пятница, 7 ноября 2014 г.

გაიგე შენი ხასიათი ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით


გაიგე შენი ხასიათი ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით
იცოდით, რომ ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით ადამიანის ხასიათის თავისებურებების გარკვევაა შესაძლებელი?
იმისათვის, რომ ეს ტესტი გაიაროთ:

1. წაისვით თქვენი საყვარელი პომადა;

2. დატოვეთ ფურცელზე თქვენი ტუჩის ანაბეჭდი;

3. შეადარეთ მიღებული ანაბეჭდი მოცემულ მაგალითებს და წაიკითხეთ პასუხები.

1. თავისუფალი და მტკიცე
კომუნიკაბელური და ენერგიული ხართ, დაბადებიდან ორატორი.
ლიდერი ბრძანდებით, რომელსაც მყარი მტკიცებულებები აქვს და შეუდარებელი შინაგანი სიძლიერე.
გამოგარჩევთ ცხოვრებისადმი განსაკუთრებული მიდგომა და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტი ცოდნა.

2. პრიმადონა
თქვენი ქარიზმა ვერავის ტოვებს გულგრილს.
გიყვართ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ზუსტად იცით, როგორ მიიპყროთ გარშემომყოფების ყურადღება.
გიყვართ ბრძოლა და გამარჯვება.
აფასებთ იუმორის გრძნობას ადამიანებში და ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს მსუბუქად ეკიდებით.

3. შემოქმედებითი პიროვნება
შესანიშნავი წარმოსახვის უნარით გამოირჩევით, გიყვართ რისკი და გახსნილი ხართ გარშემომყოფების მიმართ.
მგრნობიარე ადამიანი ხართ და გიყვართ სიცოცხლე. თვითდისციპლინა, რა თქმა უნდა, თქვენი კოზირი არ არის.
ემოციური ხართ და განსაკუთრებული სიფრთხილით და გულისყურით ეკიდებით საკუთარ საქმეს და იდეებს, რომლების სისწორისაც მყარად გჯერათ.

4. მომხიბვლელი ჰიპი

თქვენი დამახასიათებელი ნიშანი გონებამახვილობაა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და სტილის შეგრძნება. თქვენ – თვით მომხიბვლელობა ხართ.
გიყვართ ხელოვნება და ზოგადად, შემოქმედების ნებისმიერი გამოვლინება.
გაცნობიერებული გაქვთ, რომ ტვინის ვარჯიშიც ისევე აუცილებელია, როგორც სხეულის.
დარმწუნებული ხართ, რომ ჭკუა, სხეული და გული მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
სიმართლისმოყვარე ხართ და უსამართლობაზე არასოდეს ხუჭავთ თვალს.

5. ფრთხილად, ზედმეტად ფაქიზი პიროვნება!

ზედმეტად განვითარებული გაქვთ ინტუიციის გრძნობა. გამორჩეულად გონიერი ხართ.
გაბედული ხართ, მაგრამ ამავე დროს, ჩაკეტილი: თქვენი პირადი ცხოვრება – დახურული თემაა.
იცით, როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება, მაგრამ დაწესებული გაქვთ გარკვეული საზღვრები.
მოულოდნელი ხართ: ერთ წუთს მოწყენილი ეჩვენებით ადამიანებს, მეორე წუთს კი საოცრად მხიარული და რომანტიკული.

6. გამოჩენილი პიროვნება

არაორდინარული პიროვნება ხართ, რომელიც განსაკუთრებით აფასებს თავისუფლებას. კი არ ემორჩილებით წესებს, არამედ თავად აწესებთ მათ.
ვიღაცამ, შესაძლოა, გადაჭარბებულ ოპტიმიზმშიც დაგდოთ ბრალი.
არ გაშინებთ წინააღმდეგობები.
მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ.

7. გამორჩეული პიროვნება

ვნებიანი, დამოუკიდებელი და ჯიუტი ადამიანი ხართ, მაგრამ ამავე დროს, იდუმალი და ხანდახან ნერვიულიც.
გახასიათებთ სიმკაცრე მოსაზრებებში და ნებისმიერ სიტუაციაზე კონტროლი.
ძალზე თავშეკავებული ხართ და ლაკონური, არ არის ადვილი თქვენი მოტყუება.
არ გიყვართ საკუთარი ემოციების დემონსტრირება. ერთგული ხართ მეგობრების ვიწრო წრის მიმართ და არ გიყვართ, როცა სულში გიძვრებიან.

8. ჯადოქარი

შემოქმედებითი, საინტერესო პიროვნება ხართ – ნებისმიერი წვეულების სასურველი სტუმარი.
თქვენ გვერდით არავინ მოიწყენს, საინტერესო პიროვნება ხართ.
იღბლიანი ხართ და ირგვლივ ყველა ამას აღიარებს. წარმატებაში თქვენი უნიკალური ნიჭი და მაღალი ინტელექტი გეხმარებათ.
იდეალური პარტნიორი ხართ ურთიერთობისას: ჰარმონიულად გაქვთ შერწყმული საკუთარ თავში სიყვარულის როგორც გაცემის, ასევე მიღების უნარი.

9. ოპტიმისტი

საკუთარ თავში დარწმუნებული და უსაზღვროდ ოპტიმისტური პიროვნება ხართ.
თქვენი ღიმილი გადამდებია, ისე ასხივებთ, რომ ირგვლივ ვერავის ტოვებთ გულგრილს.
ამბიციური ხართ და სიამოვნებით იღებთ გამოწვევებს.
მუდამ მოძრაობაში ხართ, 24 საათი – ძალიან ცოტაა თქვენთვის.

10. ვნებიანი

ოქროს გულის და მდიდარი შინაგანი ბუნების მქონე ადამიანი ხართ.
ამავე დროს, ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკული პიროვნება ბრძანდებით.
ინტერესიანი ადამიანი ხართ და ფილოსოფიურად უდგებით ცხოვრებას.
სულით მდიდარი, იმპულსური და ძალიან მომხიბვლელი ქალი ხართ;

Комментариев нет:

Отправить комментарий