воскресенье, 9 ноября 2014 г.

როგორი კოცნა იცი

kocnis-fsiqologia
მითხარი, როგორი კოცნა იცი და გეტყვი, ვინ ხარ შენ: იმის მიხედვით, როგორ გკოცნით მამაკაცი, თურმე მის ხასიათზეც ბევრ რამეს გაიგებთ.

ჯერ კიდევ პლატონი ფიქრობდა, ნეტავ რატომ მოსწონთ ადამიანებს კოცნა ასე ძალიანო. მისი აზრით, უფრო ადრე ადამიანი ფორმით ბუშტს ჰგავდა, ოთხი ფეხი, ოთხი ხელი და კიდევ 2 თავი ჰქონდა: ერთი - ქალის, ერთიც - კაცის.
ეს ერთიანი არსება ერთობ ქედმაღალი და ამპარტავანი აღმოჩნდა და განრისხებულმა ზევსმა ის დასაჯა – ორ - ქალურ და მამაკაცურ ნაწილებად გაყო. და პლატონის აზრით, მხოლოდ კოცნის წყალობით ერთიანობა კვლავაც მიიღწევა. განშორება სასჯელი იყო. ზევსი სულაც არ აპირებდა ახალი სიამოვნება ეჩუქებინა ადამიანებისთვის... მაგრამ შეცდა...
დედამიწის მოსახლეობის 2/3-ის პირველი კოცნა 14 წლის ასაკში ახსოვს. ამ მხრივ, ყველაზე მოსიყვარულე გერმენელები არიან. ისინი დღეში საშუალოდ 3,2-ჯერ ლოყაზე კოცნიან, 1,3-ჯერ ეროტიკულ კოცნას ჩუქნიან ერთმანეთს. კოცნის მოდა დაბრუნდა და კვლავაც პოპულარული და საყვარელი “საქმე” გახდა 80-იანებიდან.
რას ამბობს მეცნიერება კოცნაზევინც ხშირად კოცნის და ვისაც ხშირად კოცნიან, ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევების თანახმად, საშუალოდ 5 წლით დიდხანს ცოცხლობს და ექიმსაც ისე ხშირად არ მიმართავს, როგორც უკარებები.
კოცნის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ნეიროპეპტიდებს გამოყოფს. როცა ისინი გააქტიურდებიან, ანადგურებენ ვირუსებს, ავადმყოფობის მატარებლებს. ამიტომ იმუნური სისტემა ძლიერდება. ისეთი ნეიროპეპტიდებიც არსებობენ, დოპინგივით რომ მოქმედებენ. სხვები ტკივილგამაყუჩებლებს ჰგვანან – მორფინზე 200-ჯერ ძლიერები არიან. თუ შეყვარებული გეუბნებათ, რომ თქვენი კოცნა ათრობს და თიშავს, ან შეურაცხადს ხდის, დაიჯერეთ - ეს ყველაზე კარგი კომპლიმენტია.
პულსი 150-მდე ჩქარდება. ამასთან, დიდი მღელვარების შემთხვევაში, მაჯისცემა ორმაგდება. წნევა იწევა. ტუჩები ოდნავ იბერება. უფრო ვარდისფერი და ნაზი ხდება. სწორედ ამიტომ მკვეთრად შეღებილი ტუჩები ეროტიკული სიმბოლოა. ყოველ კოცნაში (ტუჩებში, რა თქმა უნდა) 34 სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. გასაგებია ალბათ, რომ იხარჯება კალორიებიც. ოთხი 3-წუთიანი კოცნა და - 12 კალორია ქრება. ზოგს ჰგონია, რომ კოცნა ინფექციურადაა სახიფათო. არა და არა! 13 ადამიანიდან მხოლოდ ერთს გადაედო გრიპი. მართალია, კოცნისას უამრავ - უფრო სწორად - მილიონობით ბაქტერიას “ეუფლებით”, მაგრამ ეს სასიკვდილო ხიფათს სულაც არ ნიშნავს. ყველა ადამიანის ნერწყვშია ენზიმები და ანტისხეულები, რომლებიც ინფექციებს ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, ნერწყვში ანდროსტერონია – ნივთიერება, რომელიც სექსუალურ სურვილებს წარმოშობს და ამძაფრებს.
