელი საქმე იყო. ქმართან გაყრის შემდეგ ნატალი მიშელი მისი ერთადერთი მეგობარი და ახლობელი იყო.
მარინა ქალბატონ სალომეს მიესალმა.
¾    მარინაჩკა, სიხარულო, თქვენი ბოლო სტატია საუკეთესო კომპლიმენტებს იმსახურებს. მე საოცრად ვამაყობ თქვენით. მამათქვენი, ილია მალანია ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ არის, ჯანმრთელობას ხომ არ უჩივის?
¾    დიდი მადლობა, ქალბატონო სალომე. მეც და მამაჩემსაც ძალიან გვიყვარხართ.
¾    წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო. ვამაყობ შენით.
¾    როგორ გიკითხოთ, ქალბატონო მარინა, - მარინას ლაზარე ჩხეიძე მიუახლოვდა და მოწიწებით აკოცა ხელზე -  მენატრება-ხოლმე თქვენთან საუბარი.
¾    მიხარია შენი ნახვა, - მარინა შეეცადა გულითადი ღიმილი გამოეხატა სახეზე. - მისმინე, ვინ არის ის ლამაზი ქალი კუთხეში, ადრე არასოდეს მინახავს.
¾    ეს ახალი მოდელია ნატალის მოდელების სახლში. სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიდა პროვინციიდან. მისი გვარი არ ვიცი, მაგრამ გადასარევი ფსევდონიმი აქვს, ნინა რიჩი.
¾    კოტია ბერიძე მთელი საღამოა, თვალს არ აშორებს, იმიტომ დამაინტერესა.
¾    ძალიან მახვილი თვალი გაქვს, ჩემო კარგო. შენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. - გაუღიმა ჩხეიძემ, - თუმცა, ლამაზ ქალს ყველა ყურადღებას აქცევს.
მარინას არ უყვარდა ჩხეიძე. ძალიან ტკბილი და თბილი იყო, გულისრევას იწვევდა. აივანზე გავიდა. მოფარებულ კუთხეში მიჯდა და ბაღს გადახედა. ჰაერში ყვავილების სუნი ტრიალებდა. ნიავმა დაქროლა და გარეთ ჯდომა უფრო სასიამოვნო გახდა. ნიავმა ფარდა ააფრიალა და ბოლომდე ჩამოეფარა მარინას. უცებ აივანზე პროვინციალი მოდელი გამოფარფატდა, ნინა რიჩი. მარინას ყურადღება რომ მიიქცია. ძალიან ლამაზი იყო. მარინა ყურადღებით ათვალიერებდა მის ნაკვთებს. მალე ქალის მარტოობა ლაზარე ჩხეიძემ დაარღვია. მათი ლაპარაკიდან ჩანდა, რომ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს.
¾    ცოტა თავშეკავებულად მოიქეცი! ზოგიერთმა შეამჩნია, რომ მალანიასთან რომანი გაქვს. ეს კი ჯერჯერობით არ გვაწყობს.
¾    ლაზო, ჩემო სიხარულო, არც კი ვიცი, რა დავაშავე.
¾    სისულელეებს თავი დაანებე და საქმეს მიხედე! არ დაგავიწყდეს, ორი დღე დაგვრჩა და ყველაფერი დამთავრდება! მანამდე კი ვერავინ უნდა მიხვდეს, რაც გავაკეთებინეთ კოტიას.
ლაზარე ისევე უხმაუროდ გაუჩინარდა, როგორც მოვიდა. ნინა რიჩი ცოტა ხანს გაჩერდა. უცებ აივანზე ტელეკომპანიის მეპატრონე კოტია ბერიძე გამოვარდა.
¾    სად დაიკარგე, ჩემო ოცნებავ! ხომ იცი, 5 წუთსაც ვერ ვძლებ უშენოდ!
კოტიას ემჩნეოდა, რომ ცოტა მეტი გადაეკრა.
¾    სად წავიდოდი? აგერ ვარ. - განსაკუთრებული ნაზი ხმით გამოეპასუხა მოდელი, - არც მე შემიძლია უშენოდ!
¾    რა ბედნიერი ვარ! მინდა მთელს ქვეყანას გავაგებინო, რომ ჩემი ხარ! უამრავი ქალი მყავდა, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვარ შეყვარებული.
¾    ცოტა ხანი დაცდა მოგვიწევს. ნუ ფიქრობ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ერთად ვიქნებით.
კოტია საკოცნელად წაეტანა ქალს. ის კი თევზივით გაუძვრა ხელებში და დარბაზში შევიდა. კოტიაც მის კვალს მიჰყვა.
მარინამ შვებით ამოისუნთქა. უკვე დრო იყო, დარბაზს დაბრუნებოდა. გაგონილმა გააოგნა. თურმე ლაზარე ჩხეიძე სულაც არ ყოფილა ისეთი რაფინირებული და ტკბილი, როგორც თავს აჩვენებდა...
***
მარინა ქუჩაში გამოვიდა. ერთი გაჩერება ფეხით გაიარა. არ უნდოდა, ვინმეს დაენახა, რომ უმანქანოდ იყო. რესტორან ,,მტკვარის“ წინ ტაქსების გაჩერება იყო. მარინა ლურჯ ,,ბმვ“-ს მიუახლოვდა. საჭესთან ახალგაზრდა შავგვრემანი მძღოლი იჯდა. 23-24 წლის იქნებოდა. მარინა მანქანაში ჩაჯდა და მისამართი უთხრა. ბიჭმა აღფრთოვანებით შეათვალიერა:
¾    მე თქვენ გიცნობთ. თქვენ მარინა მალანია ხართ. თქვენ კრიმინალური ქრონიკა მიგყავთ ჟურნალ ,,სამართლში“.  მე ჟურნალს მხოლოდ თქვენი სტატიების გამო ვყიდულობ. უკვე სამი წელია, თქვენს ყველა სტატიას ვკითხულობ.
მარინას გაეღიმა:
¾    ძალიან სასიამოვნოა. თუ მიცნობ, შენი ტელეფონის ნომერი მომეცი, დაგირეკავ, როცა ტაქსი დამჭირდება. სავარაუდოდ, მთელი კვირა მანქანა არ მექნება. სარემონტოდ გავაჩერე.
¾    დიდი სიამოვნებით, ქალბატონო მარინა, - ბიჭმა სავიზიტო ბარათი გაუწოდა, - მე გურამი მქვია. გურამ საყვარელიძე.

¾    ცოლიანი ხარ?
¾    არა, დედასთან ერთად ვცხოვრობ. სტუდენტი ვარ. სწავლის გადასახადს ვაგროვებ. ღამით ვმუშაობ-ხოლმე ტაქსისტად, იმიტომ რომ ღამით მეტს მიხდიან. დღისით ვსწავლობ.
¾    მამა არ გყავს?
¾    არა, მამა ათი წლის წინ დაიღუპა.
¾    სად სწავლობ?
¾    უნივერსიტეტში, სამართალს ვსწავლობ. თქვენი გავლენით კრიმინალისტიკამ გამიტაცა. იმედი მაქვს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნორმალურ სამსახურს ვიშოვი.
¾    მოვედით. აქ გააჩერე. წარმატებას გისურვებ. დილით 8 საათისათვის გელოდები, სამსახურში გამიყვანე.
¾    დიდი სიამოვნებით. დილამდე.
მარინამ გაცილებით მეტი გადაუხადა, ვიდრე მგზავრობა ღირდა. თან თავისი სავიზიტო ბარათიც დაურთო. გურამი ხურდის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მარინამ ანიშნა, არ არის საჭიროო და მანქანიდან გადავიდა. მას ძალიან მოეწონა ეს ჭკვიანი და ლამაზი ახალგაზრდა კაცი. ბიჭმა ბედნიერად გაუღიმა და მანამ არ დაძრა მანქანა, სანამ მარინა სადარბაზოში არ გაუჩინარდა.

***
მარინა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. საათს დახედა. შუაღამე კარგახნის გადასული იყო. ნომერს დახედა, ტაქსის მძღოლი რეკავდა, გურამი.
¾    გისმენ, გურამ!
¾    ქალბატონო მარინა, თქვენთან დალაპარაკება მჭირდება. ქუჩაში ხომ ვერ გამოხვალთ?! - ბიჭს აღელვებული ხმა ჰქონდა.- ხუთ წუთში თქვენს სახლთან ვიქნები.
¾    რა მოხდა, გურამ, ხომ მშვიდობაა?!
¾    რომ მოვალ. გეტყვით. მაპატიეთ, ამ შუაღამეს რომ გაწუხებთ.
¾    არა უშავს, მოდი.
გურამმა ერთბაშად დაამუხრუჭა მანქანა. კინაღამ დაეჯახა სახლის წინ  გააჩერებულ მარინას. მის ფეხებთან გააჩერა თავისი მანქანა და გადმოვიდა. შიშისაგან სახე მოღრეცოდა.
¾    რა ჯანდაბა მოგარბენინებს, ახალგაზრდავ. კინაღამ დამეჯახე.
¾    მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, არ მინდოდა.
¾    რა არ გინდოდა. რა მოგარბენინებდა ასე თავპირისმტვრევით?!
¾    ყველაფერს მოგიყვებით. წყალს ხომ არ დამალევინებთ?
¾    გადმოდი, სახლში შევიდეთ. რამ შეგაშინა ასე ძალიან, მოჩვენება ხომ არ დაინახე?
მარინამ წყლიანი ჭიქა გამოიტანა სამზარეულოდან და ახალგაზრდას მიაწოდა.
მან ჭიქა  მოიყუდა და ხარბად გამოცალა. ცოტათი დაწყნარდა.
¾    ეხლა მომიყევი, რამ შეგაშინა ასე. ეშმაკები ხომ არ გამოგეკიდნენ ქუჩაში?
