ერთხელ მოულოდნელად თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით შავი ფერის.
და აი გათენდა მეხუთე დღე. რა ფერისაა ჩიტი?
1. ჩიტი არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.
2. უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.
3. ხდება თეთრი ფერის.
4. ხდება ოქროსფერი.
გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ჩიტი“
ოთახში შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენ შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ რეაგირებთ ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.
1. ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
შეიძლება თქვენთვის აუცილებელია იფიქროთ შემდეგი გასაღებით: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.
2. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, არიან პრაქტიკული ოპტიმისტები.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება – ეს არის კარგისა და ცუდის ნაზავი და საჭიროა ამ რეალობის შეგუება. თქვენ ხვდებით უსიამოვნებებს მშვიდად და უფლებას აძლევთ საგნებს იარონ თავიანთი რიგით ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კატასტროფების ტალღები, არ მისცეთ რა მათ საშუალება თან გაგიყოლონ.
3. ისინი, რომლებმაც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, წნეხის ქვეშაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს შფოთვაზე და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა ვითარდება კრიზისი. როცა სიტუაცია ხდება საკმაოდ ცუდი, თქვენ გრძნობთ, რომ ჯობია დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და ეძებოთ სხვა გზა საკუთარი მიზნისკენ, ვიდრე გაეხვიოთ შარში, რომელიც არავის არ სჭირდება.
ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თითქოსდა ყველაფერი ხდება ბუნებრივად და თქვენებურად.
4. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი გახდა ოქროსფერი – შეიძლება აღვწეროთ სიტყვით „უშიშარი“.
თქვენ არ იცით რა არის წნეხი. თქვენთვის ნებისმიერი კრიზისი – ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „… შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.“
მაგრამ იყავით ფრთხილად, არ მისცეთ უფლება თქვენს უსაზღვრო თავდაჯერებულობას, რომ გაჯობოთ. სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.
Комментариев нет:
Отправить комментарий