понедельник, 23 февраля 2015 г.

რისთვის გვიყვარს ჩვენი კაცები?

გვისრულებენ კაპრიზებს

სიყვარულს გვიხსნიან გულისამაჩუყებლად

მათ გამო გმირობასაც ჩავიდენთ

ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი ხელებით

მხარში გვიდგანან, როცა რაღაც ახალს მოვიგონებთ

გვანებივრებენ სურპრიზებით

ჩვენს ცხოვრებას რომანტიკით ავსებენ

უფრო უკეთესები ვგონივართ, ვიდრე სინამდვილეში ვართ

მოგვწერეთ, თქვენ რისთვის გიყვართ თქვენი მამაკაცი?!

воскресенье, 9 ноября 2014 г.


სურათები გამოფენიდან



ხანდახან, არც თუ ისე ცუდია, გააკეთო შესვენება შენს სამუშაო გრაფიკში და პირადად შეეხო ხელოვნების სამყაროს.
ოგიერთი ჩვენგანი მიდის კონცერტებზე ან სპექტაკლებზე, ზოგიერთები ცეკვავენ ან უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, სხვები სცდიან თავს სხვადასვხა ხელობაში. და რა თქმა უნდა ყოველთვის არის შესაძლებლობა წახვიდე მუზეუმში...
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მუზეუმში ერთ–ერთი სურათის წინ, ხელები ზურგზე გაქვთ შემოწყობილი და ცდილობთ ჩასწვდეთ მხატვრის ჩანაფიქრს.
ამ დროს თქვენთან მოდის სრულიად უცნობი ადამიანი და რაღაცას გეუბნებათ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას გეუბნებათ ეს ადამიანი?
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".

გასაღები ტესტისთვის „სურათები გამოფენიდან“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

როცა თქვენ მოულოდნელად გამოგესაუბრებათ უცნობი, ყოველთვის წარმოიშობა სიფრთხილის და მოლოდინის შერეული გრძნობები.
ამ გამოგონილ სცენარში სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს უცნობი, სინამდვილეში გამოხატავს იმას თუ როგორ რეაგირებთ თქვენ სხვა ადამიანებთან შემთხვევით შეხვედრებზე. თქვენი პასუხები  ხსნიან თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე პირველად შეხვედრის დროს.
1. "მართლაც რომ მშვენიერი სურათია, არა?"
თქვენი მეგობრული და პოზიტიური ხასიათი ახდენს დიდებულ შთაბეჭდილებას პრაქტიკულად ყველაზე, ვისაც კი ხვდებით. ერთადერთი საზრუნავი თქვენთვის შეიძლება იყოს ის, რომ თავიდან ადამიანებმა შეიძლება სერიოზულად არ აღგიქვან.
2. "რას ფიქრობთ ამ სურათზე?"
თქვენ ეკუთვნით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ სხვა ადამიანის ტემპერამენტი მანამდე, სანამ შევლენ მასთან კომუნიკაციაში. ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ თქვენი ყოყმანი და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მათ რეაქციაზე. ასეთი წინდახედული მიდგომით თქვენ არასდროს არ დააბიჯებთ არავის ფეხზე, მაგრამ შეიძლება დაამთავროთ იმით, რომ იცხოვრებთ მუდმივად სხვების პირობებით.
3. "უკაცრავად, თქვენ გაქვთ დრო?"
ადამიანების ნახევარი თქვენ აღგიქვამთ როგორც სავსებით ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მეორე ნახევრისთვის თქვენ გამოიყურებით ცოტა უცნაურად. პირველი შეხვედრით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ცხოვრობთ საკუთარი რითმით და ხართ  პიროვნება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ექსცენტრიკული. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას შეიძლება  ფიქრობდენ ან გრძნობდენ სხვები. მიუხედავად იმისა, ცუდია ეს თუ კარგი, სწორედ ამაშია თქვენი საიდუმლო.
4. "იცით, მე თვითონაც მხატვარი ვარ".
პირველი შეხვედრის დროს თქვენ ახდენთ ცოტა ნერვიული და ზედმეტად აქტიური ადამიანის შთაბეჭდილებას. შეიძლება თქვენ ძალიან ცდილობთ  მოაწონოთ სხვებს თავი, მაგრამ რაც უფრო ძლიერ ეცდებით, მით უფრო ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნუ შფოთავთ ასე ძლიერ იმაზე, რომ ადამიანები თქვენზე ფიქრობდნენ კარგად, თქვენ მოეწონებით მათ უფრო მაშინ, თუ უბრალოდ  მოდუნდებით და დამშვიდდებით.

გისურვებთ წარმატებებს!

ტესტი ლურჯი ჩიტი.



ერთხელ მოულოდნელად თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით შავი ფერის.
და აი გათენდა მეხუთე დღე. რა ფერისაა ჩიტი?
1. ჩიტი არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.
2. უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.
3. ხდება თეთრი ფერის.
4. ხდება ოქროსფერი.

გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ჩიტი“

ოთახში  შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენ შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ რეაგირებთ  ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.
1. ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ  ფიქრობთ, რომ თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
შეიძლება თქვენთვის აუცილებელია იფიქროთ შემდეგი გასაღებით: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.
2. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, არიან პრაქტიკული ოპტიმისტები.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება – ეს არის კარგისა და ცუდის ნაზავი და საჭიროა ამ რეალობის შეგუება. თქვენ ხვდებით უსიამოვნებებს მშვიდად და უფლებას აძლევთ საგნებს იარონ თავიანთი რიგით ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კატასტროფების ტალღები, არ მისცეთ რა მათ საშუალება თან გაგიყოლონ.
3. ისინი, რომლებმაც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, წნეხის ქვეშაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს შფოთვაზე და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა ვითარდება კრიზისი. როცა სიტუაცია ხდება საკმაოდ ცუდი, თქვენ გრძნობთ, რომ ჯობია დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და ეძებოთ სხვა გზა საკუთარი მიზნისკენ, ვიდრე გაეხვიოთ შარში, რომელიც არავის არ სჭირდება.
ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თითქოსდა ყველაფერი ხდება ბუნებრივად და თქვენებურად.
4. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი გახდა ოქროსფერი – შეიძლება აღვწეროთ სიტყვით „უშიშარი“.
თქვენ არ იცით რა არის წნეხი. თქვენთვის ნებისმიერი კრიზისი – ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „… შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.“
მაგრამ იყავით ფრთხილად, არ მისცეთ უფლება თქვენს უსაზღვრო თავდაჯერებულობას, რომ გაჯობოთ. სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.

როგორი კოცნა იცი

kocnis-fsiqologia
მითხარი, როგორი კოცნა იცი და გეტყვი, ვინ ხარ შენ: იმის მიხედვით, როგორ გკოცნით მამაკაცი, თურმე მის ხასიათზეც ბევრ რამეს გაიგებთ.

ჯერ კიდევ პლატონი ფიქრობდა, ნეტავ რატომ მოსწონთ ადამიანებს კოცნა ასე ძალიანო. მისი აზრით, უფრო ადრე ადამიანი ფორმით ბუშტს ჰგავდა, ოთხი ფეხი, ოთხი ხელი და კიდევ 2 თავი ჰქონდა: ერთი - ქალის, ერთიც - კაცის.
ეს ერთიანი არსება ერთობ ქედმაღალი და ამპარტავანი აღმოჩნდა და განრისხებულმა ზევსმა ის დასაჯა – ორ - ქალურ და მამაკაცურ ნაწილებად გაყო. და პლატონის აზრით, მხოლოდ კოცნის წყალობით ერთიანობა კვლავაც მიიღწევა. განშორება სასჯელი იყო. ზევსი სულაც არ აპირებდა ახალი სიამოვნება ეჩუქებინა ადამიანებისთვის... მაგრამ შეცდა...
დედამიწის მოსახლეობის 2/3-ის პირველი კოცნა 14 წლის ასაკში ახსოვს. ამ მხრივ, ყველაზე მოსიყვარულე გერმენელები არიან. ისინი დღეში საშუალოდ 3,2-ჯერ ლოყაზე კოცნიან, 1,3-ჯერ ეროტიკულ კოცნას ჩუქნიან ერთმანეთს. კოცნის მოდა დაბრუნდა და კვლავაც პოპულარული და საყვარელი “საქმე” გახდა 80-იანებიდან.
რას ამბობს მეცნიერება კოცნაზევინც ხშირად კოცნის და ვისაც ხშირად კოცნიან, ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევების თანახმად, საშუალოდ 5 წლით დიდხანს ცოცხლობს და ექიმსაც ისე ხშირად არ მიმართავს, როგორც უკარებები.
კოცნის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ნეიროპეპტიდებს გამოყოფს. როცა ისინი გააქტიურდებიან, ანადგურებენ ვირუსებს, ავადმყოფობის მატარებლებს. ამიტომ იმუნური სისტემა ძლიერდება. ისეთი ნეიროპეპტიდებიც არსებობენ, დოპინგივით რომ მოქმედებენ. სხვები ტკივილგამაყუჩებლებს ჰგვანან – მორფინზე 200-ჯერ ძლიერები არიან. თუ შეყვარებული გეუბნებათ, რომ თქვენი კოცნა ათრობს და თიშავს, ან შეურაცხადს ხდის, დაიჯერეთ - ეს ყველაზე კარგი კომპლიმენტია.
პულსი 150-მდე ჩქარდება. ამასთან, დიდი მღელვარების შემთხვევაში, მაჯისცემა ორმაგდება. წნევა იწევა. ტუჩები ოდნავ იბერება. უფრო ვარდისფერი და ნაზი ხდება. სწორედ ამიტომ მკვეთრად შეღებილი ტუჩები ეროტიკული სიმბოლოა. ყოველ კოცნაში (ტუჩებში, რა თქმა უნდა) 34 სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. გასაგებია ალბათ, რომ იხარჯება კალორიებიც. ოთხი 3-წუთიანი კოცნა და - 12 კალორია ქრება. ზოგს ჰგონია, რომ კოცნა ინფექციურადაა სახიფათო. არა და არა! 13 ადამიანიდან მხოლოდ ერთს გადაედო გრიპი. მართალია, კოცნისას უამრავ - უფრო სწორად - მილიონობით ბაქტერიას “ეუფლებით”, მაგრამ ეს სასიკვდილო ხიფათს სულაც არ ნიშნავს. ყველა ადამიანის ნერწყვშია ენზიმები და ანტისხეულები, რომლებიც ინფექციებს ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, ნერწყვში ანდროსტერონია – ნივთიერება, რომელიც სექსუალურ სურვილებს წარმოშობს და ამძაფრებს.
კოცნის დროს თვალები, როგორც წესი დახუჭულია. ქალებისა და მამაკაცების მხოლოდ 9% არ ხუჭავს თვალებს. კოცნისას ერთმანეთს გადავცემთ 60 მგ. წყალს, 0,7 მგ. ცხიმს, 0,4 მგ. მარილებს, 0,16 მგ. სეკრეტებს და მილიონობით ბაქტერიას.
მშრალი კოცნა: ის კი არ გკოცნით. სურს, გაკოცოთ. მისი ტუჩები სრულიად მშვიდნი რჩებიან. ისე მშრალად გკოცნით, რამდენადაც შეუძლია. სწრაფმიმავალი აფიორა ასეთი ადამიანისთვის საინტერესო არაა. ის სანდო და საიმედო ცხოვრების თანამგზავრია.
დაძაბული კოცნა: მისთვის კოცნა თავდასხმის სახეა. მისი ტუჩები კი არ ეძებენ - უტევენ. ისე ვნებიანად და ინტენსიურად დაეწაფება თქვენს ბაგეებს, რომ ძალიან მალე ორივე იხრჩობით. დიდიხნით ნუ დაუკავშირდებით. ხანმოკლე კავშირით დატკბით.
კოცნა - “კლანჭები”: მას ძალიან ახლო კონტაქტი სჭირდება. მისი ხელები გეხვევიან, სხვანაირად კოცნა უბრალოდ არ შეუძლია. მთელი სხეულით გეკვრით, თითოეული ჟესტით იმას აჩვენებს, როგორ სჭირდებით. თქვენ წინაშეა მამაკაცი, რომელიც ერთგულებას ეძებს, ერთგულებას გპირდებათ და ძალიან ხშირად ერთგული რჩება კიდეც.
პროფესიონალური კოცნა: კოცნა კი არა, ფეიერვერკია. უამრავი პატარა კოცნით იწყება, თითქოს ათასი ბაგე აქვს. ყოველ ჯერზე ახლებურად გკოცნით. კარგი საყვარელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინცდამაინც ერთგული არაა. მასთან ყოველთვის მოგეჩვენებათ, რომ ცოლიან მამაკაცს კოცნით. სხვათა შორის, უახლესმა ამერიკულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ არსებობს მამაკაცის გენი, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დროდადრო აიძულებს სხვის ცოლს აკოცოს.
9-იდან 9 ზრდასრული ადამიანს მთელი ცხოვრება ახსოვს პირველი კოცნა. ყველაზე ხანგრძლივი კინოკოცნა ეკუთვნით ქერი გრანტს და ინგრიდ ბერგმანს ალფრედ ხიჩკოკის ფილმში “Notarious”. ეს კოცნა 11 წუთი გრძელდებოდა.
იაპონელები კოცნის პრინციპული მტრები არიან. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობა თავის “ყუთს” სხვა არხზე რთავს, როგორც კი კოცნის სცენა იწყება. სიყვარული - ნამდვილი, გულწრფელი, ღრმა - საკოცნელად აღძრავს ზრდასრული გერმანელების მხოლოდ 20%-ს. დანარჩენი 80% იმითაც კმაყოფილია, რომ “უყვარს”.
კოცნის რეკორდი: რეკორდი მინესოტელ ალფრედ ვოლფრამს ეკუთვნის, რომელმაც 480 წუთში მოახერხა 8001 ქალისთვის ეკოცნა.