¾    რესტორან ,,მტკვარის“ წინ ის იყო, მივედი, ვიღაც ახალგაზრდა კაცი ჩამიჯდა და ტაშკენტის ქუჩაზე მიყვანა მთხოვა, 37 ნომერ სახლში. ძალიან მთვრალი იყო და ცოტა შევყოყმანდი. სამმაგი თანხა გადამიხადა მაშინვე და დავთანხმდი. - ბიჭმა ამოისუნთქა. - ფულს დავხარბდი, თორემ საერთოდ, ვცდილობ მთვრალებთან საქმე არ დავიჭირო.
¾    მერე? - მარინას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბიჭი სადაცაა ტირილს დაიწყებდა.
¾    მერე მანქანაში კაცმა ხვრინვა ამოუშვა.  მოცემულ მისამართზე რომ მივიყვანე, გაღვიძება დავუწყე, მაგრამ აზროვნება არ დაუბრუნდა, ვერ გადმოდიოდა მანქანიდან. ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი?! სახლის ჭიშკარი ღია იყო. კერძო სახლი იყო, ბელერაჟზე. კარებამდე მივათრიე,  დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა. მოვსინჯე, სახლის კარებიც ღია იყო.
ბიჭი სულს ძლივს ითქვამდა. სახეზე შეძრწუნება ეხატა.
¾    მძიმე იყო. ძლივს მივათრევდი. ოთახში შევიყვანე და დივანზე მივაგდე. უკან რომ გამოვედი, ეზოში რაღაცას გამოვედე. კინაღამ წავიქეცი. დავიხედე, სახლის წინ ქალი ეგდო. ხელი შევახე, სულ სისხლიანი იყო,  უკვე მკვდარი. შემეშინდა პოლიციაში დარეკვა. თქვენთან გამოვიქეცი. არ ვიცი რა ვქნა. იქ ყველგან ჩემი თითის ანაბეჭდებია. ალბათ მე დამაბრალებენ იმ ქალის მოკვლას.
¾    პოლიციაში უნდა განაცხადო. სხვა გზა არ გვაქვს. დამალვა უარესია. მეც გამოგყვები, იქ ნაცნობი გამომძიებელი მყავს, დაგვეხმარება.        
ბიჭს შიშისგან თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა. მარინა ტაქსში ჩაჯდა. მანქანამ პოლიციის შენობისაკენ შეუხვია.
300 მეტრიც არ ექნებოდათ გავლილი, პატრულის მანქანამ გააჩერა.
¾    თქვენი საბუთები, თუ შეიძლება!
გურამმა საბუთები მიაწოდა.
¾    საბუთები წესრიგშია, საბარგული გააღეთ, თუ შეიძლება!
პატრულის თანამშრომელმა საბარგულში ჩაიხედა:
¾    გადმოდით მანქანიდან. თქვენს საბარგულში მამაკაცის გვამია.

***
მარინამ ყავა მოსვა და ნატალის შეხედა.
¾    ბიჭს აბრალებენ მკვლელობას. დარწმუნებული ვარ, ის აქ არაფერ შუაშია. მითითებულ მისამართზე იყო პოლიცია. იქ არავითარი ქალი და კაცი არ დახვდათ და საერთოდაც, მეპატრონეები უკვე ნახევარი წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. სახლი კი დაკეტილია. იქ არავინ არ ცხოვრობს! წარმოგიდგენია?! ახალგაზრდა კაცს ცხოვრება უნდა გაუმრუდდეს ვიღაცის ჩადენილი მკვლელობის გამო.
ოთახში ნატალის შვილი შემოვიდა, სანდრო
¾    მარინაჩკა, მიხარია შენი ნახვა! - სანდრო თბილად ჩაეხუტა მარინას.
¾    როდის ჩამოხვედი საფრანგეთიდან, ჩემო კარგო?! დედაშენს არაფერი უთქვამს.
¾    აი, დავამთავრე პირველი კურსი და არდადეგებზე ჩამოვედი.
¾    როდის მაცალე, რომ მეთქვა. შენი პრობლემების გადამკიდე, ჩემსას ვერაფერს ვამბობ.
¾    კარგი, ჩემო კარგო, სანდრო ხომ ჩემი შვილიცაა. მე ისე ვამაყობ ამ ახალგაზრდა კაცით! შენ კი ...
¾    კარგი, მარიმაჩკა, არ გვინდა პათეტიკა. მომიყევი, სიხარულო, რა გაწუხებს.
¾    მარინა, როგორც ყოველთვის, მკვლელობებს და უბედურობებს იზიდავს. - ნატალიმ უგემრიელესი ტორტის ნაჭერი დაუდო წინ მარინას, - ჭამე და ბევრს ნუ ლაპარაკობ!
¾    მოიცა, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. ნაცნობი ტაქსის მძღოლი მყავს, სანდროზე ცოტათი უფროსი იქნება. საბარგულში გვამი ჩაუდეს. ეს აღმოჩნდა კოტია ბერიძის გვამი. იმ საღამომდე გურამს მისი სახელი გაგონილიც არ ჰქონდა. მას არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ბერიძის მოსაკლავად.
¾    ააა, კოტია ბერიძის გახმაურებულ მკვლელობას შენს ტაქსის მძღოლს აბრალებენ? რა საინტერესოა! - წამოიყვირა ნატალიმ.
¾    რატომ ფიქრობ, რომ ჩაუდეს? -ჰკითხა სანდრომ.
ნატალისაგან განსხვავებით, სანდრო ყურადღებით უსმენდა.
¾    ბიჭი ტაქსს ღამ-ღამობით რესტორან ,,მტკვარის“ წინ აჩერებდა. - მარინამ მოუყვა ყველაფერი, რაც გურამმა მოუყვა.
¾    პოლიციამ არ შეამოწმა სახლი ტაშკენტის ქუჩაზე?
¾    საქმეც იმაშია, რომ სახლი დაკეტილი დახვდათ. ამ მისამართზე ორი წელია, არავინ ცხოვრობს. მეპატრონეები საზღვარგარეთ არიან. არავითარი კაცი და ქალი იქ არ დახვდათ.
¾    ბიჭი რამეს ხომ არ ურევს?
¾    არა მგონია, პატიოსანი ადამიანია. არ ვიცი, რითი დავეხმარო. ყველა სამხილი მის წინაარმდეგაა მიმართული. აშკარად დაგეგმილი აფიორაა, გურამი კი განტევების ვაცია. მას არც პატრონი ჰყავს, არც ფული აქვს, რომ თავი დაიცვას.
¾    მინდა, მე თვითონ დავათვალიერო ის სახლი, - თქვა სანდრომ.
¾    ხომ არ გადაირიე! - თითქმის წამოიკივლა ნატალიმ. - შენ რატომ უნდა ჩაერიო. სხვა გასართობი არ გაქვს?!
¾    მართალს გეუბნება დედა. შენ აქ არაფერ შეაში ხარ.
მარინა ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა ნატალისთან.
¾    მანქანა გააკეთე? - ჰკითხა ნატალიმ გამომშვიდობებისას.
¾    არა, მხოლოდ ხვალ იქნება მზად. ტაქსს გავაჩერებ.
¾    აბა შენ იცი, იქნებ სადმე კიდევ ერთ გვამს გადაეყარო, სანამ სახლში მიხვიდე.
¾    გაგაცილებ, მარინაჩკა. მიგიყვან მანქანით და დავბრუნდები.
¾    კარგი, თუ არ შეწუხდები...
¾    მე მინდა, იმ ქუჩაზე გავიდეთ, - მაინტერესებს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ის სახლი.
¾    ნატალი თავს წამაცლის, ეს რომ გაიგოს.
¾    ამიტომაც მას არაფერს ვეტყვით.
მანქანამ სანაპიროსთან ჩაუხვია. რესტორან ,,მტკვართან“ სანდრომ მანქანა შეაჩერა და გადავიდა. ცოტახანს კარებში მდგომ მეტრდოტელს ელაპარაკებოდა. მერე ტაქსის მძღოლებს ელაპარაკა. მარინა მანქანაში ელოდებოდა.
¾    ის კაცი, რომელიც გურამს ჩაუჯდა ტაქსში, რესტორნიდან არ გამოსულა. შვეიცარი აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას, თვითონ მოუძებნიდა ტაქსს და დაეხმარებოდა. რაც შეეხება სხვა ტაქსის მძღოლებს, ერთს ახსოვს შავგვრემანი, 35 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც რესტორნის მხარიდან გამოვიდა და გურამს ჩაუჯდა მანქანაში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კაცი დიდხანს იდგა კუთხეში და არც სიმთვრალე ემჩნეოდა. ამ ტაქსის მძღოლმა, სხვათა შორის, კოორდინატები ჩავინიშნე, გიორგი სვანიძე. აგერ, აიღე, ტელეფონის ნომერიცაა მითითებული. გიორგი სვანიძეს  ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის კაცი მთელი საათი გურამის გამოჩენას ელოდა.  ის იმიტომ ფიქრობს ასე, რომ მან ორი მგზავრი წაიყვანა და რესტორანთან რომ დაბრუნდა, ის კაცი ისევ მოფარებულ კუთხეში იდგა მარტო.
¾    მადლობა, სანდრო, რაღაც ხელშესახები მაინც გვაქვს. კარგი, ეხლა ტაშკენტის ქუჩას ვეწვიოთ.
ტაშკენტის ქუჩაზე 23 სახლი მიტოვებულად გამოიყურებოდა. ჩამქრალი ფანჯრები, გაუვალი ბალახები ეზოში. სახლი მისასვლელი ქვაფენილით იყო მოკირწყლული. სანდრომ ჭიშკარი მოსინჯა. მართალია, ჭიშკარს უზარმაზარი კლიტე ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ რამდენიმე მარტივი მოძრაობის შემდეგ კლიტე იოლად გაიღო. შესასვლელთან, სადაც გურამის თქმით, სისხლით მოთხვრილი ქალი იწვა, წიღელი ფერის გამხმარი ლაქა ჩანდა. სანდრო დაიხარა და ლაქა პატარა დანით მოფხიკა და ცხვირთან მიიტანა.
¾    მარინა, ნახე, აშკარად საღებავის სუნი აქვს!
მერე  ეს ნაფხეკები პოლიეთილენის პატარა პაკეტში ჩაყარა და მარინას გაუწოდა.
¾    შეგიძლია, ექსპერტიზაზე წაიღო.
სახლის კარები დაკეტილი იყო.
¾    მოდი, მოვძებნოთ, შეიძლება სადმე სახლის გასაღები იყოს მიმალული, რადგან ასე ადვილად შეძლეს მისი გაღება. კარებს კი გატეხვის არავითარი კვალი არ ემჩნევა.
მარინას გასაოცრად, მართლა იდო გასაღები კარის თავზე, სპეციალურად გაკეთებულ ნიშაში.
კარები გააღეს და ფართო სასტუმრო ოთახში შევიდნენ.
¾    მიაქციე ყურადღება, - თქვა სანდრომ, - არსად მტვრის ნასახი არ არის. ჩანს, რომ სახლი ეხლახანს დაულაგებიათ.
******
მარინამ გურამის საცხოვრებელი სახლის კარებზე დააკაკუნა. კარები ქალმა გააღო.
¾    მაპატიეთ, გურამ საყვარელიძის დედა ბრძანდებით?
¾    დიახ. მობრძანდით.
ქალს დაღლილი და გატანჯული სახე ჰქონდა.
¾    ძალიან ვწუხვარ, იმ პრობლემების გამო, რაც თქვენს შვილს შეემთხვა. მინდოდა თქვენი ნახვა, რომ ცოტათი დამემშვიდებინეთ. გურამი ძალიან წუხს თქვენს გამო.
¾    თქვენ პოლიციიდან არ ხართ?
¾    არა, უბრალოდ, თქვენი შვილის მომსახურებით ვსარგებლობდი. ჩათვალეთ, რომ გურამი ჩემი პატარა მეგობარია.
ქალმა ყავა ისე მოიტანა, ნებართვა არც უთხოვია. ძალიან დაბნეული და უმწეო იყო.
¾    მინდოდა მეთქვა, რომ გურამი დამნაშავე არაა. მას სპეციალურად მოუწყვეს ყველაფერი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ სიმართლე გაირკვეს.
¾    დიდი მადლობა. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო.
¾    რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ ბოლო დროს.
¾    არ ვიცი. მგონი, ჩემი ბიჭი შეყვარებულია.
¾    რა არის აქ უცნაური. ახალგაზრდა კაცს ამ ასაკში ვინმე შეუყვარდეს.
ქალი გავიდა და სურათი შემოიტანა.
¾    ასეთი ქალი ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემი ბიჭისათვის. აი, თქვენ თვითონ ნახეთ, შეიძლება რამე მეშლება.
მარინამ სურათს დახედა. ეს იყო მოდელის გარეგნობის ქალიშვილის  სურათი.
¾    თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გურამი ამ ქალს იცნობდა?
¾    რასაკვირველია, ის ერთხელ ჩვენს სახლში სტუმრად იყო. მადონა ჰქვია სახელი.
¾    შეიძლება სურათს ავიღებ?
¾    კი, რა თქმა უნდა.
***
მარინა კოტია ბერიძის გასვენებაში წავიდა. ბევრი ხალხი იყო. კუბოს დამწუხრებული ქვრივი მოჰყვებოდა. მიცვალებულს შვილები არ ჰყავდა.
ნატალი სანდროსთან ერთად ქეთევანის ახლოს მიდიოდა,ლამაზი მოდელიც აქ იყო, ნინა რიჩი.
სალომე მაჩაბელი ლაზარე ჩხეიძეს მკლავში ხელგაყრილი მოჰყვებოდა.
ელდარ კაკაშვილი არ იყო, სასწრაფოდ საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. მისი გულთამპყრობელი, მანანა სარალიძე  ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილთან ერთად პროცესიას ბოლოში მოჰყვებოდა. გოგონები რაღაცას ჩურჩულებდნენ. მარინამ გოგონა იცნო. ეს იყო გურამის სურათზე გამოსახული ქალი.
მარინა მანანა სარალიძეს უკან ამოუდგა შეუმჩნევლად.
¾    წარმოგიდგენია, ქვრივი აბსოლუტურად ცარიელი დარჩა გაყრის შემდეგ, - თქვა მანანას თანამგზავრმა. -შეიძლება ითქვას, რომ ის ქვრივიც არ არის. მათი გაყრა კოტიას სიკვდილამდე ორი დღით ადრე შედგა.
¾    რას მელაპარაკები, მადონა, როგორ მოახერხა, რომ ცოლს ოცი წლის თანაცხოვრების შემდეგ არაფერი დაუტოვა, ეს ხომ ფანტასტიკაა!
¾                მიცვალებულს და მის მეუღლეს საქორწინო კონტრაქტი ჰქონდათ დადებული. ასე, ჩემო კარგო! - მადონა ავტორიტეტულად ლაპარაკობდა. ჩანდა, მიცვალებულის ინტიმური ცხოვრების წვრილმანებში კარგად იყო გარკვეული.
¾                არ თქვა, რომ ბერიძის ქონება სახელმწიფოს დარჩება! - თითქმის წამოიკივლა მანანამ. ჭკუაზე შეიშლები, თუ დაფიქრდები!
მარინას სანდრო მიუახლოვდა.
¾    ნატალი ცოტა ხანს კიდევ დარჩება. მოდი, წავიდეთ.
¾    წავედით. მე მანქანით ვარ.
¾    ჩემს მანქანას დედაჩემს დავუტოვებ. შენი მანქანით წამოვალ.
¾    მოსვენებას არ მაძლევს საუბარი, რომელიც შემთხვევით მოვისმინე ნატალის სალონის აივანზე. ლაზარე ჩხეიძე და ნინა რიჩი რაღაც საქმეზე საუბრობდნენ საიდუმლოდ. მომეჩვენა, ისინი საყვარლები არიან. ქალს პარალელურად კოტია ბერიძესთანაც ჰქონდა რომანი.
¾    ლაზარე ჩხეიძე?! ის ხომ ალფონსი და უხერხემლო კაცია.
¾    ჩემი აზრით, ჩხეიძე ძალიან კარგი მსახიობია. - მარინამ ნატალის სახლისაკენ შეუხვია. - არ შეგიძლია, გამიგო ნინა რიჩის ნამდვილი სახელი. მარტო სახელი კი არა, ყველაფერი. საიდან ჩამოვიდა და ასე შემდეგ. დედამისმა მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ ნინა გურამისთან სტუმრად იყო და ბიჭი ყურებამდეა შეყვარებული ამ ქალზე.
¾    ვნახოთ, შევეცდები. დედაჩემსაც ვკითხავ. თუ რამეს გავიგებ, დაგიკავშირდები.
¾    მართლა, ხომ არ იცი, ვინ იყო ის გოგონა, ჩემს წინ მანანა სარალიძესთან ხელგაყრილი რომ მიდიოდა?
¾    არ ვიცი, მაგრამ უპრობლემოდ გავიგებ. მანანას კარგად ვიცნობ.
¾    კარგი, სიხარულო. წავალ!..

***
მარინა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. კვირადღე იყო და გამოძინება უნდოდა. ძლივს გაახილა თვალები.
¾    მარინაჩკა, სანდრო ვარ. თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.
¾    კარგი, ყავას მოგიხარშავ.
სანდრო მართლაც თხუთმეტ წუთში მარინასთან იყო.
¾    ინფორმაციის საუკეთესო წყარო უახლოესი დაქალებია, თუ იცოდი ამის შესახებ?
¾    რაო, რა გაიგე?
¾    აღმოჩნდა რომ ნინა რიჩი, იგივე ნინო მესხიშვილი იგივე იმერული სოფლიდან არის წარმოშობით, საიდანაც განსვენებული კოტია ბერიძე იყო. რომ დედაჩემმა კოტიას თხოვნით მიიღო სააგენტოში და არ არის გამორიცხული, რომ ის კოტიას საყვარელი იყო.
¾    საინტერესოა... მერე ეგ რას გვაძლევს?
¾    ამ სოფელში ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ორი წელია არ მინახავს.  სტუმრად წავედი გუშინ.
¾    შენ მგონი, გამოუსწორებელი ავანტიურისტი ხარ. ჩემზე უარესიც კი.
¾    მოიცა, ავანტიურა ეხლა იქნება. აღმოჩნდა, რომ ნინას ორი წლის შვილი ჰყავს, ირაკლი. ბავშვის გვარი ბერიძეა. კოტიამ ოფიციალურად აღიარა თავისი მამობა ორი კვირის წინ. ასე რომ, ბავშვი კოტია ბერიძის ოფიციალური მემკვიდრეა. როგორ მოგწონს ეს ამბავი?
¾    ყოჩაღ, ძალიან მაგარი ხარ!
***
მარინამ სტატია მიიტანა რედაქციაში. მასში არავის გვარი არ იყო დასახელებული. ის უფრო ლიტერატურულ ნაწარმოებს ჰგავდა, ვიდრე კრიმინალურ ქრონიკას. მარინას მიზანი იყო, მიენიშნებინა დამნაშავეებისათვის, რომ მან ყველაფერი იცოდა. დილით ჟურნალი საგაზეთო კიოსკების ვიტრინებზე გამოჩნდა.

¾    შენ, რა ჭკუაზე შეიშალე? - ეს სანდრო რეკავდა. ვერ ხვდები, როგორი საშიშია ეს შენთვის?!
¾    მე ეს სპეციალურად გავაკეთე, რათა დამნაშავემ თავისი თავი გამოამჟღავნოს.
¾    სად ხარ ეხლა?
¾    ჩემი მანქანით სახლში მივდივარ.
¾    სტატიაში წერ, რომ ეს ამბავი რეალურ ადამიანებზეა და ამის დამადასტურებელი საბუთები სახლში გაქვს შენახული. ჯერ-ჯერობით არ აპირებ ყველაფერ ამის პოლიციაში გამჟღავნებას. ეს რაღამ დაგაწერინა?
¾    ისინი ალბათ, ჩემს სახლში შემოვლენ, რათა გაიგონ, რა საბუთები მოვიპოვე.
¾    ისინი შენც მოგკლავე, რატომ არ გესმის? სად ხარ ეხლა?
¾    სახლს ვუახლოვდები.
¾    გაჩერდი და დამელოდე. სანამ მე არ მოვალ, არაფერი მოიმოქმედო. იცოდე, არასოდეს გაპატიებ, თუ არ დამელოდები.
¾    კარგი, გელოდები.
სანდრო კარგახანს არ გამოჩენილა. როცა მოვიდა, მარტო არ იყო. მასთან ერთად პოლიციის კაპიტანი ელდარ ბებნაძე იყო.
¾    სანდრო მართალია, თქვენ საფრთხე გელოდებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა, სახლს მუდმივად უთვალთვალოს ჩვენმა თანამშრომელმა. ეხლა ადით სახლში, ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით. როცა დარეკავთ, რო ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ მაშინ წავალთ.
¾    მე მგონია, რომ სულმთლად ზედმეტი სიფრთხილეა, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, ჩემზე რომ ფიქრობთ. გაქვთ მეორე გასაღები?
¾    დიახ, ჩანთაში მაქვს.
¾    გასაღები სანდროს გადაეცი, თუ არ დარეკავ ხუთი წუთის განმავლობაში, სახლში შემოვალთ. ამის გარდა, ჩანთის სარჩულზე მოსასმენ ,,ხოჭოს“ დაგიმაგრებ, რომ მოვისმინოთ, რა ხდება თქვენთან.
¾    მგონი, ზედმეტი სიფრთხილეა.
¾  კარგი. წადით და ველოდები თქვენს ზარს.
მარინამ კარები გააღო და ჩამრთველს მისწვდა. უცებ უკნიდან ვიღაცამ მთელი ძალით ჩაარტყა კეფაში. მარინამ გრძნობა დაკარგა და იატაკზე დაეცა. აზრზე რომ მოვიდა, ხელ - ფეხ შეკრული სკამზე იჯდა. თავზე ორი ნიღბიანი ადამიანი ადგა, ქალი და კაცი. ქალმა დაილაპარაკა:
¾    ეხლავე გვეტყვი, რა საბუთებზე წერდი შენს სტატიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში წამებით ამოგხდით სულს.
ამ დროს კარებში გასაღების ჩხაკუნი გაისმა. სულ რამდენიმე წამში პოლიციელებმა მარინას სტუმრებს ბორკილები გაუკეთეს და ნიღბები მოხსნეს.
¾    საღამო მშვიდობისა, ბატონო ლაზარე, რატომ არ გამაფრთხილე, მშვენიერ მოდელთან, ნინა რიჩთან ერთად თუ აპირებდი ჩემთან მოსვლას.
¾    მე ამას ასე არ დავტოვებ! რა უფლებით გამიკეთეთ ბორკილები!
¾    თქვენ დაპატიმრებული ხართ მარინა მალანიაზე თავდასხმის გამო, აგრეთვე კოტია ბერიძის მოკვლის გამო. გთხოვთ, გამოგვყევით.
სანდრომ გაუთავისუფლა მარინას ხელები და ფეხები და ჩაეხუტა.

¾    ჩემო საყვარელო ნათლია, ჩემო მარინაჩკა! რომ არ დარეკე, შიშისაგან კინაღამ გული გამიჩერდა. მეორედ ასე აღარ გარისკო, ჩემო ლამაზო!

понедельник, 31 августа 2015 г.

რა არის ავადმყოფობა

 ადამიანი იბადება გარკვეული მემკვიდრეობით მიღებული და ცხოვრებაში გამომუშავებული უნარ–ჩვევებით. მას აქვს გარკვეული ტემპერამენტი, ხასიათი, ნიჭი, მიდრეკილება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეროვნებით, სიმდიდრით, საცხოვრებელი ადგილით, ტრადიციებით. საოცარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დიდი განსხვავებისა, ყველას აქვს ერთი საერთო თვისება: ერთი და იგივე სტრესი იწვევს ერთიდაიგივე ავადმყოფობას.
  ერთი წუთით შეწყვიტე კითხვა და გაიაზრე. დაავადებას იწვევს სტრესი და არა სიცივე, ტრამვა, ან სხვა გარე ფაქტორი. ავადმყოფობა იწყება ჩვენს გონებაში. მხოლოდ ჩვენი აზროვნება შეიძლება გახდეს ნებისმიერი ავადმყოფობის წარმოშობის მიზეზი.
  სხვადასხვა სტრესი სხვადასხვა დაავადებას იწვევს. რა თქმა  უნდა, პირველივე უარყოფითი ემოცია დაავადების მიზეზი ვერ გახდება. ნებისმიერ სტრესს თავისი ორგანო აქვს, სადაც მოთმინების ფიალა ივსება წვეთ–წვეთად. ერთ ბედნიერ დღეს ფიალა ბოლომდე აივსება და ადამიანი იტყვის: დამთავრდა, მეტი აღარ შემიძლია, მეტი აღარ მინდა და ეს წუთი უკვე ავადმყოფობის დაწყების წუთია.
  მეორე საოცარი რამ, რისი შეტყობინებაც შენთვის მინდა დღეს არის შემდეგი: ავადმყოფობა, ყველაზე საშინელიც კი, როგორც შევიდა სხეულში ჩვენი ტანჯული ფიქრებით, ასევე შეიძლება გამოვიდეს იქიდან ჩვენი ფიქრებით, რომელიც ნებისმიერ სტრესულ სიტუაციას, ნებისმიერ პიროვნებას და მოვლენას, რომლებმაც ჩვენში უარყოფითი ემოცია და ტანჯვა გამოიწვია, ათავისუფლებს ჩვენი სხეულიდან პატიების საშუალებით.
   პატიება მხოლოდ სიტყვა არ არის ეს არის უდიდესი საჩუქარი, რაც ღმერთმა აჩუქა კაცობრიობას.რა თქმა უნდა, სტრესი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გროვდებოდა სხეულში, ერთი პატიებით ვერ გამოვა იქიდან. პატიების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მაგრამ მერწმუნე, ამ შრომის შედეგი სასწაულს ჰგავს, რომელიც ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას და ბედნიერებას ჩუქნის.
   თუ დაინტერესდი, ყურადღებით იყავი. შემდეგი პუბლიკაციები ამ საკითხზე გაცილებით საინტერესო იქნება.
       მომწერე ნებისმიერ საკითხზე. დიდი სიამოვნებით გიპასუხებ.  
  

понедельник, 20 апреля 2015 г.

ყურთასმენა

  ადამიანს მრავალი სტრესი აქვს. მათ შორის ყველაზე დამანგრეველი სირცხვილია. ბავშვს არცხვენენ მოსიყვარულე მშობლები იმისათვის, რომ დაიმორჩილონ და ვერ ამჩნევენ, როგორ კვდება რაღაც ბავშვში სირცხვილის განცდის შემდეგ. სირცხვილმა შეიძლება ორგანოების სიცოცხლისუნარიანობა და ფუნქციები დააზიანოს ან საერთოდ გაანადგუროს.
  სმენა ზიანდება, როცა ბავშვს არცხვენენ, რომ ის ისმენს უფროსების საუბარს. ბავშვს რაც უფრო მეტად ეშინია შერცხვენის, მით უფრო მეტი სასირცხვილო რაღაც ესმის. მას საშინლად რცხვენია, რომ ეს მოისმინა. ის, რაც მოისმინა ყურებით, უნდა გამოვიდეს პირის საშუალებით იმისათვის, რომ მიღებულმა ინფორმაციამ არ დაბლოკოს სასმენი ნერვები. მაგრამ ბავშვმა იცის, რომ ამ ყველაფრის თქმა სირცხვილია. რაც უფრო მეტად არწმუნებენ ბავშვს, რომ სისულელეებს ლაპარაკობს, მით ნაკლებს ლაპარაკობს ის. 
  თუ თქვენ გრცხვენიათ იმის მოსმენა, რასაც გეუბნებიან, ეს კიდევ არა არის მიზეზი, რომ სმენა დაგიქვეითდეთ. როცა გაათავისუფლებთ თქვენს სირცხვილს, მიხვდებით, რომ თქვენმა სირცხვილის გრძნობამ პროვოცირება გაუწია მოსაუბრეს, საგნებისათვის თავისი სახელი დაერქმია. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენში ემოციას იწვევს, რაღაცის სწავლება უნდა თქვენთვის. 
  ადამიანმა უპორველეს ყოვლისა საკუთარ გულისხმას უნდა მოუსმინოს და მერე სხვებს. ის, რაც სხვებისაგან გვესმის, საკუთარ გულისხმასთან უნდა შევაჯეროთ, რათა გავითავისოთ მოსმენილის აზრი.
  რაც უფრო ხშირად არცხვენენ ბავშვს, მით უფრო არ ესმის საკუთარი შინაგანი ხმა. გამგონე ბავშვის აღზრდა ნიშნავს მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას. რაც უფრო მეტია ადამიანში პასუხისმგებლობა, მით ნაკლებად ესმის მას საკუთარი თავის და გადაიქცევა მონად, ნივთად, ავტომატად. 
  აღზრდა სირცხვილის გამოყენებით ბავშვში პიროვნების განადგურებას იწვევს.

fsiqologia : პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება

fsiqologia : პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება:   სურვილი, სხვას მოვაწონოთ თავი– ძალიან ძლიერია ადამიანებში. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანისათვის გინდოდათ თავი მოგეწონებინათ. დედა, მამა, ბე...