вторник, 21 октября 2014 г.

არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

   1920 წელს ჯონ უოტსონმა მოინდომა გაერკვია, შიში ადამიანს თანდაყოლილად აქვს თუ შემდეგ იძენს. მან იშვილა 9 თვის ობოლი ბიჭი, რომელსაც ალბერტი დაარქვა. ალბერტი იზრდებოდა კურდღლებთან, ვირთხებთან, მაიმუნებთან ერთად. ოთახებში ასევე მრავლად იყო საშიში ნიღბები, დამწვარი ნივთები. ბავშვი ცხოველებს ეთამაშებოდა და არანაირ შიშს არ ამჟღავნებდა. ერთხელ, როცა ალბერტი ვირთხას ეთამაშებოდა, უოტსონმა რკინის ნაჭერს ურო დაარტყა, რათა მაღალი ხმა მიეღო. ბავშვს შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ეს მეორდებოდა ყოველთვის, როცა ბავშვი ვირთხასთან თამაშს მოინდომებდა. ალბერტმა მალე გააიგივა ხმაური თეთრ ვირთხასთან და აღარ ეკარებოდა. მას შიში გაუჩნდა ყველაფრის მიმართ, რაც ფაფუკი ან თეთრი იყო. საბოლოოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ხანგრძლივი მკურნალობა გახდა საჭირო.

Комментариев нет:

Отправить комментарий