1939 წელს იოვას შტატის ქალაქ დევენპორტში იოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ვენდელ ჯონსონმა ექსპერიმენტში დამხმარედ თავისი ერთ-ერთი სტუდენტი, მარია ტიუდორი აირჩია. მათ აიყვანეს 22 უსახლკარო ობოლი ბავშვი და გაყვეს ორ ნაწილად. ერთ ნახევარს მარია თბილი და საალერსო სიტყვებით მიმართავდა, მეორეს კი ნეგატიურად და აგრესიულად. უმეორებდა, რომ ისინი არავის სჭირდებოდა და მათ დანახვაზე ყველას ზიზღი ერეოდა. ამ ნახევარს მალე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და ბევრმა გამართულად ლაპარაკის უნარიც დაკარგა. პროფესორის სახელი რომ არ შებღალულიყო, ექსპერიმენტის შესახებ ინფორმაცია კაი ხნით გასაიდუმლოებული იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий