понедельник, 20 апреля 2015 г.

პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება

  სურვილი, სხვას მოვაწონოთ თავი– ძალიან ძლიერია ადამიანებში. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანისათვის გინდოდათ თავი მოგეწონებინათ. დედა, მამა, ბებია, მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი, შვილი, ქმარი... ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გავაგრძელოთ. გინდათ მოსწონდეთ ძაღლს, კატას, ძროხას... ვისიც გეშინია, განსაკუთრებით მას აწონებთ თავს. 
  რატომ აწონებთ თავს იმას, ვისიც გეშინიათ? იმიტომ, რომ გგონიათ, რომ ამ შემთხვევაში ის ხელს არ გახლებთ. თუმცა ეს დამამცირებელია და იწვევს ფარულ ბრაზს. 
  სურვილი–თავი მოაწონო ადამიანს  გამოსავლის მოძებნისაკენ უბიძგებს. ერთ–ერთი ასეთი გამოსავალი პოზიტიური აზროვნებაა. მისი ანტიპოდია ნეგატიური აზროვნება. ალბათ, კარგად იცით, რომ პოზიტიურად მოაზროვნე ყველგან კარგს ხედავს, ნეგატიურად მოაზროვნე–ცუდს. როგორც ამბობენ, ერთიდაიგივე წყლიანი ჭიქა პოზიტიურად მოაზროვნესათვის ნახევრად სავსეა, ნეგატიურად მოაზროვნესათვის–ნახევრად ცარიელი.
  "ყველაფერი კარგი მინდა"– ეს პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანის დევიზია. ის თვლის, რომ კარგი ადამიანია, იმიტომ რომ ყველასთვის კარგი უნდა. სულიერი სისავსე მატერიალიზდება სხეულის სისავსეში. მსუქანი ადამიანი ყოველთვის კარგ ადამიანად ითვლებოდა. თვალში გხვდება მისი ზოგჯერ არალოგიკური ბედნიერი ღიმილი და სითბო. ხშირად ეს ყველაფერი ხდება ცუდის არშემჩნევის, დაფარვის ხარჯზე. ნებისმიერი მოვლენა შედგება ცუდისგან და კარგისგან. ხილული კარგის მიღმა ყოველთვის იმალება ფარული ცუდი. ეს სასიამოვნო ადამიანი სავსებით სხვანაირია საკუთარ თავთან ან ოჯახის წევრებთან. აქ მას შეუძლია გადმოანთხიოს დაგროვებული ნეგატივი, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს იგი  არჩენს, ისინი ვალდებულები არიან უყვარდეთ იგი და სულაც არ არის საჭირო, თავი მოაწონო მათ. ის თვლის, რომ ახლობლების გადაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ ის უფრო კარგი ადამიანი გამოჩნდეს გარშემომყოფების თვალში
    ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა ცუდი. მინდა კარგი და არ მინდა ცუდი
თავისი არსით ერთი და იგივეა. განსხვავებაა მხოლოდ გამოხატვის ფორმაში. ამიტომ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის კარგ ფორმაშია, არ იმატებს წონაში. თუ სახეზეა ცუდი, ეს ნიშნავს, რომ მის მიღმა იფარება ფარული კარგი. პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი სასიამოვნოა ურთიერთობაში. ის ყოველთვის ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ არაფერს აკეთებს. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, ცუდი გადააკეთოს კარგად, ამიტომ დაუღლელად მუშაობს.
  რომ შეგვეძლოს, ცოტა შევამციროთ ჩვენი პოზიტივი და აგრეთვე ცოტათი ნეგატივი, მივიღებდით ნორმალური ცხოვრების შანსს. რადგან არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის შეცვლა, ამას ჩვენს მაგივრად ცხოვრება აკეთებს. 
  ნორმაზე მეტად დაგროვილი პოზიტივი ნეგატივად გადაიქცევა. თუ ადამიანისათვის იყოს კარგი – სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, ის მალავს თავის ცუდს და ავად ხდება. ავად ხდება ცუდი ადამიანიც, თუ ხვდება, რომ მის კარგს ვერავინ ხედავს.

среда, 4 марта 2015 г.

პატიება

ადამიანის ცნობიერება საწყობივითაა. წლების განმავლობაში ადამიანი ამ საწყობში ინახავს ბავშვობის მოგონებებს, ათასგვარ წყენას, სტრესს. ბევრი რამ თვითონ შეიძლება აღარ ახსოვდეს, მაგრამ ის, რაზეც მძაფრი უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, არსად არ იკარგება. ის, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, ძლიერდება, როცა ადამიანს განმეორებით მსგავსი სტრესი ხვდება. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ მას შეხვდა რამე საწყენი, თუ თავისი ისტორიის მსგავსი ტელევიზორით მოისმინა, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიგო. როცა რომელიმე სტრესს კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და ადამიანი იტყვის, საკმარისია, აღარაფერი მაინტერესებს და აღარაფრის მოთმენას აღარ ვაპირებო, იწყება დაავადება.
დამტკიცებულია, განსხვავებული სქესის, სოციალური მდგომარეობის, სიმდიდრის ან ასაკის ადამიანები ავადდებიან ერთი და იგივე ავადმყოფობით, თუ მათ აქვთ ერთნაირი სტრესი.
არავინ იცის, როდის აფეთქდება ჩვენი დენთით დატენილი ცნობიერება. ზოგჯერ ერთი, შემთხვევით წაკითხული ფრაზა შეიძლება აღმოჩნდეს ის ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აავსებს და მერე ყველას უკვირს, რატომ დაემართა ადამიანს ინფარქტი ან რაღაც სხვა უბედურება.
დავიწყება არ ნიშნავს ცნობიერების გასუფთავებას.
არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება ცნობიერების გასასუფთავებლად. ეს არის პატიება. პატიება ღმართის საჩუქარი და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ამქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, პატიების არქონა. ამის გამო ყველა ვისჯებით ავადმყოფობით. იმიტომ კი არ უნდა ვაპატიოთ, რომ ეკლესია ამას მოითხოვს ჩვენგან, არც იმისათვის, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ გავათავისუფლოთ ცნობიერება და ჩვენი ცხოვრება ცუდისაგან. ჩვენი პატიება უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ გვჭირდება.
პატიებას თავისი წესი აქვს. ჩემი მე დაკავშირებულია სტრესთან და ჩემს სხეულთან, რომელის სტრესის გამო იტანჯება. გამოდის, სამნი ვართ: სტრესი–მე–ჩემი სხეული. ამიტომაც პატიებაც სამმაგი უნდა იყოს, იმისათვის, რომ გავწყვიტო კავშირი სტესსა და მეს, მეს და ჩემს სხეულს შორის.
ამქვეყნად ყველაფერს თავისი წესი აქვს. იმდენად, რამდენადაც სტრესი ჩემში სიტყვებით შემოვიდა, სიტყვებითვე უნდა მოვახერხო მისი გათავისუფლება. გათავისუფლებული სტრესი სიყვარულად გადაიქცევა. საერთოდ, სტრესი არის ის ემოცია, რაც ჩემთვის გაუგებარი დარჩა. გათავისუფლება ნიშნავს, რომ ეს საკითხი ჩემთვის უკვე გასაგებია. ამიტომაც სტრესს აღარ სჭირდება, რომ დარჩეს ჩემთან და ჭკუა მასწავლოს.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ იმისათვის, რომ სტრესი გავათავისუფლოთ, მას უნდა დაველაპარაკოთ. გეთანხმებით, რომ ეს ნაწერი ბოდვას ჰგავს, მაგრამ სცადეთ და დარწმუნდებით, რომ სტრესთან დალაპარაკების მეთოდი წარმატებით მუშაობს.
სტრესისაგან გათვისუფლებას ვახდენთ შემდეგი ფორმულირებით:
  1. მივმართავთ სტრესს: მაპატიე, რომ ამ ზომამდე გაგზარდე. მაპატიე, რომ ჩემი არასწორი აზროვნებით მოგიზიდე. გათავისუფლებ და წარმატებას გისურვებ
  2. მივმართავ მესგან: მეც გპატიობ, რომ ჩემთან მოხვედი. გათავისუფლებ ჩემგან.
  3. მაპატიე, ჩემო სხეულო, რომ ამ ყველაფრით ასეთი ტანჯვა მოგაყენე.
თუ მთელი სერიოზულობით და გულწრფელად ატარებთ პატიების პროცესს, სხეულიდან რაღაც ენერგიის გადინებას იგრძნობთ და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ
მაგალითი ჩემი ცხოვრებიდან:
როდესგაც ერთმა ნაცნობმა ორაზროვანი კომპლიმენტი მითხრა. სიტყვები საკმაოდ უწყინარი იყო, მაგრამ ფარული აზრი იმალებოდა მათში.  გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვითომ ვერ მივხვდი.  ზრდილობიანად გავუღიმე და დავემშვიდობე. ღამით საშინელმა ყურის ტკივილმა გამაღვიძა. თან იმ ადამიანის სიტყვები მიტრიალებდა თავში. დავიწყე პატიება. დაახლოებით 15–20 წუთი ველაპარაკებოდი ჩემს სტრესს. რა თქმა უნდა, რომ არ მომხათრებოდა და მაშინვე გამეცა პასუხი, არაფერი ამტკივდებოდა. ცოტა ხანში ყურის ტკივილმა გამიარა და ჩამეძინა. დამერწმუნეთ, არც მანამდე და არც ამის შემდეგ მე ყური არ ამტკივნია. ეგ კი არა, ისე გულმოდგინედ ვაპატიე, რომ დღემდე ვიხსენებ და ვერაფრით გამიხსენებია, ზუსტად რა სიტყვები მითხრა იმ პიროვნებამ

ადამიანის ცნობიერება ბოლომდე არ არის შესწავლილი. ჩემი მეგობრული რჩევაა, რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, სცადეთ, გაათავისუფლეთ სტრესები და გახდით ბედნიერი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

понедельник, 23 февраля 2015 г.

რისთვის გვიყვარს ჩვენი კაცები?

გვისრულებენ კაპრიზებს

სიყვარულს გვიხსნიან გულისამაჩუყებლად

მათ გამო გმირობასაც ჩავიდენთ

ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი ხელებით

მხარში გვიდგანან, როცა რაღაც ახალს მოვიგონებთ

გვანებივრებენ სურპრიზებით

ჩვენს ცხოვრებას რომანტიკით ავსებენ

უფრო უკეთესები ვგონივართ, ვიდრე სინამდვილეში ვართ

მოგვწერეთ, თქვენ რისთვის გიყვართ თქვენი მამაკაცი?!

воскресенье, 9 ноября 2014 г.

სურათები გამოფენიდან

ხანდახან, არც თუ ისე ცუდია, გააკეთო შესვენება შენს სამუშაო გრაფიკში და პირადად შეეხო ხელოვნების სამყაროს.
ოგიერთი ჩვენგანი მიდის კონცერტებზე ან სპექტაკლებზე, ზოგიერთები ცეკვავენ ან უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, სხვები სცდიან თავს სხვადასვხა ხელობაში. და რა თქმა უნდა ყოველთვის არის შესაძლებლობა წახვიდე მუზეუმში...
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მუზეუმში ერთ–ერთი სურათის წინ, ხელები ზურგზე გაქვთ შემოწყობილი და ცდილობთ ჩასწვდეთ მხატვრის ჩანაფიქრს.
ამ დროს თქვენთან მოდის სრულიად უცნობი ადამიანი და რაღაცას გეუბნებათ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას გეუბნებათ ეს ადამიანი?
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".

გასაღები ტესტისთვის „სურათები გამოფენიდან“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

როცა თქვენ მოულოდნელად გამოგესაუბრებათ უცნობი, ყოველთვის წარმოიშობა სიფრთხილის და მოლოდინის შერეული გრძნობები.
ამ გამოგონილ სცენარში სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს უცნობი, სინამდვილეში გამოხატავს იმას თუ როგორ რეაგირებთ თქვენ სხვა ადამიანებთან შემთხვევით შეხვედრებზე. თქვენი პასუხები  ხსნიან თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე პირველად შეხვედრის დროს.
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
თქვენი მეგობრული და პოზიტიური ხასიათი ახდენს დიდებულ შთაბეჭდილებას პრაქტიკულად ყველაზე, ვისაც კი ხვდებით. ერთადერთი საზრუნავი თქვენთვის შეიძლება იყოს ის, რომ თავიდან ადამიანებმა შეიძლება სერიოზულად არ აღგიქვან.
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
თქვენ ეკუთვნით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ სხვა ადამიანის ტემპერამენტი მანამდე, სანამ შევლენ მასთან კომუნიკაციაში. ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ თქვენი ყოყმანი და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მათ რეაქციაზე. ასეთი წინდახედული მიდგომით თქვენ არასდროს არ დააბიჯებთ არავის ფეხზე, მაგრამ შეიძლება დაამთავროთ იმით, რომ იცხოვრებთ მუდმივად სხვების პირობებით.
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
ადამიანების ნახევარი თქვენ აღგიქვამთ როგორც სავსებით ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მეორე ნახევრისთვის თქვენ გამოიყურებით ცოტა უცნაურად. პირველი შეხვედრით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ცხოვრობთ საკუთარი რითმით და ხართ  პიროვნება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ექსცენტრიკული. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას შეიძლება  ფიქრობდენ ან გრძნობდენ სხვები. მიუხედავად იმისა, ცუდია ეს თუ კარგი, სწორედ ამაშია თქვენი საიდუმლო.
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".
პირველი შეხვედრის დროს თქვენ ახდენთ ცოტა ნერვიული და ზედმეტად აქტიური ადამიანის შთაბეჭდილებას. შეიძლება თქვენ ძალიან ცდილობთ  მოაწონოთ სხვებს თავი, მაგრამ რაც უფრო ძლიერ ეცდებით, მით უფრო ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნუ შფოთავთ ასე ძლიერ იმაზე, რომ ადამიანები თქვენზე ფიქრობდნენ კარგად, თქვენ მოეწონებით მათ უფრო მაშინ, თუ უბრალოდ  მოდუნდებით და დამშვიდდებით.

გისურვებთ წარმატებებს!

ტესტი ლურჯი ჩიტი.

ერთხელ მოულოდნელად თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით შავი ფერის.
და აი გათენდა მეხუთე დღე. რა ფერისაა ჩიტი?
1. ჩიტი არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.
2. უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.
3. ხდება თეთრი ფერის.
4. ხდება ოქროსფერი.

გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ჩიტი“

ოთახში  შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენ შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ რეაგირებთ  ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.
1. ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ  ფიქრობთ, რომ თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
შეიძლება თქვენთვის აუცილებელია იფიქროთ შემდეგი გასაღებით: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.
2. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, არიან პრაქტიკული ოპტიმისტები.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება – ეს არის კარგისა და ცუდის ნაზავი და საჭიროა ამ რეალობის შეგუება. თქვენ ხვდებით უსიამოვნებებს მშვიდად და უფლებას აძლევთ საგნებს იარონ თავიანთი რიგით ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კატასტროფების ტალღები, არ მისცეთ რა მათ საშუალება თან გაგიყოლონ.
3. ისინი, რომლებმაც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, წნეხის ქვეშაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს შფოთვაზე და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა ვითარდება კრიზისი. როცა სიტუაცია ხდება საკმაოდ ცუდი, თქვენ გრძნობთ, რომ ჯობია დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და ეძებოთ სხვა გზა საკუთარი მიზნისკენ, ვიდრე გაეხვიოთ შარში, რომელიც არავის არ სჭირდება.
ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თითქოსდა ყველაფერი ხდება ბუნებრივად და თქვენებურად.
4. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი გახდა ოქროსფერი – შეიძლება აღვწეროთ სიტყვით „უშიშარი“.
თქვენ არ იცით რა არის წნეხი. თქვენთვის ნებისმიერი კრიზისი – ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „… შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.“
მაგრამ იყავით ფრთხილად, არ მისცეთ უფლება თქვენს უსაზღვრო თავდაჯერებულობას, რომ გაჯობოთ. სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.