eva.ge
ს. გულიაშვილი
ნახატი: გუსტავ კლიმტის ”კოცნა” 

მწვანე ნარგავების დარგვა



1.      პროექტის სახელწოდება
 მწვანე ნარგავების დარგვა სკოლის ნაკვეთზე, ნაკვეთის  პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლა
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით
სკოლის განაშენიანება მწვანე ნარგავებით
3.      პროექტის აქტუალობა
მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთვალონ პერიმეტრი და ფართობი ფორმულებით, მაგრამ  არ შეუძლიათ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში
4.      პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია მე-5 კლასის მოსწავლეებს ვაჩვენოთ თვალნათლივ, თუ რა არის კვადრატული მეტრი.
5.      მონაწილეთა ასაკი
9-10 წელი
6.      ვადები/ხანგრძლივობა
3 დღე
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლე არჩევს ერთმანეთისაგან  პერიმეტრს და ფართობს. შეუძლია წინასწარ გამოთვალოს და ისე მიხვდეს, რამდენი მეტრი მესერი სჭირდება, ან რამდენი ცალი ნარგავი უნდა შეიძინოს, რომ  საჭირო საქმე შეასრულოს.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მწვანე ნარგავები,ნიჩბები, სარწყავი, მეტრიანი, ფურცელი და კალამი. პროექტისათვის საჭირო ნარგავებს მოგვაწოდებს ქალაქის გაამგეობა
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
ბავშვები ზომავენ სკოლის ნაკვეთს მეტრიანით, ანგარიშობენ პერიმეტრს და  ფართობს, გამოთვლიან, რამდენი ნარგავი ჩაეტევა მოცემულ ფართობში. შემდეგ იღებენ ორმოებს, ათავსებენ  ნარგავებს და თვლიან, ემთხვევა მათი გამოთვლილი და ფურცელზე გაანგარიშებული ერთმანეთს , თუ არა.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათემატიკის კავშირი შრომასთან. მოსწავლე შეიძენს აუცილებელ უნარ-ჩვევებს ელემენტარული მათემატიკური გამოთვლების ჩასატარებლად.
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ნანა მანველიშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
nanamanveli@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
nanamanveli.blogspot.com

пятница, 7 ноября 2014 г.

გაიგე შენი ხასიათი ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით


გაიგე შენი ხასიათი ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით
იცოდით, რომ ტუჩის ანაბეჭდის მიხედვით ადამიანის ხასიათის თავისებურებების გარკვევაა შესაძლებელი?
იმისათვის, რომ ეს ტესტი გაიაროთ:

1. წაისვით თქვენი საყვარელი პომადა;

2. დატოვეთ ფურცელზე თქვენი ტუჩის ანაბეჭდი;

3. შეადარეთ მიღებული ანაბეჭდი მოცემულ მაგალითებს და წაიკითხეთ პასუხები.

1. თავისუფალი და მტკიცე
კომუნიკაბელური და ენერგიული ხართ, დაბადებიდან ორატორი.
ლიდერი ბრძანდებით, რომელსაც მყარი მტკიცებულებები აქვს და შეუდარებელი შინაგანი სიძლიერე.
გამოგარჩევთ ცხოვრებისადმი განსაკუთრებული მიდგომა და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტი ცოდნა.

2. პრიმადონა
თქვენი ქარიზმა ვერავის ტოვებს გულგრილს.
გიყვართ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ზუსტად იცით, როგორ მიიპყროთ გარშემომყოფების ყურადღება.
გიყვართ ბრძოლა და გამარჯვება.
აფასებთ იუმორის გრძნობას ადამიანებში და ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს მსუბუქად ეკიდებით.

3. შემოქმედებითი პიროვნება
შესანიშნავი წარმოსახვის უნარით გამოირჩევით, გიყვართ რისკი და გახსნილი ხართ გარშემომყოფების მიმართ.
მგრნობიარე ადამიანი ხართ და გიყვართ სიცოცხლე. თვითდისციპლინა, რა თქმა უნდა, თქვენი კოზირი არ არის.
ემოციური ხართ და განსაკუთრებული სიფრთხილით და გულისყურით ეკიდებით საკუთარ საქმეს და იდეებს, რომლების სისწორისაც მყარად გჯერათ.

4. მომხიბვლელი ჰიპი

თქვენი დამახასიათებელი ნიშანი გონებამახვილობაა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და სტილის შეგრძნება. თქვენ – თვით მომხიბვლელობა ხართ.
გიყვართ ხელოვნება და ზოგადად, შემოქმედების ნებისმიერი გამოვლინება.
გაცნობიერებული გაქვთ, რომ ტვინის ვარჯიშიც ისევე აუცილებელია, როგორც სხეულის.
დარმწუნებული ხართ, რომ ჭკუა, სხეული და გული მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
სიმართლისმოყვარე ხართ და უსამართლობაზე არასოდეს ხუჭავთ თვალს.

5. ფრთხილად, ზედმეტად ფაქიზი პიროვნება!

ზედმეტად განვითარებული გაქვთ ინტუიციის გრძნობა. გამორჩეულად გონიერი ხართ.
გაბედული ხართ, მაგრამ ამავე დროს, ჩაკეტილი: თქვენი პირადი ცხოვრება – დახურული თემაა.
იცით, როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება, მაგრამ დაწესებული გაქვთ გარკვეული საზღვრები.
მოულოდნელი ხართ: ერთ წუთს მოწყენილი ეჩვენებით ადამიანებს, მეორე წუთს კი საოცრად მხიარული და რომანტიკული.

6. გამოჩენილი პიროვნება

არაორდინარული პიროვნება ხართ, რომელიც განსაკუთრებით აფასებს თავისუფლებას. კი არ ემორჩილებით წესებს, არამედ თავად აწესებთ მათ.
ვიღაცამ, შესაძლოა, გადაჭარბებულ ოპტიმიზმშიც დაგდოთ ბრალი.
არ გაშინებთ წინააღმდეგობები.
მეგობრული და კომუნიკაბელური ხართ.

7. გამორჩეული პიროვნება

ვნებიანი, დამოუკიდებელი და ჯიუტი ადამიანი ხართ, მაგრამ ამავე დროს, იდუმალი და ხანდახან ნერვიულიც.
გახასიათებთ სიმკაცრე მოსაზრებებში და ნებისმიერ სიტუაციაზე კონტროლი.
ძალზე თავშეკავებული ხართ და ლაკონური, არ არის ადვილი თქვენი მოტყუება.
არ გიყვართ საკუთარი ემოციების დემონსტრირება. ერთგული ხართ მეგობრების ვიწრო წრის მიმართ და არ გიყვართ, როცა სულში გიძვრებიან.

8. ჯადოქარი

შემოქმედებითი, საინტერესო პიროვნება ხართ – ნებისმიერი წვეულების სასურველი სტუმარი.
თქვენ გვერდით არავინ მოიწყენს, საინტერესო პიროვნება ხართ.
იღბლიანი ხართ და ირგვლივ ყველა ამას აღიარებს. წარმატებაში თქვენი უნიკალური ნიჭი და მაღალი ინტელექტი გეხმარებათ.
იდეალური პარტნიორი ხართ ურთიერთობისას: ჰარმონიულად გაქვთ შერწყმული საკუთარ თავში სიყვარულის როგორც გაცემის, ასევე მიღების უნარი.

9. ოპტიმისტი

საკუთარ თავში დარწმუნებული და უსაზღვროდ ოპტიმისტური პიროვნება ხართ.
თქვენი ღიმილი გადამდებია, ისე ასხივებთ, რომ ირგვლივ ვერავის ტოვებთ გულგრილს.
ამბიციური ხართ და სიამოვნებით იღებთ გამოწვევებს.
მუდამ მოძრაობაში ხართ, 24 საათი – ძალიან ცოტაა თქვენთვის.

10. ვნებიანი

ოქროს გულის და მდიდარი შინაგანი ბუნების მქონე ადამიანი ხართ.
ამავე დროს, ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკული პიროვნება ბრძანდებით.
ინტერესიანი ადამიანი ხართ და ფილოსოფიურად უდგებით ცხოვრებას.
სულით მდიდარი, იმპულსური და ძალიან მომხიბვლელი ქალი ხართ;