1.
პროექტის სახელწოდება
|
მწვანე ნარგავების
დარგვა სკოლის ნაკვეთზე, ნაკვეთის პერიმეტრისა
და ფართობის გამოთვლა
|
2.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2
წინადადებით
|
სკოლის განაშენიანება მწვანე ნარგავებით
|
3.
პროექტის აქტუალობა
|
მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთვალონ პერიმეტრი
და ფართობი ფორმულებით, მაგრამ არ შეუძლიათ
გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში
|
4.
პროექტის მიზნები
|
პროექტის მიზანია მე-5 კლასის მოსწავლეებს ვაჩვენოთ
თვალნათლივ, თუ რა არის კვადრატული მეტრი.
|
5.
მონაწილეთა ასაკი
|
9-10 წელი
|
6.
ვადები/ხანგრძლივობა
|
3 დღე
|
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლე არჩევს ერთმანეთისაგან პერიმეტრს და ფართობს. შეუძლია წინასწარ გამოთვალოს
და ისე მიხვდეს, რამდენი მეტრი მესერი სჭირდება, ან რამდენი ცალი ნარგავი უნდა შეიძინოს,
რომ საჭირო საქმე შეასრულოს.
|
8.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები
|
მწვანე ნარგავები,ნიჩბები, სარწყავი, მეტრიანი, ფურცელი
და კალამი. პროექტისათვის საჭირო ნარგავებს მოგვაწოდებს ქალაქის გაამგეობა
|
9.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები)
|
ბავშვები ზომავენ სკოლის ნაკვეთს მეტრიანით, ანგარიშობენ
პერიმეტრს და ფართობს, გამოთვლიან, რამდენი
ნარგავი ჩაეტევა მოცემულ ფართობში. შემდეგ იღებენ ორმოებს, ათავსებენ ნარგავებს და თვლიან, ემთხვევა მათი გამოთვლილი
და ფურცელზე გაანგარიშებული ერთმანეთს , თუ არა.
|
10.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მათემატიკის კავშირი შრომასთან. მოსწავლე შეიძენს
აუცილებელ უნარ-ჩვევებს ელემენტარული მათემატიკური გამოთვლების ჩასატარებლად.
|
11.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი)
|
ნანა მანველიშვილი
|
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
nanamanveli@gmail.com
|
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
nanamanveli.blogspot.com
|
воскресенье, 9 ноября 2014 г.
მწვანე ნარგავების დარგვა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий