вторник, 21 октября 2014 г.

არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

    ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით ფარმაციის დარგს, თუმცა არაეთიკური მაგალითები აქაც გვაქვს. 1969 წელს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში მაიმუნებსა და ვირთხებს ნარკოტიკებით “ჭყიპავდნენ” – მორფინი, ალკოჰოლი, კოკაინი, კოდეინი, ამფეტამინი. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ, ნარკოტიკი ფსიქიკაზე რა გავლენას ახდენს. ზოგიერთ მაიმუნზე ისე იმოქმედა ნარკოტიკმა, რომ გაქცევა მოინდომეს, მაგრამ უშედეგოდ და ბევრმა კიდურები დაიზიანა. მაიმუნებს, რომლებსაც კოკაინი მისცეს, კრუნჩხვები დაეწყოთ და ჰალუცინაციების გამო ბევრმა საკუთარი თითების ჭამა დაიწყო. მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინი მიიღო, მკლავებიდან და მუცლიდან კანი აიხლიჩა. ის მაიმუნები კი, რომლებსაც კოკაინისა და მორფინის ნარევს აძლევდნენ, 2 კვირაში კვდებოდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий