ხანდახან, არც თუ ისე ცუდია, გააკეთო შესვენება შენს სამუშაო გრაფიკში და პირადად შეეხო ხელოვნების სამყაროს.
ზოგიერთი ჩვენგანი მიდის კონცერტებზე ან სპექტაკლებზე, ზოგიერთები ცეკვავენ ან უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, სხვები სცდიან თავს სხვადასვხა ხელობაში. და რა თქმა უნდა ყოველთვის არის შესაძლებლობა წახვიდე მუზეუმში...
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მუზეუმში ერთ–ერთი სურათის წინ, ხელები ზურგზე გაქვთ შემოწყობილი და ცდილობთ ჩასწვდეთ მხატვრის ჩანაფიქრს.
ამ დროს თქვენთან მოდის სრულიად უცნობი ადამიანი და რაღაცას გეუბნებათ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას გეუბნებათ ეს ადამიანი?
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".
გასაღები ტესტისთვის „სურათები გამოფენიდან“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
როცა თქვენ მოულოდნელად გამოგესაუბრებათ უცნობი, ყოველთვის წარმოიშობა სიფრთხილის და მოლოდინის შერეული გრძნობები.
ამ გამოგონილ სცენარში სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს უცნობი, სინამდვილეში გამოხატავს იმას თუ როგორ რეაგირებთ თქვენ სხვა ადამიანებთან შემთხვევით შეხვედრებზე. თქვენი პასუხები ხსნიან თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე პირველად შეხვედრის დროს.
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
თქვენი მეგობრული და პოზიტიური ხასიათი ახდენს დიდებულ შთაბეჭდილებას პრაქტიკულად ყველაზე, ვისაც კი ხვდებით. ერთადერთი საზრუნავი თქვენთვის შეიძლება იყოს ის, რომ თავიდან ადამიანებმა შეიძლება სერიოზულად არ აღგიქვან.
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
თქვენ ეკუთვნით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ სხვა ადამიანის ტემპერამენტი მანამდე, სანამ შევლენ მასთან კომუნიკაციაში. ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ თქვენი ყოყმანი და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მათ რეაქციაზე. ასეთი წინდახედული მიდგომით თქვენ არასდროს არ დააბიჯებთ არავის ფეხზე, მაგრამ შეიძლება დაამთავროთ იმით, რომ იცხოვრებთ მუდმივად სხვების პირობებით.
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
ადამიანების ნახევარი თქვენ აღგიქვამთ როგორც სავსებით ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მეორე ნახევრისთვის თქვენ გამოიყურებით ცოტა უცნაურად. პირველი შეხვედრით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ცხოვრობთ საკუთარი რითმით და ხართ პიროვნება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ექსცენტრიკული. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას შეიძლება ფიქრობდენ ან გრძნობდენ სხვები. მიუხედავად იმისა, ცუდია ეს თუ კარგი, სწორედ ამაშია თქვენი საიდუმლო.
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".
პირველი შეხვედრის დროს თქვენ ახდენთ ცოტა ნერვიული და ზედმეტად აქტიური ადამიანის შთაბეჭდილებას. შეიძლება თქვენ ძალიან ცდილობთ მოაწონოთ სხვებს თავი, მაგრამ რაც უფრო ძლიერ ეცდებით, მით უფრო ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნუ შფოთავთ ასე ძლიერ იმაზე, რომ ადამიანები თქვენზე ფიქრობდნენ კარგად, თქვენ მოეწონებით მათ უფრო მაშინ, თუ უბრალოდ მოდუნდებით და დამშვიდდებით.
გისურვებთ წარმატებებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий