ადამიანი იბადება გარკვეული მემკვიდრეობით მიღებული და ცხოვრებაში გამომუშავებული უნარ–ჩვევებით. მას აქვს გარკვეული ტემპერამენტი, ხასიათი, ნიჭი, მიდრეკილება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ეროვნებით, სიმდიდრით, საცხოვრებელი ადგილით, ტრადიციებით. საოცარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დიდი განსხვავებისა, ყველას აქვს ერთი საერთო თვისება: ერთი და იგივე სტრესი იწვევს ერთიდაიგივე ავადმყოფობას.
ერთი წუთით შეწყვიტე კითხვა და გაიაზრე. დაავადებას იწვევს სტრესი და არა სიცივე, ტრამვა, ან სხვა გარე ფაქტორი. ავადმყოფობა იწყება ჩვენს გონებაში. მხოლოდ ჩვენი აზროვნება შეიძლება გახდეს ნებისმიერი ავადმყოფობის წარმოშობის მიზეზი.
სხვადასხვა სტრესი სხვადასხვა დაავადებას იწვევს. რა თქმა უნდა, პირველივე უარყოფითი ემოცია დაავადების მიზეზი ვერ გახდება. ნებისმიერ სტრესს თავისი ორგანო აქვს, სადაც მოთმინების ფიალა ივსება წვეთ–წვეთად. ერთ ბედნიერ დღეს ფიალა ბოლომდე აივსება და ადამიანი იტყვის: დამთავრდა, მეტი აღარ შემიძლია, მეტი აღარ მინდა და ეს წუთი უკვე ავადმყოფობის დაწყების წუთია.
მეორე საოცარი რამ, რისი შეტყობინებაც შენთვის მინდა დღეს არის შემდეგი: ავადმყოფობა, ყველაზე საშინელიც კი, როგორც შევიდა სხეულში ჩვენი ტანჯული ფიქრებით, ასევე შეიძლება გამოვიდეს იქიდან ჩვენი ფიქრებით, რომელიც ნებისმიერ სტრესულ სიტუაციას, ნებისმიერ პიროვნებას და მოვლენას, რომლებმაც ჩვენში უარყოფითი ემოცია და ტანჯვა გამოიწვია, ათავისუფლებს ჩვენი სხეულიდან პატიების საშუალებით.
პატიება მხოლოდ სიტყვა არ არის ეს არის უდიდესი საჩუქარი, რაც ღმერთმა აჩუქა კაცობრიობას.რა თქმა უნდა, სტრესი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გროვდებოდა სხეულში, ერთი პატიებით ვერ გამოვა იქიდან. პატიების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მაგრამ მერწმუნე, ამ შრომის შედეგი სასწაულს ჰგავს, რომელიც ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას და ბედნიერებას ჩუქნის.
თუ დაინტერესდი, ყურადღებით იყავი. შემდეგი პუბლიკაციები ამ საკითხზე გაცილებით საინტერესო იქნება.
მომწერე ნებისმიერ საკითხზე. დიდი სიამოვნებით გიპასუხებ.