კოცნის დროს თვალები, როგორც წესი დახუჭულია. ქალებისა და მამაკაცების მხოლოდ 9% არ ხუჭავს თვალებს. კოცნისას ერთმანეთს გადავცემთ 60 მგ. წყალს, 0,7 მგ. ცხიმს, 0,4 მგ. მარილებს, 0,16 მგ. სეკრეტებს და მილიონობით ბაქტერიას.
მშრალი კოცნა: ის კი არ გკოცნით. სურს, გაკოცოთ. მისი ტუჩები სრულიად მშვიდნი რჩებიან. ისე მშრალად გკოცნით, რამდენადაც შეუძლია. სწრაფმიმავალი აფიორა ასეთი ადამიანისთვის საინტერესო არაა. ის სანდო და საიმედო ცხოვრების თანამგზავრია.
დაძაბული კოცნა: მისთვის კოცნა თავდასხმის სახეა. მისი ტუჩები კი არ ეძებენ - უტევენ. ისე ვნებიანად და ინტენსიურად დაეწაფება თქვენს ბაგეებს, რომ ძალიან მალე ორივე იხრჩობით. დიდიხნით ნუ დაუკავშირდებით. ხანმოკლე კავშირით დატკბით.
კოცნა - “კლანჭები”: მას ძალიან ახლო კონტაქტი სჭირდება. მისი ხელები გეხვევიან, სხვანაირად კოცნა უბრალოდ არ შეუძლია. მთელი სხეულით გეკვრით, თითოეული ჟესტით იმას აჩვენებს, როგორ სჭირდებით. თქვენ წინაშეა მამაკაცი, რომელიც ერთგულებას ეძებს, ერთგულებას გპირდებათ და ძალიან ხშირად ერთგული რჩება კიდეც.
პროფესიონალური კოცნა: კოცნა კი არა, ფეიერვერკია. უამრავი პატარა კოცნით იწყება, თითქოს ათასი ბაგე აქვს. ყოველ ჯერზე ახლებურად გკოცნით. კარგი საყვარელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინცდამაინც ერთგული არაა. მასთან ყოველთვის მოგეჩვენებათ, რომ ცოლიან მამაკაცს კოცნით. სხვათა შორის, უახლესმა ამერიკულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ არსებობს მამაკაცის გენი, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დროდადრო აიძულებს სხვის ცოლს აკოცოს.
9-იდან 9 ზრდასრული ადამიანს მთელი ცხოვრება ახსოვს პირველი კოცნა. ყველაზე ხანგრძლივი კინოკოცნა ეკუთვნით ქერი გრანტს და ინგრიდ ბერგმანს ალფრედ ხიჩკოკის ფილმში “Notarious”. ეს კოცნა 11 წუთი გრძელდებოდა.
იაპონელები კოცნის პრინციპული მტრები არიან. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობა თავის “ყუთს” სხვა არხზე რთავს, როგორც კი კოცნის სცენა იწყება. სიყვარული - ნამდვილი, გულწრფელი, ღრმა - საკოცნელად აღძრავს ზრდასრული გერმანელების მხოლოდ 20%-ს. დანარჩენი 80% იმითაც კმაყოფილია, რომ “უყვარს”.
კოცნის რეკორდი: რეკორდი მინესოტელ ალფრედ ვოლფრამს ეკუთვნის, რომელმაც 480 წუთში მოახერხა 8001 ქალისთვის ეკოცნა.

eva.ge
ს. გულიაშვილი
ნახატი: გუსტავ კლიმტის ”კოცნა” 

Комментариев нет:

Отправить комментарий